„ბარსელონამ“ „ალავესს“ უმასპინძლა და ერთ ქულაზე მეტის მოპოვება ვერ შეძლო. შეხვედრა დამთავრდა 1:1. თუ კატალონიელთა მომავალი მწვრთნელი ჩავი თამაშს უყურებდა, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა, რომ მას დიდ პრობლემებთან მოუწევს შეჭიდება. რასაკვირველია, იყო დადებითი მომენტებიც, მაგალითად ყმაწვილკაცების გავისა და ნიკოს ეპიზოდური გაბრწყინებები, მაგრამ საბოლოოდ, „კამპ ნოუზე“ მისული 39 737 მაყურებელი კვლავ მოღუშული წავიდა შინ. „ალავესთან“ შეხვედრაში „ბარსას“ დროებითი...
ჭდე: სერხიო აგუერო
სიტი ლეგენდებს ძეგლებს უდგამს
„მანჩესტერ სიტიმ“ ტრადიციად დაამკვიდრა „ეტიჰად სტედიუმზე“ იმ ფეხბურთელების ძეგლებს დადგმა, ვინც კლუბის ისტორიაში გამორჩეული როლი ითამაშა. ვინსენტ კომპანი, დავიდ სილვა და სერხიო აგუერო – ეს სამეული კლუბის ლეგენდებად უკვე შერაცხეს. კომპანისა და სილვას ძეგლებს უკვე ამ კვირაში, „არსენალთან“ მატჩამდე გახსნიან, აგუეროსთვის მსგავსი პატივის მიგება კი 2022 წელს არის დაგეგმილი.
კუმანი ცივი უარით გამოისტუმრეს
კატალონიური გამოცემა „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ დირექტორატი ძირითადად გამოუსადეგარი ფეხბურთელების თავიდან მოშორებით არის დაკავებული. კლუბი ცდილობს ისინი გაყიდოს, რათა ჯერ ერთი სახელფასო ფონდი შეამციროს და მეორეც, იშოვოს თანხა რამდენიმე ახალწვეულის რეგისტრაციისთვის. „ბარსა“ ახალ სეზონს კვირას, „რეალ სოსიედადთან“ თამაშით იწყებს. გუნდის ჰოლანდიელი მწვრთნელი რონალდ კუმანი კი ორ ახალ ფეხბურთელს ითხოვს. ის რთულ მდგომარეობაშია, ლეო მესი წავიდა,...
ჩვენ ერთად…
„ბარსელონას” ახალწვეული სერხიო აგუერო ამბობს, რომ მისთვის ლეო მესის მხარდამხარ თამაში ახდენილი ოცნებაა. „ჩვენ, რასაკვირველია, ვოცნებობთ, რომ ერთად გვათამაშებენ. მოედანზე მის გვარდით ყოფნა დიდი სიამოვნებაა. თუ ის აქ დარჩება — და მგონია, რომ ასეც მოხდება — საქმეში მთელს გულს ჩავდებთ და ყველა ღონეს ვიხმართ, დიდი ჯილდოები რომ მოვიგოთ. ჩემი აზრით „ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და...
აგუერო სიტის გამოეთხოვა
„მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში პრემიერლიგური კარიერის უკანასკნელი მატჩის წინ სერხიო აგუეროს საპატიო დერეფანი მოუწყვეს, რაც ქვემოთ, ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ. 65-ე წუთზე კი არგენტინელი ვეტერანი მოედანზე შევიდა და ორი გოლი გაიტანა. მისმა „სიტიმ” „ევერტონს” 5:0 მოუგო. ათწლიანი ერთგულების შემდეგ, 32 წლის თავდამსხმელმა „ეტიჰედ სთედიუმი” დატოვა. ამ ხნის განმავლობაში, აგუერომ „ქალაქელებს” ინგლისის ჩემპიონის ხუთი ტიტული მოაგებინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია...
აგუეროოოოოჰ!
