ჭდე: ბაიერნი

Home ბაიერნი
ლიოვი მიუნხენში მიდის
ჩანაწერი

ლიოვი მიუნხენში მიდის

„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა გუნდის მწვრთნელად იოაჰიმ ლიოვის შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა. „მის დანიშვნაზე საუბარი არ ყოფილა. მან ნათლად თქვა, რომ არ სურდა ბაიერნში მუშაობა. ჩვენ ვაგრძელებთ მწვრთნელის ძებნას, რომელიც ჩვენს კლუბს მოერგება“. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის „შტუტგარტისა“ და „ბაიერნის“ მატჩისას (3:1) ლიოვი ტრიბუნაზე გამოჩნდა. მანამდე ლიოვმა განაცხადა, რომ მზადაა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს, ოღონდ საინტერესო...

თავის კაპიტანს თავგზას უბნევდა
ჩანაწერი

თავის კაპიტანს თავგზას უბნევდა

ჯუდ ბელინგემმა „ბაიერნისა” და „რეალის” შეხვედრის დროს ჰარი კეინის დაბნევა სცადა. მოგეხსენებათ, კეინი და ბელინგემი ინგლისელები არიან, მალე ისინი ერთად გაემგზავრებიან გერმანიაში ევრო 2024-ზე, თუმცა მანამდე მათი გზები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადაიკვეთა. „ალიანც არენაზე” „ბაიერნმა” და „რეალმა” 2:2 ითამაშეს. კეინმა მიუნხენელთა მეორე გოლი შეაგდო, პენალტით და ქვემოთ სწორედ ამ ეპიზოდზეა ლაპარაკი. როდესაც მსაჯმა კლემან ტურპენმა...

მხოლოდ რანგნიკთან…
ჩანაწერი

მხოლოდ რანგნიკთან…

„ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა დაადასტურა, რომ კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს რალფ რანგნიკთან. „ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ რალფთან, მაგრამ კიდევ რამდენიმე დღე უნდა დაველოდოთ. ის ფეხბურთის შესანიშნავი სპეციალისტია. თუ ყველაფერი გამოვა, დამერწმუნეთ, ძალიან კარგი არჩევანი იქნება“, – თქვა ჰაინერიმა. შეგახსენებთ, რომ ბავარიელთა ამჟამინდელი დამრიგებელი, თომას ტუხელი კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.    

ლუკა – 38
ჩანაწერი

ლუკა – 38

„ბაიერნთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში (2:2), შცვლაზე შესული მადრიდის „რეალის“ 38 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა მესამე ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელიც მონაწილეობდა შეჯიბრების ამ ეტაპზე. მოდრიჩს ამჟამად უსწრებს „მილანის“ ყოფილი მცველი პაოლო მალდინი, რომელმაც 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა 38 წლისა და 302 დღის ასაკში. ხორვატს ასევე ჯობნის „მილანის“ სხვა  მცველი,...

რანგნიკი ბაიერნში?
ჩანაწერი

რანგნიკი ბაიერნში?

„ბაიერნმა“, შესაძლოა, მალე მიაღწიოს შეთანხმებას ცნობილ სპეციალისტ რალფ რანგნიკთან, რომელიც ამჟამად ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობს. Bild-ის ცნობით, რანგნიკი მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელობის ფავორიტია. მხარეებს შორის შეთანხმება არაა გამორიცხული მიმდინარე კვირაში დასრულდეს. რანგნიკს კარიერაში რამდენიმე კლუბი გაუწვრთნია. ბოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლდათ, რომელიც 2022 წლის მაისში დატოვა, ამჟამად კი ის ავსტრიის ნაკრების თავკაცია. „ბაიერნს“ ამჟამად თომას ტუხელი ხელმძღვანელობს,...

შვაინშტაიგერი: გვარდიოლას ნდობა არ შეიძლებოდა
ჩანაწერი

შვაინშტაიგერი: გვარდიოლას ნდობა არ შეიძლებოდა

მიუნხენის „ბაიერნის” ყოფილმა ვარსკვლავმა ბასტიან შვაინშტაიგერმა პოდკასტ The Overlap-ში, კერძოდ კი გარი ნევილთან ინტერვიუში იმ უარყოფით გავლენაზე ილაპარაკა, რომელიც პეპ გვარდიოლამ „რეკორდმაისტერსა” და ზოგადად გერმანულ ფეხბურთზე მოახდინა. მოგეხსენებათ, ესპანელი მწვრთნელი ბავარიელებს 2013-16 წლების სეზონში ედგა სათავეში. შვაინშტაიგერი 2015 წელს „ბაიერნიდან” წავიდა, ლუი ვან გაალისეულ „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა. ყოფილი ნახევარმცველის აზრით გვარდიოლა რასაკვირველია დიდი მიწვრთნელია, მას...

ჭადრაკი არსენალთან
ჩანაწერი

ჭადრაკი არსენალთან

„ბაიერნის“ თავკაცმა თომას ტუხელმა ლიგის მეოთხედფინალში „არსენალთან“ მოგება ასე შეაფასა: „პირველ ტაიმში ჭადრაკი ვითამაშეთ. არავის სურდა პირველი შეცდომის დაშვება. ვფრთხილობდით – ჩვენც გვქონდა მომენტები, „არსენალსაც“. შესვენებაზე გუნდს ინდივიდუალურობის გამოჩენისა და ცოტა თამამად თამაშისკენ მოვუწოდე. უფრო დინამიურად ვითამაშეთ და მეორე ტაიმი ფანტასტიკური ჩავატარეთ. ჩვენ ვიმსახურებთ ამ გამარჯვებას. საჭირო იყო გადაწყვეტილებების პოვნა და ეს ჩვენ გუნდურად გავაკეთეთ....

ჰარი კეინის შვილები გადარჩნენ
ჩანაწერი

ჰარი კეინის შვილები გადარჩნენ

ჰარი კეინის სამი შვილი საავადმყოფოში გააქანეს — გერმანიაში მომხდარი ავარია, რომელშიც სამი ავტომობილი მოყვა, ინგლისელი თავდამსხმელის ოჯახსაც შეეხო. იმ დღეს კეინი და მისი გუნდი „ბაიერნი” ლონდონში ჩაფრინდნენ, სადაც მეორე დღეს „არსენალთან” 2:2 ითამაშეს. ამ შეხვედრაში 30 წლის კეინმა გოლი გაიტანა. რაც შეეხება ავარიას, როგორც „ბილდი” იუწყება, ის „რენოს” 20 წლის მძღოლმა გამოიწვია, რომელიც გზიდან მარცხნივ...

„მხოლოდ ამ ფორმისთვის“ – რომაული ბრაზი და სიყვარული
ჩანაწერი

„მხოლოდ ამ ფორმისთვის“ – რომაული ბრაზი და სიყვარული

„როდესაც ლონდონი და ბერლინი არ არსებობდა, პარიზი კი მწყემსებს საძოვრად გაეხადათ, რომს იმპერია ჰქონდა“ რომს რომოლუსი და რემუსი არ დაუკარგავს – მხოლოდ მეტამორფოზა განიცადეს. რომაელებს რომ ჰკითხო, ისინი გარიბალდის შვილები არიან – არა იმპერიის, არამედ იტალიის. ამას ამბობენ, თუმც ისევ „სციპიონის ჩაჩქანზე“ მღერიან (იტალიის ეროვნული ჰიმნი), რომლითად კვლავინდებურად შეიმოსებიან, რათა მტერს ისე გაუსწორდნენ, როგორც კართაგენსა...

… თუ მანჩესტერი დამპატიჟებს
ჩანაწერი

… თუ მანჩესტერი დამპატიჟებს

მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელი თომას ტუხელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობით დაინტერესდა. ოთხშაბათს, 21 თებერვალს, მიუნხენურმა კლუბმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ გერმანელი სპეციალისტი გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. ტუხელს ინგლისური კლუბი ძალიან მოსწონს. გერმანელს მანკუნიანელების ფინანსური შესაძლებლობები, ტრადიციები, ბრენდი და სტადიონი იზიდავს. აღსანიშნავია, რომ 50 წლის სპეციალისტს ამ სეზონის შემდეგ კარიერაში შესვენება სურს. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ...