კრიშტიანუ რონალდუმ იხუმრა: „იუვენტუსისა” და „ინტერის” შეხვედრის წინ, სტადიონზე, ავტობუსიდან ჩამოსულმა, წარმოსახვით ფანებს ხელი ხელს დაუკრა (იხ. ვიდეო). მოგეხსენებათ, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში იტალიაში სერია A-ს შეხვედრები დახურულ კარს მიღმა ტარდება. თამაშებზე ხალხს არ უშვებენ. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის ოინები ამით არ დასრულებულა. მოედანზე გასვლის შემდეგ ის ოთხივე ტრიბუნისკენ მიტრილდა და ტაში დაუკრა. რა იყო ეს?...
ჭდე: სერია A
უშნო ხუმრობა
პოპულარული იტალიური გამოცემა Corriere delo sport სკანდალში გაეხვა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი, გავრცელებული და კითხვადი სპორტული გაზეთი შეეცადა კრეატიულ-ორიგინალური ყოფილიყო და საპირველგვერდო სათაურით ბევრი გაანაწყენა. არა გვგონია ჩვენი იტალიელი კოლეგების ჩანაფიქრი ბოროტი ყოფილიყო, მაგრამ უნებლიედ, უშნო ხუმრობა კი გამოუვიდათ. საქმე, სერია A-ს მეთხუთმეტე ტურის ანონსს ეხება, რომლის ცენტრალური მატჩიც „სან სიროზე“ გაიმართება და „ინტერი“ „რომას“...
რონალდუ აღარც სწრაფია და აღარც დინამიკური
„იუვენტუსმა” „მილანს” 1:0 მოუგო. გოლი 77-ე წუთზე პაოლო დიბალამ გაიტანა. დიბალა მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა. მან კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რონალდუ შეცვლამ გააღიზიანა. მან მწვრთნელს მაურიციო სარის ცივად ჩაუარა და უკმაყოფილო შევიდა გასახდელში. ამბობენ, მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშის დამთავრებას აღარც კი დაელოდაო. 34 წლის ვარსკვლავის ასეთმა ქცევამ ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო...
რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთო
იტალიაში უკანონობის წინააღმდეგ მასშტაბური ბრძოლა გაჩაღდა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მძღოლების მიერ მოძრაობის წესების დარღვევას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობას ან დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევას არ ვგულისხმობთ. საქმე ფეხბურთს ეხება და ერთი ძველი, გენიალური ქართული მხატვრული ფილმისა არ იყოს, უამრავ გულშემატკივარს უთხრეს რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთო. არადა, იტალიაში ფეხბურთი რომ სიგიჟემდე უყვართ და ლამისაა რელიგიის...
გაიძვერა
გახსოვთ „ბრეშა“? 90-იან წლებში ძალიან საინტერესო გუნდი იყო. იქ თამაშობდნენ გეორგე ჰაჯი, ანდრეა პირლო, პეპ გვარდიოლა, ლუიჯი დი ბიაჯო, ლუკა ტონი და რაც მთავარია, გენიალური რობერტო ბაჯო. „ბრეშას“ არასოდეს მოუგია ტიტულები, მაგრამ ყოველთვის თავისებური, ქარიზმატული გუნდი გახლდათ. ჩამოთვლილთა გარდა, „ბრეშამ“ საფეხბურთო სამყაროს მისცა ისეთი სკანდალური ფიგურა, როგორიც დარიო ჰიუბნერი იყო. მუდამ სკანდალებში გახვეული, კარიერაში 10-ჯერ...
ოჯახი არ შედგა!
სეზონი მიილია. იტალიურ ტურინში „იუვენტუსის“ მორიგი სკუდეტო თითქოს ცალყბად აღნიშნეს. თუნდაც შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მდევარმა „ნაპოლიმ“ ვერ ივარგა და „ბებერი სინიორას“ უპირატესობა მოსაწყენად კატასტროფული იყო. წარუმატებლად დასრულდა „იუვეს“ მორიგი საჩემპიონთალიგო ლაშქრობაც. არადა, ხომ გახსოვთ, როგორი ეიფორია მოჰყვა გასულ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუს გადაბარგებას ტურინში? სუპერმეგოლის გამოჩენით სარგებელს ერთი კონკრეტული კლუბი კი არა, მთელი ლიგა გამოელოდა. მოვიდა...
ოსპინამ გონება დაკარგა
„ნაპოლის” კოლუმბიელმა მეკარემ დავიდ ოსპინამ „უდინეზესთან” შეხვედრის დროს გონება დაკარგა და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. 30 წლის გოლკიპერი „არსენალს” ეკუთვნის, იტალიაში კი იჯარით თამაშობს. მსაჯმა თამაში პირველი ტაიმის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე შეაჩერა, როდესაც „ნაპოლის” საჯარიმოსთან შეჯგუფულმა ფეხბურთელებმა ანიშნეს, რომ მეკარე წაიქცა და სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. ოსპინას კოლაპსის მიზეზი სავარაუდოდ, ცოტა ხნით ადრე „უდინეზეს” თავდამსხმელ იგნასიო...
საახალწლო ბომბარდირი
„კრიშტიანუ რონალდუს გაჩერება შეუძლებელია”, — წერს „გაძეტა დელო სპორტი”. „იუვენტუსის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა „სამპდორიას” ორი გოლი გაუტანა (2:1) და ბომბარდირთა დავაში საახალწლოდ პირველ ადგილზე გადავიდა. ახლა მას 14 გოლი აქვს გატანილი, აქედან 4 პენალტით. მეორე ადგილზე სწორედ „სამპდორიას” პოლონელი ფორვარდი კშიშტოფ პიატეკი მოდის. მას ერთი გოლით ნაკრები აქვს გატანილი, რომელთაგან ორი პენალტია. გაზეთი შეგვახსენებს, რომ მსოფლიოს...
ორი გოლი და ერთი ფურთხი
320 უგოლო წუთის შემდეგ, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის” შემადგენლობაში თავისი პირველი… და მეორე გოლები გაიტანა. ეს მოხდა „სასუოლოსთან” შეხვედრაში”, რომელიც „ბებერმა ქალბატონმა” 2:1 მოიგო. პრესა წერს, რომ რონალდუმ სწორედაც რომ დროულად დაიწყო გოლების გატანა — ჩემპიონთა ლიგის წინ. ოთხშაბათს, „იუვე” ვალენსიაში თამაშობს. თუმცა, ტურინელი გულშემატკივრისთვის ასე სასიხარულო თამაში „შახტარისა” და „ბაიერნის” ყოფილმა...
ძირს ქალები!
„ლაციოს” ულტრასებმა გამოაცხადეს, რომ „სტადიო ოლიმპიკოს” საკრალურ ადგილებზე ქალებს დასხდომა ეკრძალებათ. მათ „ნაპოლისთან” პირველი ტურის შეხვედრის წინ ასეთი შინაარსის განცხადება გამოაკრეს: „ქალები, ცოლები და მეგობარი გოგოები „კურვა ნორდის” პირველ ათ რიგში არ დაიშვებიან”. „ლაციომ” „ნაპოლისთან” 1:2 წააგო. ფლაერზე კი ეწერა: „კურვა ნორდი ჩვენთვის წმინდა ადგილია. ეს ის გარემოა, სადაც ყველამ უნდა დაიცვას ქცევის საგანგებო კოდექსი....







