სოკოლ ჩიკალეში 32 წლის თავდამსხმელია, რომელსაც გუშინ, ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში გოლის გატანის ერთ-ერთი ყველაზე რეალური შესაძლებლობა ჰქონდა. მატჩის შემდეგ თურქული „ქონიასფორის” ფეხბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ეს იყო მატჩი, რომელიც, ვფიქრობ, უნდა მოგვეგო. საქართველოს ნაკრები დაცვაში კარგად დაკომპლექტებული, ტექნიკურად ჩინებული გუნდი იყო. ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ მათზე ზეწოლა ვერ მოგვეწყო. ვრიონის...
ჭდე: ამხანაგური თამაშები
ერიკსენის ზღაპრული დაბრუნება
კრისტიან ერიკსენი შარშანდელი გულის შეტევის შემდეგ სანაკრებო ფეხბურთს დაუბრუნდა და პირველივე შეხებით გოლი გაიტანა. ინგლისური „ბრენტფორდის“ 30 წლის ვარსკვლავი საკლუბო დონეზე იმდენად ეფექტურად ათამაშდა, რომ დანიის ეროვნულ გუნდშიც გამოიძახეს. კაცმა რომ თქვას, დანიელი ვარსკვლავის ამ შეხვედრაში მონაწილეობა კოვიდის გამო მაინც საეჭვო იყო. ავადმყოფობის გამო მან „ლესტერთან“ „ბრენტფორდის“ ბოლო შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ საბედნიეროდ დროულად მოშუშდა და...
ედინ ჯეკო: დღეს ფეხბურთს ყველა თამაშობს
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად მოუგო ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს — 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მატჩის შემდეგ მასპინძელთა კაპიტანმა და ყველაზე სახელოვანმა ფეხბურთელმა, 36 წლის თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ, რომელიც „ინტერში“ თამაშობს ბოსნიურ პრესას ასე უთხრა: „არც კი ვიცი რა ვთქვა. ვფიქრობ, მეტოქემ ჩვენს კართან ერთადერთი რეალური მომენტი შექმნა და გოლი გაგვიტანა....
ყველას ხუთიანი
ბოლო საათებში ინტერნეტ სივრცეში ყველაზე მეტი ნახვა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებს ექნებათ. რატომაც არა – აქამდე ყველასთვის უცნობმა ბიჭებმა ინგლისელ თანატოლებს ამხანაგურ შეხვედრაში 3:2 მოუგეს. ვიცით, რომ ინგლისი არ იყო საუკეთესო შემადგენლობით ჩამოსული. თუმცა, ისიც ვიცით, რომ არც საქართველოს ნაკრები იყო მოედანზე თავისი ლიდერებით, რომლებიც უკვე „დიდ“ ნაკრებში გამოდიან მოწინავე პოზიციებზე. აღსანიშნი უფრო ის არის,...
ერთ შეხვედრაში ორი რეკორდი
კრიშტიანუ რონალდუმ კვლავ რეკორდი დაამყარა. თან ერთი კი არა, ერთბაშად ორი. უფრო ზუსტად, ერთ შეხვედრაში ორი. ეს გახლდათ პორტუგალიისა და ყატარის ნაკრებთა ამხანაგური გაჯიბრება, რომელიც პორტუგალიელების გამარჯვებით დასრულდა — 3:0. ამ თამაშში CR7-მა თავისი ქვეყნის ეროვნული მაისურით 112-ე გოლი გაიტანა და… სანაკრებო თამაშების რაოდენობით გადაასწრო სერხიო რამოსს — ანუ, ახლა, ევროპელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი...
გამანადგურებელი მანშაფტი
იოაჰიმ ლიოვის გერმანია ბოლო საკონტროლო შეხვედრაში ევროპას შემაძრწუნებელი ძალის გუნდად წარმოუდგა. ბუნდესმანშაფტმა ლატვიას 7:1 მოუგო. ლიოვმა 3-4-3 განლაგება აირჩია. მარცხენა ფრთა რობინ გოსენსს ჩააბარა, მარჯვენა — ჯოშუა კიმიხს. ნახევარდაცვის შუაში ტონი კროოსი და ილქაი გუინდოგანი ტრიალებდნენ. გერმანიის ნაკრები ბურთს ლაზათიანად აგორებდა, ლატვია კი დაცვაში იდგა და პერიმეტრის გამაგრებას ცდილობდა. ბალტიისპირელთა წინააღმდეგობამ მე-19 წუთამდე გასტანა. მეცხრამეტეზე...
თამაში, რომელიც არ უნდოდათ
ინგლისის ნაკრებმა ევრო 2020-ის წინ, ბოლო მოსამზადებელი თამაში, რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ნაკრების მიერ სტუმრად (2:1) დამარცხებულ რუმინეთს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი მარკუს რეშფორდმა პენალტით გაიტანა. 23 წლის და 218 დღის რეშფორდი ისტორიის წიგნში შევიდა. ახლა ის არის ინგლისელთა ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი. აქამდე მაიკლ ოუენი იყო, რომელმაც გუნდს პირველად 2003-ში სლოვაკეთთან უკაპიტნა. ორივე რეკორდი მიდლსბროში,...
მწვრთნელი გუნდის ფსიქოლოგიური მომზადების გამო დაისჯება
ახლა გამოძიება იქნება! ირლანდიის ნაკრების მწვრთნელს სტივენ კენის თავისი ფეხბურთელებისთვის ანტიინგლისური ვიდეო უჩვენებია. ეს ამბავი ერთი კვირის წინ მოხდა, როდესაც ინგლისმა და ირლანდიამ „უემბლიზე” ამხანაგური შეხვედრა გამართეს. ინგლისმა 3:0 მოიგო. კენი თამაშის წინ ფეხბურთელების დამუხტვას ცდილობდა, მაგრამ ეტყობა ძველებური აღზრდის კაცია და ვერ გათვალა, რომ თანამედროვე ახალგაზრდებში ანტიინგლისური რიტორიკით შოკს გამოიწვევდა. ასეც მომხდარა, თურმე ფეხბურთელების...
მაღლა-მაღლა რომ დაფრინავ…
პორტუგალიამ ანდორას ამხანაგურ შეხვედრაში 7:0 მოუგო და ეს ამბავი აღსანიშნავი არ იქნებოდა, რომ არა 85-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს თავური გოლი. 35 წლის მეგავარსკვლავი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და სანაკრებო კარიერაში 102-ე გოლი გაიტანა, თუმცა ამჯერად სტატისტიკაზე არ ვამახვილებთ ყურადღებას. მსოფლიო მას-მედიამ ყურადღება მის ნახტომს და ჰაერში „დაკიდებას” მიაქცია, რაც შენელებულ კადრში კიდევ უფრო ეფექტურად გამოჩნდა....
ათი წლის შემდეგ
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალისტებმა, ჰოლანდიამ და ესპანეთმა ამსტერდამში, იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ შეხვედრაში, 1:1 ითამაშეს. 10 წლის წინ, დამატებით დროში, „ლა როხამ” ანდრეს ინიესტას გოლით მოიგო და ჩემპიონი გახდა. ამჯერად, ესპანელთაგან „ბეტისის” შემტევმა ნახევარმცველმა სერხიო კანალესმა გაიტანა. ეს 29 წლის ფეხბურთელის პირველი გოლი გამოდგა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. სულ, წითელი მაისურით მას 6 მატჩში...









