კევინ დე ბრუინი „ნაპოლის” ფეხბურთელი გახდა. სანამ 33 წლის (34 წლისა შაბათს, 28 ივნისს გახდება) ბელგიელი ვარსკვლავი ახალ გუნდთან ერთად დიმაროს საწვრთნელ ბაზაზე მომდევნო სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, ის საფრანგეთის რივიერაზე ისვენებს. ნეაპოლური საიტები წერენ, რომ მათმა ახლმა ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამზე დაპოსტა ფოტო, რომელზეც ის ვირჯილ ვან დაიკთან და ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელთან, ფენომენად წოდებულ რონალდოსთან ერთად...
ჭდე: რონალდო
ბერგომი: მეც მოვსრიალდებოდი
„ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, 1988-89 წლების სკუდეტოსა და უეფას თასის სამგზის მფლობელმა ჯუზეპე ბერგომიმ „სქაი სპორტის” გადაცემაში „სკაი კალჩო კლუბ” ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ილაპარაკა. ხსენებული გოლი „ნაპოლის” ქართველმა გარემარბმა „ატალანტას” გაუტანა. ბერგომიმ თქვა: „გოლი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტას” კარში შეაგდო, ერთ-ერთი ულამაზესი იყო მათ შორის, რაც ბოლო წლებში მინახავს....
მოურინიუ: მაგრამ თუ სუფთა ნიჭით ავიღებთ…
ნაწილობრივ მსოფლიოს ჩემპიონატმა და არგენტინის გამარჯვებამ, ნაწილობრივ კი პელეს გარდაცვალებამ მთელს მსოფლიოში კამათის ახალი ტალღა გამოიწვია: ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი? იგივე ჰკითხეს „რომას” პორტუგალიელ თავკაცს, ცნობილ ჟოზე მოურინიუს, რომელმაც როგორც სჩვევია გავრცელებულთაგან განსხვავებული პასუხი გასცა. მოურინიუს აზრით საუკეთესო ბრაზილიელი რონალდოა, ნაზარიო დე ლიმა, ფენომენი. „კრიშტიანუ რონალდუს და ლეო მესის უფრო ხანგრძლივი კარიერა ჰქონდათ,...
კიჭა წმინდა იაკობის გზაზე
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო, გასულ კვირადღეს, მეუღლესთან ერთად წმინდა იაკობის გზაზე დაიძრა. მანძილი ერთობ შთამბეჭდავია – 280 კილომეტრი. წმინდა იაკობის გზა (El Camino de Santiago) მომლოცველთა გზა გახლავთ ესპანეთში. გალისიაში მდებარე სანტიაგო-დე-კომპოსტელას ტაძრისაკენ, სადაც ტრადიციის მიხედვით მოციქული იაკობ ზებედესია დაკრძალული. საქმე ის არის, რომ რონალდომ 2018 წელს, მაშინ დაბალი ლიგის საფეხბურთო კლუბ „ვალიადოლიდის“ აქციათა საკონტრლო...
სადაც გამქონდა, გავზრდილვარ…
ლეგენდარულმა ბრაზილელმა რონალდომ კლუბი „კრუზეირო“ იყიდა. ახლა მას აქციების 90 პროცენტი აქვს. „კრუზეიროს“ ყიდვა ფენომენს 70 მილიონი დოლარი დაუჯდა. ეს ის კლუბია, სადაც პროფესიონალური კარიერა დაიწყო. რონალდო თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ „კრუზეიროს“ ფეხბურთელის სტატუსით წაიყვანეს: ეს 1994 წლის მონდიალზე, სადაც ერთი წუთიც არ უთამაშია. სამაგიეროდ, ბევრს აკეთებდა „კრუზეიროში“ – ერთ სეზონში 44 გოლი გაიტანა....
რონალდო: სად ჩვენი დრო, სად ახლანდელი
ბრაზილიელმა რონალდომ ლეო მესისა და ნეიმარზე ისაუბრა. ფენომენმა ერთ მნიშვნელოვან თემას გაუსვა ხაზი: ფეხბურთელების ცხოვრების წესს, რაშიც ადრინდელსა და ახლანდელს შორის დიდი სხვაობაა. „მესი ექსტრაორდინალური, ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელია. ყველა თამაშში გოლის გატანა სურს. …ნეიმარი კიდევ ერთი ტოპ-ფეხბურთელია. ვფიქრობ, ჯერ კიდევ შეუძლია, ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმაროს, მაგრამ სამშობლოში ბევრს აკრიტიკებენ პირადი ცხოვრების გამო....
პაიჭაძიდან კალაძემდე
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ყველა ქვეყნის ოცნების გუნდი შეადგინა. ცხადია, საქმეში საქართველოც მოხვდა. ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოქმედი ფეხბურთელებიდან, ცხადია, ვერავინ მოხვდა, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან მხოლოდ კახა კალაძე. 10 ფეხბურთელი კი საბჭოთა პერიოდიდან არის. IFFHS-ს ვერსიით, საქართველოს ყველა დროის ნაკრები ასე გამოიყურება. ანზორ კავაზაშვილი; რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა...
რატომ უკან ?
ფეხბურთის თამაშის არსი, მთავარი მიზანი, გოლის გატანაა! გოლი თუ არ გაიტანე, ვერ გაიმარჯვებ! შესაბამისად, ფეხბურთის იდეა შეტევაა! თამაშის დაწყების, ბურთის თამაშში შეყვანის წესიც ამ იდეის შესაბამისი იყო: მინდვრის ცენტრში, მოწინააღმდეგის კარისკენ სახით მდგომ ფეხბურთელს წინ უნდა გაეგორებინა ბურთი თანაგუნდელისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ ითვლებოდა თამაში დაწყებულად. ამიტომ იყო რომ მინდვრის ცენტრში ორი ან, ზოგ შემთხვევაში,...
ჩაბი ალონსოს ხუთეული
„ლივერპულის”, „რეალისა” და „ბაიერნის” ყოფილმა ვარსკვლავმა ჩაბი ალონსომ თავისი ხუთი რჩეული ფეხბურთელი დაასახელა. ალონსომ ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ბევრი დიდი ვარსკვლავის მხარდამხარ თუ წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო მისმა ძველმა თანაგუნდელმა ჯეიმი კარაგერმა თავის პოდკასტში The Greatest Game მათგან რამდენიმეს გამოყოფა სთხოვა. კარაგერმა ბასკს ხუთკაცა ფეხბურთის „დრიმ თიმი” შეადგენინა. ალონსომ, რომელიც დღეს „რეალ სოსიედადის” B გუნდს წვრთნის, თავისი...
იფრინე პატარავ
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიამ 4:2 მოუგო პერუს. 28 წლის ნეიმარმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლეთა შორის მეორე ადგილზე აინაცვლა. ახლა მის ანგარიშზე 64 გოლია. ნეიმარმა უკან რონალდო (62) მოიტოვა. წინ კი მხოლოდ ფეხბურთი მეფე პელეა (77). რონალდომ ნეიმარს მიღწევა საკუთარ ინსტაგრამზე მიულოცა. – ნეიმარ, ყველა მხრივ გაფასებ. შენ ბევრს...









