ბევრ ევროპულ ქვეყანაში ჩემპიონატი განახლდა. მართალია, ჯერ უმაყურებლოდ, მაგრამ გულშემატკივარს იმედი აქვთ, მალე დაუბრუნდებიან ტრიბუნებს, თუმც, აგერ, ჩეხეთში „პრჟიბრჟამი“ – „სლავიას“ (0:1) შეხვედრას ის 300 მაყურებელი ესწრებოდა, რომელებიც აბონემენტბით სარგებლობენ. გულშემატკივარი მთელი მატჩის განმავლობაში ემოციურად უჭერდნენ მხარს საკუთარ გუნდს, რომელიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ევროპის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება ტრიბუნებზე მაყურებლების დასწრება და ალბათ, საინტერესო უნდა...
ჭდე: სერია A
20 ივნისს იტალია განაახლებს
იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ გამოაცხადა, რომ სერია A-ს შეწყვეტილი ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება. იტალიის უმაღლესი ლიგის გუნდებმა ამ კვირაში ვარჯიშები განაახლეს. მანამდე ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით ხელმძღვანელობდნენ. სერია A-ში ბოლო თამაში იყო „სასუოლო” – „ბრეშა”, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. ეს გახლდათ 9 მარტს. მოგეხსენებათ, იტალია გახლავთ ქვეყანა, რომელიც კორონავირუსმა ძალიან დააზარალა და შესაბამისად იყო პირველი,...
ჰენრიხს რომიდან წასვლა არ უნდა
„დორტმუნდის” ყოფილი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი, რომელიც იურგენ კლოპის ხელში შესანიშნავად თამაშობდა, „არსენალმა” იჯარის წესით „რომაში” გაუშვა. რომაელებმა ერთი წლის ფული, 3 მილიონი ევრო, უკვე გადარიცხეს ლონდონში. მხითარიანმაც გაუმართლა — ტრავმების მიუხედავად, 13 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გადააწოდა. დღეს, სომეხი ფეხბურთელი, როგორც ყველა იტალიაში, სერია A-ს განახლებას ელოდება და, სანამ იტალიელები covid...
იტალიამ 13 ჩაიფიქრა
სერია A-ს ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ შეწვეტილი სეზონის განახლება 13 ივნისისთვის იგეგმება. ყველა საორგანიზაციო სამუშაო ამ თარიღზე აიღებს ორიენტაციას, მაგრამ ყველაფერს მაინც ივნისის დასაწყისში ქვეყანაში არსებული ვითარება გადაწყვეტს. იტალიის სპორტის მინისტრი სანდრა ზამპა ჩემპიონატის განახლებას ემხრობა, თუმცა საფეხბურთო საზოგადოებას აფრთხილებს: „საკმარისია, ერთი ფეხბურთელი მაინც დავირუსდეს და ჩემპიონატი დაუყოვნებლივ შეწყდება“. საკმაოდ მკაცრია სერიას სამედიცინო პროტოკოლიც....
აღარ გვინდა ფეხბურთი…
ფეხბურთი უქომაგოდ ცუდი სანახავია, მაგრამ უარესი საერთოდ უფეხბურთოდ ცხოვრებაა, თუმცა ეს არ ადარდებთ კლუბების ულტრასულ დაჯგუფებებს… ევროპაში კი ასეთი დაჯგუფებები გაერთიანდნენ, რომ ჩემპიონატები აღარ განახლდეს. მიმართვას ხელი 400-ზე მეტმა გაერთიანებამ მოაწერა. ესენი ძირითადად იტალიელი ტიფოზები არიან, მათ კი მხარი აუბეს ესპანელებმა, გერმანელებმა, ბელგიელებმა… „მთელი ევროპა კორონავირუსის გავლენის ქვეშ არის მოქცეული, რომელსაც ადამიანებისგან მიაქვს უმთავრესი რამ...
იტალიაში ვარჯიშს იწყებენ, გერმანიაში თასს დაამთავრებენ
ევროპას ნელ-ნელა ფეხბურთი უბრუნდება. იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 18 მაისიდან გუნდური ვარჯიშები განახლდება. სამედიცინო პროტოკოლის გათვალისწინებით, შესაძლოა, რამდენიმე უმნიშვნელო ცვლილება შევიდეს. როგორც ცნობილია, რამდენიმე გუნდმა უკვე დაიწყო ვარჯიში, მაგრამ სოციალური დისტანციით. გერმანიის ფეხბურთის კავშირმა კი დარჩენილი სათასო მატჩების კალენდარიც გამოაქვეყნა. ნახევარფინალები 9 და 10 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალი – 4 ივლისს. მესამე ლიგა 26 მაისს განახლდება,...
სერია A იწყებს
დღეს გაიმართა იტალიის საფეხბურთო ლიგის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელსაც ტელეტრანსლაციების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა განეხილა. იტალიის საფეხბურთო ელიტის ოცივე წარმომადგენელმა ერთხმად დაუჭირა მხარი შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლებას. რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 4 მაისიდან საკარანტინო ზომების შემსუბუქების შესახებ. სწორედ 4 მაისიდან გადავლენ გუნდები ინდივიდუალური მზადების რეჟიმზე, 18 მაისიდან კი კოლექტიური ვარჯიშებიც დაიწყება. პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება...
იტალიელების დაკარგული სამოთხე
რამდენიმე თვემ და გაურკვეველმა მომავალმა ერთი ხელის მოსმით დაანგრია ის, რასაც იტალიის საფეხბურთო საზოგადოება ათწლეულობით აშენებდა. როგორ გინდა, პანდემიისგან ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში სანახაობაზე იფიქრო, მაგრამ თუ ჩემპიონატი არ განახლდა, იტალიური ფეხბურთი 800 მილიონ ევროს იზარალებს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინიმ ამ საკითხთან მაქსიმალური პირდაპირობით ბრძანა: „საყოველთაო ინტერესებს ვიცავ და ამიტომ უარს ვამბობ...
რაში მიბაძავს პრემიერლიგა სერია A-ს?
პრემიერლიგა სერია A-ს გეგმას სწავლობს და დიდი შანსია ინგლისშიც იგივე გაიმეოროს, რასაც იტალიაში აპირებენ: 2020 წელს ყველა საფეხბურთო მატჩის გამართვას მაყურებლის გარეშე ფიქრობენ. COVID 19-ის პანდემიამ იტალია მეტისმეტად დააზარალა. ქვეყანაში 9 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა, რომელიც სულ მცირე 3 მაისამდე გაგრძელდება. ინგლისურმა „დეილი მირორმა” კი გაასაჯაროვა იტალიის ხელისუფლებიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რომ 2021 წლამდე საფეხბურთო მატჩებს მაყურებელი...
იტალია 3 მაისს შენატრის
კორონავირუსმა ევროპულ ფეხბურთში ისე არია საქმეები, რომ გაუგებარია ვინ რას ამბობს და რას გეგმავს. იტალია, მოგეხსენებათ, ახალმა დაავადებამ ყველაზე მეტად დაჩაგრა. იმ მომენტისთვის, როდესაც ამ ცნობას ვწერთ, აპენინებზე 27 980 ადამიანია ავად. როგორც ცნობილია, სერია A-ს შეფებმა ჩემპიონატი 3 აპრილამდე შეაჩერეს, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ COVID 19 ასე მალე ვერ აილაგმება და რომშიც...








