ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ლიტვის ნაკრები საკუთარი ქომაგების თვალწინ პორტუგალიასთან 1:5 შერცხვა.
სტუმართაგან შეუდარებელი იყო კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც პოკერი მიითვალა. სადღეისოდ რონალდუს ნაკრების მაისურით 93 გოლი აქვს გატანილი.
ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი კი 109 სანაკრებო გოლია და ირანელ ალი დაეის ეკუთვნის.
რონის ყველანაირი შანსი აქვს, აქაც საუკეთესო გახდეს. ლიეტუვასთან მატჩი 33 წლის პორტუგალიელისთვის 160-ე სანაკრებო გამოსვლა იყო. ევროპულ რეკორდამდე კიდევ 16 მატჩია, მსოფლიოს რეკორდამდე – 24.
და კიდევ ერთი მიღწევა: ლიტვა მე-40 ნაკრებია, რომლის მეკარეც კრიშტიანუ რონალდუმ დაამწუხრა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