მოკლედ ასეა: „მანჩესტერ სიტის” გუშინ შეეძლო პრემიერლიგის ჩემპიონი გამხდარიყო; უგებდა კიდეც „ჩელსის” რაჰიმ სტერლინგის გოლით, ხოლო, როდესაც მსაჯმა მიიჩნია, რომ სტუმართა საჯარიმოში ბილი გილმორმა გაბრიელ ჟესუსი წააქცია და პენალტი დანიშნა, უპირატესობის ორამდე გაზრდაც შეეძლო, მაგრამ… „ქალაქელთა” ლეგენდად მიჩნეულმა სერხიო აგუერომ პანენკას სტილში მოინდომა პენალტის დარტყმა და ეს ისე ცუდად გააკეთა, რომ ლონდონელთა მეკარემ ედუარ მენდიმ...
აგუერო იტალიაში მიდის
მართალია, ამ სეზონში ტრავმებმა გატანჯა და მოედანზე იშვიათად გადიოდა, მაგრამ 32 წლის სერხიო აგუეროს ჩამოწერა მაინც ძალიან ადრეა. როგორც კი „სიტიმ“ გამოაცხადა, რომ მასთან კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებს, ევროპის რამდენიმე ბობოლა კლუბი დაფაცურდა: „ინტერი“, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“. შეგახსენებთ, სერხიო რა კაცია. სერხიო ის კაცია, გოლებს რომ თლის და გუნდი ჩემპიონობამდე მიჰყავს. კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს...
შესანიშნავი შვიდეული კეინიდან შირერამდე
პრემიერლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში „ევერტონთან“ (2:2) „ტოტენჰემის“ ლიდერმა ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა. ეს პრემიერლიგაში მისი 163-ე და 164-ე გოლები იყო. მან უკან მოიტოვა „ტოტენჰემის“ ყოფილი ფორვარდი ჯერმეინ დეფო (162), ასევე „ლივერპულისა“ და „სიტის“ ბომბარდირი რობი ფაულერი (163). ყველა დროის ხუთეულში შესასვლელად ჰარის კიდევ 13 გოლი სჭირდება. მასზე წინ ტიერი ანრი (175) და ფრენკ ლემპარდი (177)...
გადავიდეს კონკურენტ გუნდში, პრობლემა არ არის…
პეპ გვარდიოლა წინააღმდეგი არ იქნება, თუკი სერხიო აგუერო მომდევნო სეზონში პრემიერლიგაში დარჩება და „მანჩესტერ სიტის” რომელიმე მეტოქის ფორმას მოირგებს. „სანმა” შეიტყო, რომ „ქალაქელების” ლეგენდას ინგლისიდან წასვლა არ უნდა. ის 32 წლის არის და მაისში „ეტიჰედზე” გამოსვლას ამთავრებს. რომელ კლუბებს უნდათ კუნ აგუეროს ყიდვა? უპირველეს ყოვლისა ლაპარაკობენ „ჩელსიზე”, შემდეგ კი ახსენებენ „ტოტენჰემს”, „მანჩესტერ იუნაიტედს” და „სიტის”...
აგუერო ძეგლად გადაიქცევა
ეს უკვე ოფიციალურია: სეზონის ბოლოს სერხიო აგუერო „მანჩესტერ სიტიდან” მიდის. 32 წლის არგენტინელი „ქალაქელთა” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია — 384 შეხვედრაში 257 გოლი გაიტანა. აგუერო „სიტიში” 2011 წელს „ატლეტიკოდან” გადავიდა. მანჩესტერელებმა მადრიდელებს თავდამსხმელში 35 მილიონი გირვანქა გადაუხადეს და მისი დახმარებით ბევრი ტიტული მოიპოვეს, მათ შორის ოთხჯერ გახდნენ პრემიერლიგის ჩემპიონები. ახლა კი „ეტიჰედ სთედიუმზე” ახალი ერა...









