პამპლონაში „ბარსელონას“ ვიზიტისას კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ყმაწვილთა საფეხბურთო აკადემიის „ლა მასიას“ ყოფილი თავკაცის ალბერტ ბენაიჟესის სკანდალზე ილაპარაკა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გაზეთმა „არამ“ გაასაჯაროვა ამბავი, რომ ბავშვთა ღვაწლმოსილი მწვრთნელი „ესკოლა ბარსელონაში“ მუშაობის წლებში (1980-იანები და 1990-იანი წლების დასაწყისი) მოსწავლეებს სექსუალურად ავიწროებდა.
„ესკოლა ბარსელონას“ შემდეგ, ბენაიჟესმა ბევრი წელიწადი საკუთრივ „ბარსას“ აკადემიაში გაატარა. 2012-ში ის კლუბიდან წავიდა, მაგრამ შარშან, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჟოან ლაპორტამ სამსახურში დააბრუნა.
ლაპორტამ თქვა: „ამ კაცმა თავის დროზე „ბარსელონა“ პირადი მიზეზების გამო დატოვა. დღეს, როდესაც სკანდალურმა ინფორმაციამ ამოხეთქა, ჩვენ ყველაფერს გამოვიძიებთ და ოფიციალურ განცხადებას მერე გავაკეთებთ.
რასაკვირველია, ეს ყველაფერი ადრევე რომ გვცოდნოდა, ბენაიჟესს სამსახურში არ ავიყვანდით.
ხოლო რაც შეეხება იმ ხალხს, ვისაც ამ ისტორიაში „ბარსა“ გარევა სურს, ვაფრთხილებთ, რომ კლუბი თავის ინტერესებს მკაცრად დაიცავს“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/10/2026 | 08:47ესპანეთის ნაკრებს ფაბიან რუისიც გამოაკლდა
აქეთურ-იქითური04/10/2026 | 08:26ფერან ტორესი დაშავდა
აქეთურ-იქითური04/10/2026 | 07:17დიდებული დომინიკ სობოსლაი
სიახლეები03/10/2026 | 08:48სობოსლაი: სწორედ ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა
