წელიწადნახევრის წინ „საუტჰემპტონში“ თამაშობდა და პრემიერლიგის რიგით მცველად მიიჩნეოდა, დღეს კი თავის პოზიციაზე ყველაზე ძვირადღირებული, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, სუპერთასის მომგები და უკვე… ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. ვირჯილ ვან დაიკი, 27 წლის ჰოლანდიელი მცველი ევროპამ აღიარა. კონკურენტები კი ძველი ნაცნობები იყვნენ, უეფას პრიზის ძველი მფლობელები… პარტერში მსხდომი სამეულიდან სცენაზე სორედ სურინამელ-ჰოლანდიელს უხმეს, ხოლო ლეო მესი და კრიშტიანუ...
Tag: კრიშტიანუ რონალდუ
რონალდუს სულ მესი ეძახეს
ტურინის „იუვენტუსმა“ სამხრეთ კორეაში, იქაური უმაღლესი დივიზიონის ნაკრებთან სარეკლამო მატჩი გამართა. შეხედრა 3:3 დასრულდა. მატჩს 63 ათასი მაყურებელი დაესწრო და მათმა უმრავლესობამ ბილეთში ფული იმისთვის გადაიხადა, რომ მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ ეხილა. რონალდუ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და საფინალო სასტვენამდე არ წამომდგარა. დანარჩენად ტურინელები საბრძოლო შემადგენლობით იყვნენ მოედანზე, მაგრამ ამან არ იკმარა. მეორე ტაიმის დასაწყისში ტაბლოზე რონალდუ...
რატომ წავიდა რონალდინიო ბარსელონაში?
ზუსტად 16 წლის წინ, 2003 წლის 20 ივლისს, ბრაზილიელმა ჯადოქარმა რონალდინიომ ბარსელონას მიაშურა და ისტორიის დაწერა დაიწყო, თუმცა შეიძლებოდა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარებულიყო. თურმე, მსოფლიოს ჩემპიონს, ოქროს ბურთის და ჩემპიონთა ლიგის მომგებს სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერში“ გადასვლას სულ 48 საათი აშორებდა, როცა საქმეში კატალონიელები ჩაერთვნენ და ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადეს. “ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მოსაგვარებელი...
ოქროს ბურთი ვირჯილ ვან დეიკს?
სამი წლის წინ „ოქროს ბურთის“ ბედის გადაწყვეტა ისევ მხოლოდ ჟურნალისტებს ანდეს (რამდენიმე წელიწადი „ფრანს ფუტბოლი“ და უეფა საუკეთესოს ერთობლივად ასახელებდნენ). 2016 და 2017 წლებში კრიშტიანუ რონალდუ იმდენად ეფექტური იყო, კითხვის ნიშნები არ გაჩენილა, მაგრამ გასულ წელს მედიამ, რომელსაც ისედაც უყვარს ახალი გმირების აღმოჩენა, მისი სრული ანტიპოდი გააპირველა. ლუკა მოდრიჩი კრიშივით ლამაზი ვერაა, ვერც მისებრი ტორსით...
იუვე დე ლიხტს ორშაბათს იტყვის
გაჭრა კრიშტიანუ რონალდუს მიპატიჟებამ. ამსტერდამის „აიაქსის“ 19 წლის კაპიტანი და დაცვის ბურჯი მატეის დე ლიხტი ტურინის „იუვენტუსში“ გადადის. არადა, რიგში „მანჩესტერი“, „ბარსელონა“ და პსჟ იდგნენ. არჩევანი თავად ფეხბურთელმა გააკეთა. ამსტერდამელები 67 მილიონ ევროს მიიღებენ. კიდევ 13 მილიონი კონტრაქტში ბონუსის სახით არის გაწერილი. თავად ფეხბურთელი ხუთწლიან კონტრაქტს და წლიურად გარანტირებულ 8 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა,...
იმღერა!
არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ნახევარფინალშია. ალბისელესტემ ვენესუელას 2:0 მოუგო და ფინალში გასასვლელად ბრაზილიას დაუპირისპირდება – გულშემატკივარი სუპერმატჩის მოლოდინშია. არგენტინისგან ვენესუელას დამარცხება დიდად არ უნდა გაგვკვირვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბოლო პერიოდში კრიზისია და ტურნირიც კოლუმბიასთან მარცხით დაიწყეს, წყვილის ფავორიტად უსათუოდ სკალონის გაწრთვნილები მიიჩნეოდნენ. მოკლედ, არგენტინამ მოიგო, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღება სხვა ფაქტზე გვინდა გავამახვილოთ. ლიონელ...
ჩემი მეგობარი კედელი
ექვსჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, არც სხვა ტიტულები და ჯილდოები აკლია და, რაც ყველაზე მთავარია – „რეალის“ ქომაგების ლეგენდა, კერპი გახდა. მადრიდულ კლუბში 7 ნომრით კრიშტიანუ რონალდუმაც იფრინა, მაგრამ ესპანელი გულშემატკივრებისთვის რაულ გონსალეს ბლანკო მაინც განსაკუთრებულ ფეხბურთელად რჩება. საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან 4 წელი გავიდა, დღეს ის „სამეფო კლუბის“ აკადემიის მწვრთნელია და აქამდე განვლილი...
საზაფხულო მილიონები
ჟურნალ „ფორბსის“ სპეციალიზაცია ხომ სხვისი ფულების თვლაა და ამჯერდ იმ სპორტსმენთა სია გვაახლეს, ვინც გასული წლის 1 ივნისიდან წლევანდელ 1 ივნისამდე ყველაზე მეტი იშოვა. სიას სათავეში სამი ფეხბურთელი უდგას, ათეული კი ასე გამოიყურება: 1. ლიონელ მესი – 127 მილიონი დოლარი 2. კრიშტიანუ რონალდუ – 109 მილიონი დოლარი 3. ნეიმარი – 105 4. საულ ალვარესი –...
ოქროს ბურთმა არ მოგატყუოს, ბიჭო!
იტალიური სერია А-ს წინა ტურის ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა რომში მოხდა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა „რომამ” უმოტივაციო „იუვენტუსს” რომ 2:0 მოუგო, ამაში სენსაციური არაფერია. სრულიად იტალიური მედია კრიშტიანუ რონალდუსა და რომაელთა კაპიტან ალესანდრო ფლორენცის კონფლიქტს განიხილავს. 58 წუთზე მოედნის ცენტრში ედინ ჯეკო დაეცა, მაგრამ ტურინელებმა თამაში განაგრძეს. ამან მათი კაპიტანი გააღიზიანა და რონალდუს მიეჭრა. პასუხად პორტუგალიელმა...
რონალდუ თანაგუნდელებს თრგუნავს
„იუვენტუსმა” მორიგი სკუდეტო მოიპოვა, მაგრამ „ბებერი ქალბატონის” ზეიმს მაინც მწარე გემო ახლდა — ტურინელები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გავარდნენ. ყველასთვის მოულოდნელად ისინი შეჯიბრებიდან „აიაქსმა” გამოთიშა. და იტალიურ მას-მედიაში სერია A-ს ჩემპიონობაზე მეტად სწორედ ამსტერდამის ახალგაზრდულ გუნდთან გამოვარდნაზე ლაპარაკობენ. მრავალ ექსპერტს თავისი ხმა ლეგენდარულმა მარკო ტარდელიმაც შეაშველა. მარკო ტარდელის „იუვენტუსში” ათი სეზონი აქვს ნათამაშები (1975-1985) და თუკი ვინმე...








