ჭდე: ამხანაგური თამაშები

Home ამხანაგური თამაშები
ხვიჩას პენალტი
ჩანაწერი

ხვიჩას პენალტი

კასტელ დი სანგროში „ნაპოლიმ” მესამე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, „ჟირონას” 3:1 მოუგო. ბოლო გოლი თავისივე მონადირებული თერთმეტმეტრიანით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მატჩის დამთავრების შემდეგ, რადიო Kiss Kiss Napoli-თვის მიცემულ ინტერვიუში ნეაპოლელთა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა: „კვარა დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია. ის ძალიან ტექნიკურია, კაცზე ჯიქურ მიდის, რთული სიტუაციებიდან კარგად ძვრება და მნიშვნელოვან გაგრძელებებსაც პოულობს. მისი ძალა თქვენ...

კრიშტიანუმ ლოყები დაიხოკა
ჩანაწერი

კრიშტიანუმ ლოყები დაიხოკა

კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნება ასეთი გამოვიდა: ის შესვენებისას შეცვალეს, ხოლო მის ნაცვლად შესულმა 20 წლის კოტ დ’ივუარელმა ადამ დიალომ სამ წუთში გოლი გაიტანა. „იუნაიტედისა” და „რაიო ვალეკანოს” ამხანაგური თამაში 1:1 დამთავრდა. 37 წლის ვარსკვლავი მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა სხვა კლუბში გადასულიყო, მანკუნიანელთა წვრთნებს კი ოჯახური პრობლემების მომიზეზებით აცდენდა. საბოლოოდ, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს დაბრუნება...

პორტუგალიელი მეშვიდე ნომერი
ჩანაწერი

პორტუგალიელი მეშვიდე ნომერი

ოსლოში, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ატლეტიკოს” შეხვედრაში გადამწყვეტი სიტყვა მეშვიდე ნომრით მოთამაშე პორტუგალიელმა თქვა, ოღონდ ეს ის პორტუგალიელი არ იყო თქვენ რომ იფიქრეთ. ეს გახლდათ მადრიდელი ჟოაო ფელიქსი, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს გუნდს ამხანაგური თამაშის მეორე ტაიმში გოლი გაუტანა და სეზონისწინა პერიოდის პირველი მარცხი აწვნევინა — 1:0. რაც შეეხება რონალდუს, ის მთელი ზაფხული ცდილობდა სხვაგან გადასვლას, „ოჯახური...

სპალეტის შედეგი იმდენად არ აინტერესებდა
ჩანაწერი

სპალეტის შედეგი იმდენად არ აინტერესებდა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” თურქულ „ადანა დემისფორთან” 2:2 ითამაშა. ნეაპოლელთაგან ორივე გოლი 26 წლის მექსიკელმა თავდამსხმელმა ირვინგ, იმავე ჩაკი ლოსანომ გაიტანა. პირველ შემთხვევაში მას ჩინებული საგოლე პასი მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა კვარაცხელიამ ჩააწოდა. ვინაიდან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხვიჩას თამაშია, აქვე ვთქვათ, რომ მან კიდევ ერთ ეპიზოდში გაიბრწყინა, როდესაც თავისი ფრთიდან მეტოქე მცველების ლაბირინთში გაინავარდა და დაარტყა,...

არ დატოვოთ მეკარე მარტო
ჩანაწერი

არ დატოვოთ მეკარე მარტო

„ვალენსიამ” „შტუტგარტთან” ამხანაგურ შეხვედრაში 2:5 წააგო. ესპანური გუნდის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, მაგრამ ვინც გერმანიაში გამართული ამ ამხანაგური შეხვედრის „სტრიმს” უყურა, დაგვეთანხმება, რომ ეს იყო მოშლილი გუნდის თამაში გაცილებით დალაგებულ მოწინააღმდეგესთან. გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ „ვალენსიას” დაცვა საერთოდ არ ჰყავდა. სურათი ნათელია: კლუბმა თანამდებობიდან გაუშვა ხოსე ბორდალასი, რომელიც „ღამურებს” გასულ სეზონში კონტრშეტევაზე ათამაშებდა....

