ამ დღეებში „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იტალიელ სუპერაგენტ მინო რაიოლას შეხვდა. როგორც კატალონიურმა პრესამ შეიტყო, მათ ოთხი ფეხბურთელი ახსენეს. ესენია: ერლინგ ჰოლანდი, ჩავი სიმონსი, პოლ პოგბა და ნუსაირ მაზრაუი. ბოლო სამს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტის ვადა 2022 წელს გაუდის. ჰოლანდს და „დორტმუნდს“ პირობა აქვთ დადებული, რომ თუ ზაფხულში გამოჩნდება მყიდველი, რომელიც 75 მილიონ ევროს გადაიხდის, გერმანული...
ჭდე: ჟოან ლაპორტა
ლაპორტა ბენაიჟესის სკანდალის შესახებ
პამპლონაში „ბარსელონას“ ვიზიტისას კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ყმაწვილთა საფეხბურთო აკადემიის „ლა მასიას“ ყოფილი თავკაცის ალბერტ ბენაიჟესის სკანდალზე ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გაზეთმა „არამ“ გაასაჯაროვა ამბავი, რომ ბავშვთა ღვაწლმოსილი მწვრთნელი „ესკოლა ბარსელონაში“ მუშაობის წლებში (1980-იანები და 1990-იანი წლების დასაწყისი) მოსწავლეებს სექსუალურად ავიწროებდა. „ესკოლა ბარსელონას“ შემდეგ, ბენაიჟესმა ბევრი წელიწადი საკუთრივ „ბარსას“ აკადემიაში გაატარა. 2012-ში ის კლუბიდან წავიდა,...
მესის ბარსაში უხელფასოდ უნდა ეთამაშა?
კატალონიური „სპორტის“ ცნობით, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა პარიზში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ლეო მესის არ შეხვედრია, მაგრამ თქვა, რომ მისი გამარჯვება გაუხარდა, რადგან არგენტინელი წოდებას იმსახურებდა და მის მოპოვებაში „ბარსელონასაც“ აქვს წვლილი შეტანილი. ლაპორტა არ მიიჩნევს, რომ მან „ბარსას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველი მოატყუა — მესის კლუბში დატოვება აღუთქვა, სინამდვილეში კი „პარი სენ ჟერმენში“ გაუშვა. „ჩვენ ყველა...
ტერ შტეგენის თავზე კაჭკაჭები დაფრინავენ
გავრცელდა ხმა, რომ „ნიუკასლ იუნაიტედი“ 2022 წელს, უპირველეს ყოვლისა, „ბარსელონას“ გერმანელი მეკარის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენას შეეცდება. „კაჭკაჭები“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაღებას მოუთმენლად ელიან. მოგეხსენებათ, პრემიერლიგის კლუბი ოქტომბერში საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდმა შეიძინა, ეს კი გამდიდრებას ნიშნავს. „ნიუკასლ იუნაიტედმა“ მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვა სტივ ბრიუსი და უკვე გამონახა ახალი თავკაცი ედი ჰოუი, რომელსაც იანვარში მეპატრონეები...
ლაპორტა: მაშინ მივხვდი, რომ განშორების დრო იყო
ჟოან ლაპორტას ლეო მესის „ბარსელონადან“ გაშვების გამო მუდმივად უწევს საყვედურების მოსმენა. შაბათს, კლუბის გენერალურ ასამბლეაზე მას პარტნიორებმაც დაუსვეს ეჭვნარევი კითხვები. მეტიც, სამმა დელეგატმა კატეგორიული ტონით მოითხოვა სიმართლე არგენტინელის „კამპ ნოუდან“ წასვლის შესახებ. ლაპორტამ განმარტა: „ჩვენ სახელფასო ფონდის გაზრდის შესაძლებლობა აღარ გვქონდა. აუდიტიც გვეუბნებოდა, რომ ეს არ იქნებოდა კარგი აზრი. იმისათვის, რომ მესის მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა, ლა...
ბარსას ჰოლანდს შეპირდნენ
არახალია, რომ „ბარსელონა“ სერიოზულადაა დაინტერესებული „დორტმუნდის“ ნორვეგიელი შემტევი ერლინგ ჰოლანდით. გასულ ზაფხულს ესპანელთა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ფეხბურთელის მამას და აგენტსაც კი შეხვდა. საქმეს ის ართულებს, რომ „ბარსელონას“ სერიოზული ფინანსური კრიზისი აქვს და ასეთ ტრანსფერს ვერ გასწვდება. ჟოან ლაპორტას მშველელად რამდენიმე საინვესტიციო ფონდი მოევლინა, რომლებიც მზად არიან, კლუბს ჰოლანდის გადაბირებაში დაეხმარონ. „ბარსას“ ნორვეგიელისთვის ბრძოლაში კონკურენტებად „რეალი“...
კუმანი შავი კატაა
ერთი ხანობა „ბარსელონას“ ყოფილი ლიდერთაგანი ჩავი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმთავრეს კანდიდატად განიხილებოდა. ჩავი ამჟამად „ალ-სადდს“ წვრთნის, მაგრამ „ბარსას“ ყოფითაც რეგულარულად ინტერესდება. აღმოჩნდა, რომ ხავის სერიოზული საუბარი ჰქონდა ჟოან ლაპორტასთან. გუნდის ვეტერანი დაინტერესდა, რატომ არ მოხსნეს დღემდე რონალდ კუმანი, რომელსაც მიმდინარე სეზონში კატასტროფული შედეგები აქვს. ლაპორტას უთქვამს, თუ მოთმინებას ვიქონიებთ და ტრავმირებულთა მწყობრში დაბრუნებასაც დაველოდებით,...
კუმანმა ბარსა დაამცირა
ეს უკვე ნამეტანია. „ბარსელონამ“ 0:2 დათმო სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ და 8 ტურის შემდეგ მოგროვებული 12 ქულით სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეცხრეა. დაუმატეთ ამას ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნთან“ და „ბენფიკასთან“ ორჯერ 0:3 და… შეიძლება ითქვას, რომ რონალდ კუმანის ბედი გადაწყვეტილია. ახლა ისღაა საკითხავი, ვინ შეცვლის ჰოლანდიელს. ამტკიცებენ, ჟოან ლაპორტას სიმპათია ერიკ ტენ ჰაგის მხარეს იხრებაო. არის პრობლემა: ტენ...
როდის და რომელი
„ბარსელონა“ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, ლისაბონში „ბენფიკასთან“ 0:3 დამარცხდა, რამაც მწვრთნელის მოხსნა-დატოვების საკითხი კვლავ ძალიან აქტუალური გახადა. ლა ლიგის ბოლო ტურში „ლევანტესთან“ 3:0 გამარჯვების შემდეგ ეს თემა „კამპ ნოუზე“ დროებით დაკონსერვებული იყოო, წერდა „მარკა“. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად არავის არაფერი გამოუცხადებია, რონალდ კუმანის გაშვება გადაწყვეტილ ამბად ჩანს. გასარკვევი დარჩა ორი საკითხი: ვინ უნდა მიიყვანონ...
შეხვედრა თვითმფრინავთან
კატალონიური „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და მწვრთნელი რონალდ კუმანი ერთმანეთს კადისიდან გამოფრენის დროს, თვითმფრინავთან შეხვდნენ და 20 წუთი ილაპარაკეს. თვითმფრინავთან ლაპარაკს რამდენად შეიძლება სერიოზული ეწოდოს ყველამ თავად განსაჯოს, მაგრამ ცნობილია, რომ საუბარს „ბარსას“ დირექტორატის კიდევ ორი წევრი ესწრებოდა: რაფა იუსტე და მატეუ ალემანი. გამოჟონა ინფორმაციამ თითქოს ლაპორტამ კუმანს უთხრა, რომ მას ჯერჯერობით...









