ხოსეპ გვარდიოლამ ღიად განაცხადა, რომ ზაფხულში “სიტის” რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. “მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენი ფეხბურთელი გუნდში წლობით დარჩენას იმსახურებს. თუმცა, წლიდან წლამდე სიტუაცია იცვლება. ზოგი მათგანი ახერხებს ახალ მოცემულობასთან ადაპტაციას, ზოგი კი ვერა. საქმე მათ ოსტატობაში კი არა, იმის ვერაღქმაშია, რომ ხანდახან შეიძლება სათადარიგოთა სკამზე დარჩენ. ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელისთვისვე უმჯობესია, რომ გუნდიდან წავიდეს” – განაცხადა...
ჭდე: სერხიო აგუერო
პარიზელთა არგენტინული ამბავი
მაურისიო პოჩეტინოს პსჟ-ში ორი თანამემამულის – „სიტის“ სერხიო აგუეროს და „ბარსას“ ლეო მესის ხილვა რომ სურს, უვნე ცნობილი ამბავია. თუმც, ეს იმდენად ძვრადღირებული ოცნებაა, პსჟ-ის ბოსების ჯიბე რომც გაწვდეს, ფეარ-ფლეის პრინციპები დაირღვევა. შესაბამისად, პოჩეტინომ რომელიმე სუპერვარსკვლავზე უარი უნდა თქვას. არგენტინელს ნეიმარი უფრო ეძვირფასება და, შეიძლება, კილიან მბაპე დათმოს. არადა, მბაპემ ამ სეზონის 20 შეხვედრაში 14...
სანამ აგუერო თვითიზოლაციაშია
ინგლისური „სანი” წერს, რომ მისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი „ბარსელონას” სურვილის შესახებ, შეიძინოს სერხიო აგუერო. 32 წლის არგენტინელს, ზაფხულში, „მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტის ვადა ეწურება და შეუძლია ყოველგვარი სატრანსფერო საფასურის გარეშე გადავიდეს მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში. ამ ამბავმა, თურმე „ბარსა” დააინტერესა. კატალონიურ კლუბს იდეა მოუვიდა — მადრიდის „ატლეტიკოს” ყოფილი თავდამსხმელი ესპანეთის ლა ლიგაში დააბრუნოს. ცხადია, ძლიერი ფორვარდის დამატების...
არგენტინელი, მაგრამ მესი არა…
დიდი შანსია, „პარი სენ ჟერმენის” ახალი თავკაცის, მაურისიო პოჩეტინოს პირველი შენაძენი მისი თანამემამულე, არგენტინელი ვარსკვლავი იყოს; ოღონდ, ამჯერად ლეო მესიზე არ არის ლაპარაკი. საქმე ეხება მესის მეგობარს, „მანჩესტერ სიტის” 32 წლის ფორვარდ სერხიო „კუნ” აგუეროს. ეს ამბავი ფეხბურთელის ფრანგმა აგენტმა ბრუნო სატინიმ თქვა. ის ტელეკომპანია Canal + -ის ღამის საფეხბურთო შოუში იყო სტუმრად. „მანჩესტერ სიტისთან”...
აგუერო იუნაიტედს სკამიდანაც შეაშინებს
ხვალ, მანჩესტერული დერბია — „იუნაიტედი” „სიტის” მასპინძლობს და ვეტერანი ჯოლიონ ლესკოტი, რომელიც 2009-14 წლებში „ქალაქელი” იყო, ამბობს, რომ მისი ყოფილი გუნდის სათადარიგოთა სკამზე კუნ აგუეროს გამოჩენა „იუნაიტედს” დააფრთხობს. „სიტის” რეკორდსმენმა ბომბარდირმა ტრავმა მოიშუშა და მოედანს ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, „მარსელთან” დაუბრუნდა. ის მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა და 11 წუთში დაბრუნება გოლით აღნიშნა. მანჩესტერელებმა ფრანგულ კლუბს...
