„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ დაამტკიცა „კამპ ნოუს“ სტადიონის რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც 1,5 მილიარდი ევრო დაჯდება. ეს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ფინანსურ კრიზისშია.
კატალონიელთა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, ეშმაკურად მოიქცა. ამ უფულობის ჟამს რეკონსტრუქციის (თავად „კაპიტალურ რემონტს“ უწოდებს) წამოწყება პირდაპირ ვერ გაბედა („ბარსელონას“ ვალმა ხომ 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა) და კლუბის წევრებს შორის ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა. სხვათა შორის, ასეთი რამ ისტორიაში პირველად მოხდა.
რეფერენდუმი წინა კვირას მოეწყო. 42 693 – წევრი პროექტს დათანხმდა, 5055 – არა, 875-მა კი თავი შეიკავა…
პროექტი „ესპაი ბარსა“ მესამე მხარის კრედიტის ხარჯზე დაფინანსდება. ასე ამბობენ.
წესით „რემონტი“ 2025 წელს უნდა დასრულდეს. ამიტომ მომავალი სეზონიდან სტადიონი სანახევროდ დაიხურება. პირველ გუნდს დროებით თამაში ალბათ მონჟუიკის ოლიმპიურ სტადიონზე მოუწევს.
ჩანაფიქრი შთამბეჭდავია. უშუალოდ სტადიონის გარდა, გვერდით მომცრო, 15-ათასიანი არენაც აშენდება, სახელად „პალაუ ბლაუგრანა.“ ნავარაუდევია სხვა ინფრასტრუქტურული სიახლეებიც.


ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
