აქ საკამათო აღარაფერია. „ფრანს ფუტბოლის’’ 69-ე დაჯილდოების ოფიციალურმა მაუწყებელმა „ეკიპმა’’ გამოაქვეყნა გამოკითხვის საბოლოო სია ქულებით და გაირკვა, რომ ოსმან დემბელეს ლამინ იამალისთვის 321 ქულით გაუსწრია. შედარებისთვის: შარშან როდრიმ ვინისიუს ჟუნიორს 41 ქულით აჯობა. საფრანგეთის ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის ვარსკვლავს ფიფას რეიტინგის 100 ტოპ ქვეყნის (საქართველო 68-ე ადგილზეა) 100 ჟურნალისტიდან 73-მა პირველი ადგილი არგუნა. ბარსელონელი...
ჭდე: ფრანს ფუტბოლი
იამალის მამა გამძვინვარდა
2025 წლის „ოქროს ბურთის’’ მფლობელი გახდა ოსმან დემბელე! მას ჯილდო „ფრანს ფუტბოლის’’ დაჯილდოების ცერემონიაზე პარიზში, შატლეს თეატრში ლეგენდარულმა რონალდინიომ გადასცა. 28 წლის დემბელე გახდა მეექვსე ფრანგი ფეხბურთელი ვინც ეს ჯილდო აღმართა. მანამდე იყვნენ: რაიმონდ კოპა (1958), მიშელ პლატინი (1983,1984,1985), ჟან-პიერ პაპენი (1991), ზინედინ ზიდანი (1998) და ქარიმ ბენზემა (2022). 2025 წელი ისტორიული გახლდათ დემბელეს კლუბისთვის...
როგორ ჩარჩნენ პარიზელები მარსელში
„მარსელისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ თამაში გადაიდო. ადგილობრივი პრეფექტურის სამსახურები წინა დღიდან აკვირდებოდნენ საგანგაშო სიგნალებს: ნარინჯისფერი განგაში, ძლიერი წვიმა, მეხი, ქალაქის დატბორვისა და მოულოდნელი ღვარცოფების რისკი. მარსელელები იმედოვნებდნენ, რომ ანდაზისა არ იყოს ისე არიწვიმებდა როგორც ქუხდა და „ველოდრომიც’’ მზად იყო 65 000 მაყურებლის მისაღებად, მაგრამ 14 საათზე, როდესაც პირველმა გულშემატკივრებმა სტადიონის მიდამოებში შეგროვება დაიწყეს, გუნდები კი...
როგორ მალავს ფრანს ფუტბოლი გამარჯვებულის ვინაობას?
ოსმან დემბელე თუ ლამინ იამალი? აშრაფ ჰაკიმი თუ რაფინია? „ოქროს ბურთით’’ დაჯილდოების ცერემონიალზე ორგანიზატორები ინტრიგის შენარჩუნებას ბოლომდე აპირებენ. ვითარება ძირეულად განსხვავდება იმისგან, რასაც საფეხბურთო საზოგადოება ბოლო წლებში მიეჩვია: გამარჯვებულის ვინაობა კი არა, ხანდახან უკვე ქულების მიხედვით დალაგებული ნომინანტთა ოცდაათკაციანი სია ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა ცნობილი. შოუს გადასარჩენად და გამარჯვებულ-დამარცხებულთა ბუნებრივი ემოციების შესანარჩუნებლად „ფრანს ფუტბოლმა’’ გასულ წელს...
რეალი პარიზში არ ჩავა
22 სექტემბერს პარიზში „შატლეს თეატრში’’ „ოქროს ბურთის’’ დაჯილდოება გაიმართება, რომელსაც „რეალის’’ წარმომადგენლები კვლავ არ დაესწრებიან. მოგეხსენებათ, მადრიდელები „ფრანს ფუტბოლის’’ დაჯილდოებაზე არც შარშან მივიდნენ, როდესაც ჯილდო „მანჩესტერ სიტის’’ ესპანელ ნახევარმცველ როდრის გადასცეს. „მარკა’’ წერს, რომ მიზეზი „ლოს ბლანკოსს’’ და ღონისძიების ორგანიზატორებს, „ფრანს ფუტბოლსა’’ და უეფას შორის გაფუჭებული ურთიერთობებია. ერთი წლის წინ „თეთრები’’ განაწყენდნენ როდესაც გაიგეს, რომ...
რატომ დასვა რონალდუმ სიცილის ემოჯი?
კრიშტიანუ რონალდუს კრიტიკა ერგო. ინგლისური „სანი” წერს, რომ ეს გამოიწვია პორტუგალიელის მიერ ერთ-ერთი პოსტის კომენტარად დასმულმა ემოჯიმ. თავად პოსტი ლიონელ მესის მერვე „ოქროს ბურთს” ეხებოდა. განვავრცოთ: მესიმ „ფრანს ფუტბოლის” ოქროს ბურთი კარიერაში მერვედ მოიგო, რონალდუ კი 20 წელიწადში პირველად ნომინანტთა შორისაც ვერ მოხვდა. არადა, უკვე ბევრი წელიწადია, რაც მესისა და რონალდუს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობაზე აქვთ პრეტენზია...
ფრანს ფუტბოლმა ვალენსია შეურაცხყო
ორშაბათს „ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე „რეალის” ბრაზილიელმა გარემარბმა ვინისიუსმა ტრიბუნიდან რასიზმი დაგმო. ამ დროს ეკრანზე ჩანდა ვალენსიაში, „მესტალიაზე” გადაღებული ფოტო, რამაც ესპანური კლუბი აღაშფოთა. ვალენსიელებმა სოციალურ ქსელებში დაუყოვნებლივ გაავრცელეს მესიჯი, სადაც ამ გამოსახულების გამოყენება გააპროტესტეს. მათი მტკიცებით, ის, რაც გასული სეზონის მიწურულს „მესტალიაზე” მოხდა იყო კერძო შემთხვევა, რომელიც კლუბმა დაგმო და დამნაშავეები მაქსიმალურად მკაცრად დასაჯა. ფოტოზე,...
ნაპოლის ისტორიაში ყველაზე მაღალ პოზიციაზე
„ოქროს ბურთის” გამოკითხვაში ვიქტორ ოსიმენი მე-8 ადგილზე გავიდა, რაც თავად ნიგერიელისთვის ხომ უდიდესი მიღწევაა და ასევეა „ნაპოლისთვისაც”. „პარტენოპეელი” ფეხბურთელი „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში ასეთ მაღალ პოზიციაზე არასდროს ყოფილა. გასულ სეზონში ოსიმენმა ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში მოიგო სკუდეტო, ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, 26 გოლით გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი და იტალიის ლიგის საუკეთესო თავდამსხმელადაც დაასახელეს. „აძურის” კიდევ ერთი...
მესის მერვე „ოქროს ბურთი“…
პარიზის თეატრ „შატლში“, „ფრანს ფუტბოლის“ ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. გამოვლინდნენ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში. კაცებში 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა – მან არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მესისთვის ეს კარიერაში მერვე „ოქროს ბურთია“. გამოკითხვაში მეორე ადგილი ერლინგ ჰალანდმა („მანჩესტერ სიტი“) დაიკავა, მესამე – კილიან მბაპემ („პარი სენ-ჟერმენი“),...
კვარა ფრანს ფუტბოლის ათეულში შევა
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში” გადასვლისთანავე ვარსკვლავი გახდა. მან როგორც სერია A-ში ასევე ჩემპიონთა ლიგაში ისეთი ხარისხის ფეხბურთი ითამაშა, რომ „ოქროს ბურთის” კანდიდატთა სიაში შეიყვანეს. გარდა ამისა, კვარამ „პარტენოპეელი” გულშემატკივრების გული მოიგო და ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითად იქცა. spazionapoli.it წერს, რომ ევროპას კვარამანია მოედო და ის, რომ „ფრანს ფუტბოლმა” ქართველი გარემარბი „ოქროს ბურთის” კანდიდატთა შორის ჩაწერა ამის ნათელი...









