დღეს, გერმანიის თასის მეთექვსმეტედფინალური თამაშია — „ბაიერნი” „ჰოლშტენ კილს” სტუმრობს. ამ შეხვედრის წინ, „რეკორდმაისტერის” მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მისთვის უჩვეულო სიბრაზე გამოავლინა. ფლიკი იმ კრიტიკას გაუღიზიანებია, რომელიც მის ზოგიერთ ფეხბურთელს დაატყდა თავს.
„სადაც ტაშია, იქ აუცილებლად არის სტვენაც, — თქვა 55 წლის სპეციალისტმა, როდესაც პრეს-კონფერენციაზე სიტყვა „გლადბახთან” 2:3 მარცხზე ჩამოვარდა, — თუმცა, როდესაც ვხედავ, რომ კრიტიკა უსამართლოა, ძალიან ვბრაზდები”.
საქმე კი დუკლას კოშტას, 20 წლის ტიაგო დანტასს და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ეხება, რომელთაც, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში, ქომაგებსა და ექსპერტებზე განსაკუთრებით ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს.
პრეს-კონფერენციაზე, ფლიკმა თქვა კიდევ ერთი ისეთი რამ, როგორსაც ჩვეულებრივ არ ამბობს ხოლმე: „ჩემი ამოცანა სიმშვიდის შენარჩუნებაა. საქმეზე სრული კონცენტრაცია მჭირდება და ყველაფერი დანარჩენი ცალ ყურში უნდა შევუშვა, ხოლო მეორედან გამოვუშვა”.
ბოლოს მწვრთნელმა დასძინა: „დღევანდელ სიტუაციაში, ჩვენს კლუბში, ყველა მაქსიმუმს აკეთებს, იმას, რაც შეუძლია. ბევრი დაჟინებით მიიწევს წინ, ვითარდება და ამ პროცესზე დაკვირვება ძალიან სასიამოვნოა. ბოლოს და ბოლოს, ისეთი ხომ არაფერი მომხდარა. ჩვენ კვლავ ლიდერები ვართ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები11/10/2026 | 11:58წიტას თამაში ჩაიშალა
სიახლეები11/10/2026 | 10:56ჟორჟის 23 წუთი და ვინისიუსის მორიგი სკანდალი
სიახლეები11/10/2026 | 09:36კვერნაძის გუნდმა კვარას ყოფილ გუნდთან წააგო
მთავარი ამბავი11/10/2026 | 07:53თითქმის იდეალური რე-სტარტი