ჰოლანდმა, შვიდი უკეთესიაო
„დორტმუნდის“ ნორვეგიელ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდს მის ამპლუაში საუკეთესოების შესახებ დაუსვეს კითხვა. 20 წლის ნორვეგიელმა, რომელმაც ბუნდესლიგის სასტარო ორ ტურში ორი გოლის გატანა უკვე მოასწრო, ერთი ამოსუნთქვით ჩამოთვალა ფორვარდები, რომლებიც მასზე უმჯობესნი არიან. ჰილანდის რჩეულთა შორის მოხვდნენ: კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი), სერხიო აგუერო (სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), პიერ-ემერიკ ობემეიანგი (არსენალი), ტიმო ვერნერი (ჩელსი) და...
ლეოს 22 აცილებული
პენალტის შესრულებას, ბუნებრივია, ოსტატობა სჭირდება, მაგრამ პირისპირ დარჩენის შემდეგ დამრტყმელის შანსი მეკარისაზე გაცილებით მაღალია. ამის მიუხედავად, პენალტები სუპერვარსკვლავებსაც უფუჭდებათ. ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა დათვალეს, ევროპის ტოპ-5 ლიგაში ვინ გააცუდა ყველაზე მეტჯერ 11-მეტრიანი დარტყმა XXI საუკუნეში. იცით ვინ არის ანტილიდერი? ლეო მესი! თურმე არგენტინელს ჯამში 22 პენალტი გაუცუდდა. მეორე-მესამე ადგილებს კრიშტიანუ რონალდუ და ფრანჩესკო ტოტი იყოფენ –...
ასიანი ჯეიმი ვარდი
ასეთი რამ მილიონი ვარიანტიდან ერთხელ ხდება. ჯეიმი ვარდიმ ინგლისურ პრემიერლიგაში მეასე გოლი გატანა, რაც თავისთავად უნიკალური შედეგია, მაგრამ მომენტის სიდიადე სრულად რომ აღიქვათ, მცირეოდენ ინფორმაციას მოგაწვდით. დირკ კუიტმა ექვსი წელიწადი იბურთავა პრემიერლიგაში, „ლივერპულის“ ფანებში კეთილი მოგონებებიც დატოვა, მაგრამ სულ 51 გოლი მიითვალა; „მანჩესტერის“ დღევანდელმა დამრიგებელმა ოლე გუნარ სულშერმა 11 წლის განმავლობაში სულ 91-ჯერ გამოიჩინა თავი;...
აგუეროს ოპერაცია დასჭირდება
„მანჩესტერ სიტის“ მთავარშემტევის, სერხიო აგუეროს მამამ, ლიონელ დელ კასტილიომ, თქვა, რომ მის შვილს მენისკი აწუხებს და სავარაუდოდ, ოპერაცია დასჭირდება. „სერხიოს ვესაუბრე. მას მუხლის ტრავმა აქვს, სავარაუდოდ მენისკი. შემოწმებას ჩაუტარებენ და დაადგენენ, რამდენად მძიმეა დაზიანება. ვფიქრობ, კვირის ბოლოს ბარსელონაში გაუკეთებენ ოპერაციას. ასეთი პრაქტიკა ერთხელ უკვე იყო,“ – უთხრა აგუეროს მამამ მედიას. სერხიო ორშაბათს, პრემიერლიგის 30-ე ტურის...
ინტერს უეფა სასჯელით ეხმარება
ლაუტარო მარტინესის წასვლა მილანის „ინტერიდან“ სერიოზული დანაკლისი იქნება. არადა, ეს თითქმის გადაწყვეტილი ამბავია – არგენტინელი ბარსელონასკენ მიიჩქარის. ამიტომაც „ნერაძურის“ ხელმძღვანელობა მის შემცვლელს აქტიურად ეძებს. ერთ-ერთი კი ასევე არგენტინელი სერხიო აგუეროა, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავს. ეს ტრანსფერი „ინტერისთვის“ მიუწვდომელი არ უნდა იყოს, მით უფრო, რომ აგუეროს ევროტურნირებზე თამაშის შანსი ამ ეტაპზე დაკარგული აქვს – „ქალაქელებს“...








