„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ პოლ პოგბა გუნდში დარჩება, მარკუს რეშფორდმა და ანტონი მარსიალმა კი გოლების რაოდენობა უნდა გაზარდონ. პოგბაზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ლაპარაკობდნენ, რომ „რეალში“ გადადიოდა, რასაც სულშერი მთელი ძალითა და ღონით ეწინააღმდეგებოდა. „მე თუ მკითხავთ, ის რჩება, — თქვა ნორვეგიელმა „ვულვერჰემპტონთან“ დღევანდელი შეხვედრის წინ, — პოლის გამო სრულიად არ ვნერვიულობ....
ჭდე: პრემიერლიგა
იუნაიტედმა სიტის მოუგო
„სანი” წერს, ექსკლუზიურად გავიგე, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლესტერ სიტისთან” ხელი ხელს დაჰკრა და ჰარი მაგუაირს სარეკორდო თანხად, 80 მილიონ გირვანქად (89,1 მილიონი ევრო ან 100,5 მილიონი დოლარი) ყიდულობსო. დღეს ინგლისის ნაკრების მცველი მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებაზე უნდა ