ჭდე: საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები

Home საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
ზუროსის 12…
ჩანაწერი

ზუროსის 12…

25 აგვისტოდან სტარტს აიღებს კალათბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრები. ქართველი კალათბურთელები პირველ მატჩს 26 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე კაბო ვერდეს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების საბოლოო, 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა: 4. რატი ანდრონიკაშვილი 5. სანდრო მამუკელაშვილი 6. კახაბერ ჯინჭარაძე 7. ლუკა ლიკლიკაძე...

თბილისის თასი თბილისში დარჩა…
ჩანაწერი

თბილისის თასი თბილისში დარჩა…

თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო 84:79 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. იყო ბევრი შეცდომა, განსაკუთრებით ცუდად გამოვიყურებოდით საკუთარ ფარზე, რომელზეც მეტოქემ ბურთი 20-ჯერ მოგვიხსნა. ამდენივე დაკარგვა გვქონდა. თუმცა, კარგად გამოვიყურებოდით გუნდურად და 23 პასიც ამის მაჩვენებელია. მონტენეგროელებს ვაჯობეთ სროლის პროცენტული მაჩვენებლითაც და ძირითადად, ამის ხარჯზე მოვიგეთ. თამაში, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უმეტესად წინ...

ლატვიამ დაგვაფიქრა
ჩანაწერი

ლატვიამ დაგვაფიქრა

მსოფლიო ჩემპიონატის მზადების ფარგლებში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი საკონტროლო მატჩი ლატვიაში ჩაატარა და იქაურ ნაკრებთან 25 ქულით განადგურდა – 57:82. ჩვენი გუნდი მხოლოდ დასაწყისში იყო წინ, როდესაც 4-5 ქულით იგებდა, ხოლო მეოთხედში მხოლოდ 20:19 იმარჯვა. ამის შემდეგ ბალტიისპირელებმა ალღო აუღეს ილიას ზუროსის გუნდის თამაშს. ლატვიელებს ყველაფერი გამოდიოდათ – სწრაფი თუ პოზიციური შეტევა. სროლები პერიმეტრიდან თუ...

საქართველო ეგვიპტესთან დახურულად დამარცხდა
ჩანაწერი

საქართველო ეგვიპტესთან დახურულად დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის იტალიის ქალაქ ტრევიზოში ემზადება. ილიას ზუორსის გუნდმა ამხანაგური მატჩი ეგვიპტესთან გამართა. ადრევე ცნობილი იყო, რომ შეხვედრა დახურული იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ ის ვიცით, რომ პირველი ტაიმი ფრედ, 43:43 დასრულდა, ხოლო თამაში აფრიკელებმა 81:76 მოიგეს. ერთადერთი კიდევ ის ვიცით, რომ არ უთამაშია თორნიკე შენგელიას – სხვა ყველა ლიდერი მოედანზე იყო....

ფიბა-მ საათები ჩამოწერა…
ჩანაწერი

ფიბა-მ საათები ჩამოწერა…

25 აგვისტოდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მისთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვება. ქართველი ქალათბურთელები F ჯგუფში მოხვდნენ და იაპონიაში ითამაშებენ. ტურნირის დაწყებამდე 100 დღით ადრე ფიბა-მ მატჩების დაწყების დრო დაადგინა. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას კაბო-ვერდეს ნაკრებთნ თბილისის დროით 12:00 საათზე გამართავს, მეორე შეხვედრა სლოვენიასთან 15:30 საათზეა, ხოლო მესამე, ვენესუელასთან  – ისევ 12:00-ზე დაიწყება. შეგახსენებთ, რვა ჯგუფის საუკეთესო...

კალენდარიც მზადაა: დებიუტი კაპო ვერდესთან…
ჩანაწერი

კალენდარიც მზადაა: დებიუტი კაპო ვერდესთან…

მანილაში გამართულმა წილისყრამ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები გამოავლინა. ჩვენი გუნდი იაპონიაში სლოვენიასთან, ვენესუელასა და კაბო ვერდესთან ითამაშებს. წილისყრის შემდეგ ქვეჯგუფის კალენდარიც შედგა და გაირკვა საქართველოს ნაკრების თამაშების თარიღები. სადებიუტო შეხვედრას ჩვენი ნაკრები კაპო ვერდესთან მატჩით გახსნის. 26 აგვისტო კაპო ვერდე – საქართველო სლოვენია – ვენესუელა 28 აგვისტო საქართველო – სლოვენია ვენესუელა...

ზუროსი: გვინდა, საქართველომ იამაყოს…
ჩანაწერი

ზუროსი: გვინდა, საქართველომ იამაყოს…

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულმა წილისყრამ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს საკალთბურთო ნაკრების ნეტოქქბი გამოავლინა. ჩვენი გუნდუი ჯგუფში სლოვენიას, კაბო ვერდესა და ვენესუელას დაუპირისპირდება. წილისყრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა: „შესარჩევი ეტაპის დასრულებისასაც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ – საქართველოს ნაკრებისთვის ამ მსოფლიო ჩემპიონატს დიდი მნიშვნელობა აქვს – ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიოზე....

ისლანდიაში კაპიტანსაც ელოდებიან…
ჩანაწერი

ისლანდიაში კაპიტანსაც ელოდებიან…

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 11 და 14 ნოემბერს ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელის – სტუმრად ისლანდიაში და შინ იტალიასთან. მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა ევრობასკეტის შემდეგ, ცხადია, ცვლილებები იქნება. ნაკრებს ვერ დაეხმარებიან NBA-ში მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე. როგორც წესი, შესარჩევებს ვერც ევროლიგელები თამაშობენ, ამ ზაფხულს საქართველოს ნაკრების...

საქართველოს მსოფლიო კალენდარი დაულაგეს
ჩანაწერი

საქართველოს მსოფლიო კალენდარი დაულაგეს

კალათბურთში მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდა. ბოლო მატჩი რიგაში გაიმართა, სადაც უკრაინის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა. ლატვიის დედაქალაქში დაძაბული მატჩი გამოდგა და ესპანელებმა ნომინალურ მასპინძლებს 77:76 მოუგეს. შედეგად ყველაფერი დალაგდა. გაირკვა ის, თუ როგორი ბალანსით გადავიდნენ გუნდები მეორე ეტაპზე, ვინ ვის, სად და როდის შეხვდება. ცხადია, ჩვენ უფრო საქართველოს ნაკრები გვაინტერესებს… ილიას ზუროსის გუნდი...

ზუროსს აკროპოლისს მედალი ურჩევნია
ჩანაწერი

ზუროსს აკროპოლისს მედალი ურჩევნია

1 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში უკრაინას რიგაში ეთამაშება, ხოლო 4 ივლისს, შინ, ახალ არენაზე, ესპანეთს დაუხვდება. თუმცა, მარტო ეს არ არის ილიას ზუროსის გუნდის უახლოელი გეგმები: პირველი შესარჩევი ეტაპის გარდა, ნაკრებს აგვისტოში მეორე რაუნდიც უწევს, ხოლო შემდეგ ევროპის ჩემპიონატია, რომლის ერთ-ერთი თანამასპინძელიც საქართველო გახლავთ. გუნდმა უკვე დაიწყო მზადება მოახლოებული...