გიორგი ქოჩორაშვილმა ვულვერჰემპტონს გაუტანა
ჩანაწერი

გიორგი ქოჩორაშვილმა ვულვერჰემპტონს გაუტანა

ესპანურმა plazadeportiva-მ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ქართველი ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს. ქოჩორაშვილის „ლევანტემ” ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 მოუგო ინგლისურ „ვულვერჰემპტონს”. შეცვლაზე შესულმა გიორგიმ დაახლოებით 20 მეტრიდან ეფექტური დარტყმით მეორე გოლი გაიტანა. „ძალიან გახარებულები ვართ ამ შეხვედრაში რომ გავიმარჯვეთ. სეზონის წინ ტაქტიკური საკითხების დამუშავებას ექცევა საგანგებო ყურადღება. წინ მივდივართ ფიზიკური მომზადების თვალსაზრისითაც. „ვულვერჰემპტონი” პრემიერლიგის კლუბია და მასთან...

პირველი გოლი კობამ გაიტანა
ჩანაწერი

პირველი გოლი კობამ გაიტანა

მეორე ამხანაგური შეხვედრა შვეიცარიულ „სენტ გალენთან”, ქალაქ გოსაუში, თავის საზაფხულო ბანაკთან ახლოს, „ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილის გარეშე ჩაატარა. მოღრუბლულ ამინდში ჯენარო გატუზომ განაგრძო „ღამურებისთვის” ახალი იდეების ჩანერგვა. როგორც plazadeportiva წერს, ამჯერად იტალიელმა მწვრთნელმა, სავარაუდოდ, მეორე შემადგენლობა ათამაშა. იმაში, რომ „ვალენსია” „სენტ გალენს” ეგრეთწოდებული B შემადგენლობითაც მოუგებდა, ეჭვი არავის ეპარებოდა. ესპანელებს კარში 75-ე წუთამდე ჰოლანდიელი ჯასპერ სილესენი...

მამარდაშვილის 63
ჩანაწერი

მამარდაშვილის 63

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ავსტრიის ქალაქ ალტახში პირველ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში გერმანულ „დორტმუნდს” 3:1 მოუგო. გიორგი 63-ე წუთამდე მოედანზე იყო და რამდენიმე ეპიზოდში თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. სტატისტიკის თანახმად, ამ შეხვედრაში დორტმუნდელებმა კარში 6-ჯერ დაარტყეს, რომელთაგან ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა, ხუთჯერ კი მას ადგილზე „ღამურების” მეკარე დახვდა. ვალენსიელთა კარზე ძირითადი დატვირთვა პირველ ტაიმში მოდიოდა. ეს იყო...

ლეგენდებმა ბურთი გააგორეს
ჩანაწერი

ლეგენდებმა ბურთი გააგორეს

არ უმართლებს „მანჩესტერ იუნაიტედს” ამ სეზონში და მორჩა! „ოლდ ტრეფორდზე” ლეგენდების მატჩიც კი „ლივერპულის” გამარჯვებით დამთავრდა. ამ შეხვედრაში გამორჩევით ლამაზი გოლი ჩილელმა მარკ გონსალესმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ამ კაცმა „ენფილდზე” მხოლოდ 2006-07 წლების სეზონი გაატარა და პრემიერლიგაში ორად-ორი გოლი შეაგდო, ასე რომ სიტყვა ლეგენდა მასზე ძნელად თუ ითქმის, მაგრამ ფაქტია, რომ მიიწვიეს, ჩავიდა და შეაგდო....

კედელი ვერ გაინგრა
ჩანაწერი

კედელი ვერ გაინგრა

ალბანეთის ნაკრებმა საქართველოსთან შეხვედრა უგოლო ფრედ დაამთავრა. ეს იყო მატჩი, რომელშიც ედი რეიას გუნდისგან მეტ ელოდნენ, — წერს ალბანური საიტი panorama.com.al. ვებ-გვერდი განაგრძობს: „წითელ-შავებისგან” შემტევი ფეხბურთი იყო მოსალოდნელი და დასაწყისში გუნდი მართლაც აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ მეტოქის დაცვაში ნაპრალები ვერ იპოვა. მოწინააღმდეგემ ბროია და მანაი სახიფათო ზონებს გაარიდა. ამიტომ, პირველ ტაიმში ნამდვილი სახიფათო მომენტი მხოლოდ ბოლო...