ვის დარჩება რონალდუს ქონება?!

Home აქეთურ-იქითური ვის დარჩება რონალდუს ქონება?!
ვის დარჩება რონალდუს ქონება?!

როგორც ესპანური AS იუწყება, 34 წლის ფორვარდმა საკუთარ იურისტებთან ერთად ანდერძის დეტალები განიხილა.

დოკუმენტის მიხედვით, მისი ერთადერთი მემკვიდრე საცოლე ჯორჯინა როდრიგესია, რომელმაც ორი წლის წინ ალანა მარტინა გაუჩინა.

შეგახსენებთ, რომ კრიშს ალანას გარდა სამი შვილი ჰყავს, რომლებიც სუროგატმა დედებმა გაუჩინეს. არის ერთი ნიუანსი: რონალდუს ნაადრევი გარდაცვალების შემთხვევაში მისი ქონების განმკარგველი ფეხბურთელის დედა მარია დოლორეს ავეირუ გახდება.

დღეის მდგომარეობით კრიშტიანუ რონალდუს ქონება 300 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.