1995 წელს ბოსმანის საქმემ ფეხბურთი შეცვალა. მათ უკვე თამამდ შეეძლოთ ახალ კლუბებში გადასულიყვნენ, რითიც საფეხბურთო აგენტებს მეტი ძალა შემატეს. მას შემდეგ 25 წელი გავიდა. ახლა აგენტების სახელები თითქმის ყველამ იცის – მათ აქვთ ძალაუფლება და იმპერია. თუმცა, არის ერთი საფეხბურთო აგენტი, რომელის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. კონსტანტინ დუმიტრასკუს კლიენტები არიან კავანი, მატიჩი, კანტე, ვარანი, ჟირუ,...
ჭდე: ფიფა
ფიფამ 100 მილიონი მოქაფა
ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სასამართლოში უჩივლეს. საქმე ეხება საავტორო უფლებების დარღვევას, რაც პერსპექტივაში სასჯელის სახით ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობას, პატენტების უწყებისთვის კი 100 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებს. ისტორია დასაბამს 2000-იანი წლების გარიჟრაჟზე იღებს, როცა ბრაზილიელმა ჰაინე ალემანიემ არგენტინელ პაბლო სილვასთან ერთად გამოიგონა სპეციალური სპრეი საფეხბურთო არბიტრებისთვის. მოგეხსენებათ, სპრეით არბიტრები სტანდარტული მდგომარეობისას ზუსტ წერტილს მონიშნავენ ხოლმე,...
აჯანყებისთვის კარგი დრო დადგა
ევროპის სუპერლიგის შექმნის გეგმა ხომ გახსოვთ? ბობოლა კლუბთა ზე-ეროვნული ჩემპიონატის იდეა შარშან ფიფამ და უეფამ თითქოს აღგავეს, მაგრამ დღეს, როდესაც covid 19-მა ტრადიციულ საფეხბურთო ბიზნესს ზვავივით გადაუარა, „სეპარატისტებს” ხელახლა გაეხსნათ ხელ-ფეხი. ისინი ამბობენ, რომ ასეთ ხელსაყრელ დროს ვეღარ ნახავენ. შესაძლოა, სუპერლიგის შექმნას ზოგიერთი სუპერკლუბიც ცდილობს, მაგრამ ამ ისტორიაში კლუბები მთავარი მოთამაშეები არ არიან. მათზე მეტად...
ფეხბურთი გაზაფხულიდან შემოდგომამდე
არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში მსოფლიო ფეხბურთში სერიოზული რეფორმა განხორციელდეს. თუმცა, რაღა გამორიცხვაზეა საუბარი, როცა ამის შესახებ ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ მონტალიანი ღიად საუბრობს. საქმე ეხება ევროპული და აფრიკული ფეხბურთის გაზაფხული-შემოდგომის ფორმატზე გადასვლას. კორონავირუსის პანდემიამ წარმოუდგენელი პრობლემები შეუქმნა როგორც ნაციონალურ ჩემპიონატებს, ასევე საერთაშორისო საფეხბურთო კალენდარს. ჯერაც ვერ დაიქოქა ევროპის ქვეყნების გაურკვეველი ვადით გადადებული ჩემპიონატები. წლეულს გასამართმა...
ფეხბურთი კონტაქტური თამაშია
ევროპიდან შეწყვეტილი სეზონის განახლებასთან დაკავშირებით ყოველ დღე ახალი ცნობა მოდის და ხშირად ისინი ერთმანეთს გამორიცხავს. მეტიც, ერთმანეთს გამორიცხავს ერთი და იმავე ქვეყნიდან მოსული ამბებიც. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ საფეხბურთო სამყარო, ისევე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო, დაბნეულია. მაშინ, როდესაც ზოგი ლიგა შეწყვეტილი ჩემპიონატის გასაგრძელებლად ემზადება და გამალებული თარიღებს აზუსტებს, თავად ფიფას სამედიცინო კომიტეტის ბელგიელმა...
უეფა საქართველოში კორონას ებრძვის
რამდენიმე დღის წინ გაცნეთ, რომ ფიფამ მისი წევრი 211 ასიციაციის დასახმარებლად 150 მილიონი დოლარი გამოძებნა და გადაანაწილა. ფიფას უეფამაც მიბაძა, ჯიბეზე ხელი გაიკრა და ერთბაშად 236,5 მილიონი ევრო გამოყო ეროვნული ასოციაციებისთვის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, სხვა 54 ასოციაციის დარად, 4,3 მილიონ ევროს მიიღებს. უეფა პროგრამა „ჰეთ თრიქის“ ფარგლებში ფინანსებს სხვა დროსაც ანაწილებს და ეს ფული ოპერატიული...
ფიფამ წილი საქართველოსაც შეახვედრა
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები აწონ-დაწონა და წევრი ეროვნული ასოციაციებისთვის გასანაწილებლად 150 მილიონი დოლარი გამოძებნა. ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თქმით, ეს ის თანხაა, რომელიც ასოციაციებს პანდემიით გამოწვეული კრიზისული პერიოდის დაძლევაში დაეხმარება. ფიფას წევრი 211 ასოციაციიდან თითოეული 500 ათას დოლარს მიიღებს. ამას გარდა, ფიფა თითოეულს სრულად გაუსტუმრებს არამხოლოდ 2019, არამედ 2020 წელში გადასახდელ თანხებსაც....
ბლატერი ინფანტინოს აფრთხილებს
ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მედიასთან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რასაც მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის პანდემია ფეხბურთს უქმნის. ბლტერის აზრით, შესაძლოა, მისმა მემკვიდრე ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 32-დან 48-მდე გაზარდოს. ეს გარკვეულწილად შეკვეცავს საკვალიფიკაციო ეტაპისთვის საჭირო დროს, რაც დღევანდელ ვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბლატერმა ურჩია ინფანტინოს, არ აჰყვეს ცდუნებას, რადგან ჯერჯერობით ფინალური ეტაპის...
ფიფა ვადებს აუქმებს
უახლოეს 48 საათში ფიფა ოფიციალურად გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო სეზონის უვადოდ გაგრძელების შესახებ. ამის შემდეგ თავად ნაციონალურმა ასოციაციებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის დაასრულებენ ჩემპიონატებს. ამას გარდა, დიდი ალბათობით, გახანგრძლივდება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი, კლუბებს კი უფლება მიეცემათ, ჩემპიონატის დასრულებამდე დროებითი, ე.წ. „საშემსრულებლო“ კონტრაქტები გაუფორმონ ფეხბურთელებს, რომლებსაც ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს ეწურებათ. ჯერჯერობით უცნობია უეფას...
საშინაო გადაიდო, ველით ევროპულს???
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა: 1 აპრილამდე მისი ეგიდით გამართული ყველა ტურნირი შეჩერებულია. გადაწყვეტილება ლოგიკურია და სრულად ჯდება ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო კონტექსტში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფედერაციის გვერდით ვართ, მაგრამ ბელარუსთან სანაკრებო მატჩის ამბავი ისევ ჰაერშია გამოკიდებული. ქართველი ქომაგისთვის, ეს კონკრეტული და მომდევნო კიდევ ერთი მატჩი, რომელიც იმედია იქნება, ალბათ, უფრო მეტია, ვიდრე მთელი გასული 30...









