ჩემპიონთა ლიგის მოგება დიდებულია, მაგრამ როდესაც გუნდი მთელი მსოფლიოს თვალწინ გაიბრწყინებს, მისი ფეხბურთელები სხვა მდიდარი კლუბების სამიზნეები ხდებიან. ასეა „პარი სენ ჟერმენიც’’. ფრანგულ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ „ბაიერნს’’ ძალიან მოსწონს მისი 22 წლის თავდამსხმელი ბრედლი ბარკოლა, რომელიც ლეროი სანეს შემცვლელად სჭირდება. სანე შესაძლოა გერმანული კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს. „სქაი ჯერმანის’’ ჟურნალისტები ავრცელებენ ცნობას, რომ...
ჭდე: ბაიერნი
თავქუდმოგლეჯილი საშა
ეს მხოლოდ და მხოლოდ კეპია, მაგრამ პარიზთან მდებარე შამპინი სიურ მარნის უბან მორდაკში დიდი განხილვის საგანი გახდაო, წერს „პარიზიენი’’. ამბავი ოთხშაბათს მოხდა, „პარი სენ ჟერმენისა’’ და „არსენალის’’ მატჩის შემდეგ, რომდესაც საფრანგეთის დედაქალაქის გუნდმა ლონდონელებს 2:1 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა: „ბაიერნის’’ მცველს საშა ბოეს კეპი მოსტაცეს! 24 წლის ფრანგი ახალგაზრდა ქალთან ერთად მანქანაში იჯდა,...
ლუკა რეგიონში გაუშვეს
მიუნხენის „ბაიერნმა“ ქართველი ფეხბურთელი ლუკა პარკაძე იჯარით „ალტგლიენიკში“ გაუშვა. „ალტგლიენიკი“ გერმანიის რანგით მეოთხე დივიზიონის კლუბია, რომელიც რეგინალლიგაში თამაშობს და გასული სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა. პარკაძე ახალ კლუბში ერთს სეზონს გაატარებს. „მოხარულები ვართ, მივესალმოთ კიდევ ერთ ნიჭიერ ფეხბურთელს მიუნხენის „ბაიერნიდან”. კეთილი იყოს შენი მობრძანება ლუკა!” – განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ტორსტენ მატუშკამ. შეგახსენებთ, რომ პარკაძემ „ბაერნთან“ 2023...
ბაიერნი ტას უმიზნებს
მიუნხენის „ბაიერნი“ და „ლევერკუზენი“ გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველის ჯონათან ტას ტრანსფერზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. „ბაიერნმა“ „ლევერკუზენს“ ტაში დაახლოებით 18 მილიონი ევრო შესთავაზა, ფარმაცევტები კი ბევრად მეტს – 40 მილიონს ითხოვენ. სავარაუდოდ მეორე შეთავაზება მიუნხენელთა მხრიდან ბონუსების გარეშე დაახლოებით 25 მილიონი ევრო იქნება. თუ „ლევერკუზენი“ უარს იტყვის, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ შეიძლება უარი თქვას მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. მანამდე მედიაში...
ჩუამენის ფინალი არ იქნება
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ორელიენ ჩუამენი ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს. 24 წლის ფრანგი „ბაიერნთან“ ტურნირის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში მიღებული ტრავმის მოშუშებას ვერ ასწრებს. ჩუამენიმ ყველაფერი გააკეთა მკურნალობის დასაჩქარებლად, მაგრამ ტრავმა მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა. ჩუამენი გააგრძელებს მკურნალობას, რათა ევრო 2024-ზე თამაშის შესაძლებლობა ჰქონდეს. ის უკვე გამოიძახეს საფრანგეთის ნაკრებში. ამ სეზონში ორელიენმა 38 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა...
ნოიერი – 500
კვირას გერმანული ბუნდესლიგის 33-ე ტურის მატჩში „ბაიერნმა“ „ვოლფსბურგი“ 2:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში „ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა გერმანიის ჩემპიონატში 500 მატჩის ნიშნულს მიაღწია. ნოიერმა ბუნდესლიგაში პირველი მატჩი 2006 წელს „შალკეში“ ჩაატარა. ის მეოთხე მეკარეა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია ული შტაინის (512), აიკე იმელის (534) და ოლივერ კანის (557) შემდეგ. მიმდინარე სეზონში 38 წლის მეკარემ 31 მატჩი...
მსაჯის გარდა არავინ…
მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის მადრიდის რეალთან საპასუხო მატჩის (1:2) შედეგებზე ისაუბრა. „ჩვენ ყველას გვინდოდა ჩემპიონთა ლიგის გეერმანული ფინალის ნახვა. ყველას! გარდა პოლონელი მსაჯებისა“. შეგახსენებთ, რომ რეალისა და ბაიერნის მატჩს რომელიც 8 მაისს გაიმართა, პოლონელ მსაჯთა ბრიგადა უძღვებოდა შიმონ მარჩინიაკის ხელმძღვანელობით.
თანამსაჯმა მოიბოდიშა, ხალხმა ჩაწყობა ახსენა
ვინ იცის მერამდენედ გამოამჟღავნა „რეალმა” უნიკალური ხასიათი — მადრიდის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში, უპირატესობის მიუხედავად, „ბაიერნს” ჩამორჩა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ორი გოლი გაიტანა და ფინალის საგზური მოიგო. ანგარიში 68-ე წუთზე სტუმართა კანადელმა მცველმა ალფონსო დევისმა გახსნა, 88-ე და 90+1 წუთებზე კი ხოსელუმ ორი გოლი შეაგდო. ბედის საბედისწერო ტრიალში დიდი როლი ბავარიელთა ამთავითვე ლეგენდად...
რატომ მხოლოდ 14 თვე?
მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ უპასუხა კითხვას, თუ რატომ დატოვა გერმანული კლუბი მისვლიდან 14 თვის შემდეგ. „ეს ძველი ამბავია. მწვრთნელებმა ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ გარკვეულ იდეას… და კლუბის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვაგვარად საქმე არ გამოვა. ამიტომ, როცა ასე არ ხდება, ჯობს დაშორდეთ. ასე მოხდა იქ. მაგრამ...
ლიოვი მიუნხენში მიდის
„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა გუნდის მწვრთნელად იოაჰიმ ლიოვის შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა. „მის დანიშვნაზე საუბარი არ ყოფილა. მან ნათლად თქვა, რომ არ სურდა ბაიერნში მუშაობა. ჩვენ ვაგრძელებთ მწვრთნელის ძებნას, რომელიც ჩვენს კლუბს მოერგება“. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის „შტუტგარტისა“ და „ბაიერნის“ მატჩისას (3:1) ლიოვი ტრიბუნაზე გამოჩნდა. მანამდე ლიოვმა განაცხადა, რომ მზადაა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს, ოღონდ საინტერესო...









