ტურინის „იუვენტუსის“ 35 წლის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მორიგი მიღწევით იწონებს თავს. გუშინ „იუვემ“ 4:0 გაანადგურა „ლეჩე“. პორტუგალიელმა, ცხადია, გოლი გაიტანა. ამრიგად, „ლეჩე“ გახდა მე-20 გუნდი იტალიაში, რომელსაც კრიშტიანუმ გაუტანა. ახლა აპენინებზე მხოლოდ „კიევო“ დარჩა, რონალდუს მრისხანება რომ არ უგემია. არადა, გასულ სეზონში პორტუგალიელს ამის შანსი ჰქონდა – პენალტი ვერ გამოიყენა. გასულ სეზონში „კიევო“ სერია A-დან...
Tag: კრიშტიანუ რონალდუ
რონალდუ – მაწანწალა პირუტყვი
„მინდა, რომ იტალიიდან ჩამოფრენილი ეს პირუტყვი სახლში იჯდეს. ან წაიყვანეთ ეს მაწანწალა მადეირადან,“ – ეს სიტყვები პორტუგალიელ პოლიტიკოს რაფაელ მასედუს ეკუთვნის და სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაჩნდა, რაც პაპარაცებმა დააფიქსირეს როგორ მშვიდად დასეირნობენ ქუჩაში რონალდუ და მისი თანამეცხედრე ჯორჯანა როდრიგესი შვილებთან ერთად… არადა, სრულიად პორტუგალიაში საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული. მოგვიანებით სოცქსელში მასედუს გვერდიდან ზემოთ აღნიშნული განცხადება...
რონალდუმ გვერდი წაშალა
ცნობილ საფეხბურთო აგენტ ჟორჟე მენდეშის მისი კლიენტებისგან სიმბოლური ნაკრების გაკეთება სთხოვესმ რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: ედერსონი, პაულისტა, სემედო, ფაბინიო, დი მარია… ცხადია, სიმბოლურში მოხვდა მენდეშის ყველაზე ვარსკვლავური კლიენტი კრიშტიანუ რონალდუ. მის სატრანსფერო ღირებულებად 75 მილიონი ევრო მიუთითეს. თუმცა, სიმბოლურში მოხვდა მასზე უფრო ძვირად შეფასებული ფეხბურთელიც: ბერნარდო სილვას სამომავლო ტრანსფერი 100 მილიონი ევრო ყოფილა. რონალდუ...
ორი ნაბიჯი კატასტროფამდე
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ყველაფერი კარგად იყო. სანამ ბარსელონაში მწვრთნელს ცვლიდნენ და მესი და აბიდალი ურთიერთობას არკვევდნენ, მადრიდელებმა სუპერთასი მოიგეს, გოლების გაშვებას გადაეჩვივნენ და გატამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. თებერვლის დასაწყისს არა უშავდა. ზიზუმ ერთხელაც მოუგო დიეგო სიმეონეს და წინ დიდებული კალენდარი ჰქონდა. მერე რაღაც მოხდა.. ჯერ იყო თასის გათამაშებიდან გამოვარდნა, როცა „სოსიედადმა“ კარიერაში პირველად აგემა ზიზუს ოთხი...
მესი და ლივერპული
სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. ხმათა საერთო რაოდენობის 13,11პროცენტით საუკეთესოს ტიტული „ბარსელონას“ ლიდერმა ლეო მესიმ დაისაკუთრა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა წლეულს მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა. მეორე ადგილზე კენიელი მორბენალი ელიუდ კიპჩოგე გავიდა. მას გამოკითხულთა 12,1პროცენტმა მისცა ხმა. მესამე ადგილზეა უბერებელი ესპანელი რაფაელ ნადალი (9,38). მეოთხეზე კიდევ ერთი სუპერფეხბურთელია – კრიშტიანუ რონალდუს პირველობას მწერალ...
სარიმ დამნაშავეს მიაგნო
სერია A-ს მეთოთხმეტე ტური უიღბლო გამოდგა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ ტურინის „იუვენტუსისთვის“. მაურისიო სარის შეგირდებმა აშკარად დაუგეგმავი ქულები დაკარგეს, რაც სატურნირო ცხრილში ლიდერობიდან ჩასაჩოჩებლადაც საკმარისი გამოდგა. მატჩის შემდეგ, „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი კარგ ხასიათზე რომ ვერ იქნებოდა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. სარიმ, მთავარ დამნაშავედ ტურინელთა ლეგენდა ჯიჯი ბუფონი გამოაცხადა. „სასუოლოსთან“ მატჩში, სარიმ გუნდის კარის უსაფრთხოება სწორედ 41...
ნაბიჭვაროც აპატიეს და წასვლაც…
მას ყველაფერი ეპატიება. გვეეჭვება, „იუვენტუსის“ სხვა ნებისმიერ ფეხბურთელს მსგავსი საქციელი შერჩენოდა და მის მიმართ რაიმე სახის სანქციების არ გაეტარებინათ, მაგრამ ეს ხომ კრიშტიანუ რონალდუა – თანამედროვეობის და არა მხოლოდ სუპერვარსკვლავი. მეტიც – სასჯელს ვინ დაეძებს, პორტუგალიელ ფორვარდს იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ იქეთ მადლობაც გადაუხადა: „ჩვენ მისი მადლიერნი ვართ და მადლობა ეკუთვნის, რადგან ტკივილების მიუხედავად...
რონი და პოკერი
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ლიტვის ნაკრები საკუთარი ქომაგების თვალწინ პორტუგალიასთან 1:5 შერცხვა. სტუმართაგან შეუდარებელი იყო კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც პოკერი მიითვალა. სადღეისოდ რონალდუს ნაკრების მაისურით 93 გოლი აქვს გატანილი. ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი კი 109 სანაკრებო გოლია და ირანელ ალი დაეის ეკუთვნის. რონის ყველანაირი შანსი აქვს, აქაც საუკეთესო გახდეს. ლიეტუვასთან მატჩი 33 წლის პორტუგალიელისთვის...
როცა რონალდო რონალდინიო იყო
1996 წლის ოლიმპიური თამაშები თუნდაც იმით იყო გამორჩეული, რომ ფეხბურთი ყველაზე ყურებად დისციპლინად იქცა. ატლანტაში თითქმის ყველა ქვეყანამ უძლიერესი შემადგენლობა ჩაიყვანა. მარტო ბრაზილიელების ჩამოთვლა რად ღირს: დიდა, რობერტო კარლოსი, რივალდო, რონალდო… სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება ეს საინტერესო ისტორიაც. 19 წლის რონალდოს პსვ ეინდჰოვენიდან უკვე ყველა იცნობდა და მაისურზეც რონალდო ეწერა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის ამ...
ვის დარჩება რონალდუს ქონება?!
როგორც ესპანური AS იუწყება, 34 წლის ფორვარდმა საკუთარ იურისტებთან ერთად ანდერძის დეტალები განიხილა. დოკუმენტის მიხედვით, მისი ერთადერთი მემკვიდრე საცოლე ჯორჯინა როდრიგესია, რომელმაც ორი წლის წინ ალანა მარტინა გაუჩინა. შეგახსენებთ, რომ კრიშს ალანას გარდა სამი შვილი ჰყავს, რომლებიც სუროგატმა დედებმა გაუჩინეს. არის ერთი ნიუანსი: რონალდუს ნაადრევი გარდაცვალების შემთხვევაში მისი ქონების განმკარგველი ფეხბურთელის დედა მარია დოლორეს ავეირუ...









