გერმანული პრესა თანხმდება, რომ ჩემპიონთა ლიგაში, „ბაიერნისა” და „პარი სენ ჟერმენის” პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, ბავარიელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ კილიან მბაპესა და ნეიმარის მწვავე კონტრშეტევებს ვერაფერი მოუხერხეს და წააგეს – 2:3. „ბაიერნის” ყოფილი ვარსკვლავი, გერმანიის ნაკრებში სარეკორდო 150 თამაშის მონაწილე ლოთარ მათეუსი თავისი ყოფილი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა და განაცხადა, რომ ეს უკვე იმის ბრალია, რომ [...]
ჭდე: დუგლას კოშტა
ფლიკი გაბრაზდა
დღეს, გერმანიის თასის მეთექვსმეტედფინალური თამაშია — „ბაიერნი” „ჰოლშტენ კილს” სტუმრობს. ამ შეხვედრის წინ, „რეკორდმაისტერის” მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მისთვის უჩვეულო სიბრაზე გამოავლინა. ფლიკი იმ კრიტიკას გაუღიზიანებია, რომელიც მის ზოგიერთ ფეხბურთელს დაატყდა თავს. „სადაც ტაშია, იქ აუცილებლად არის სტვენაც, — თქვა 55 წლის სპეციალისტმა, როდესაც პრეს-კონფერენციაზე სიტყვა „გლადბახთან” 2:3 მარცხზე ჩამოვარდა, — თუმცა, როდესაც ვხედავ, რომ კრიტიკა [...]
ვარსკვლავების თვითიზოლაცია და ჯორდან პიკფორდის ოფოფები
ლეო მესიმ თავის მილიონობით გულშემატკივარს საყვარელ ხალხთან ერთად შინ ჯდომისკენ მოუწოდა — COVID 19, რომელიც იშიფრება, როგორც „კორონავირუსის დაავადება (disease) 2019″, ჯერ კიდევ უტევს მსოფლიოს და ამ ეტაპზე უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია. მოგეხსენებათ, ახალმა გრიპმა სპორტს სერიოზულად დაარტყა. გაურკვეველი ვადით შეწყდა შეჯიბრებები. ბურთი, სულ მცირე, სამი კვირის განმავლობაში აღარ გაგორდება, თუმცა ეს დრო შესაძლოა გაცილებით მეტიც [...]
ორი გოლი და ერთი ფურთხი
320 უგოლო წუთის შემდეგ, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის” შემადგენლობაში თავისი პირველი… და მეორე გოლები გაიტანა. ეს მოხდა „სასუოლოსთან” შეხვედრაში”, რომელიც „ბებერმა ქალბატონმა” 2:1 მოიგო. პრესა წერს, რომ რონალდუმ სწორედაც რომ დროულად დაიწყო გოლების გატანა — ჩემპიონთა ლიგის წინ. ოთხშაბათს, „იუვე” ვალენსიაში თამაშობს. თუმცა, ტურინელი გულშემატკივრისთვის ასე სასიხარულო თამაში „შახტარისა” და „ბაიერნის” ყოფილმა [...]



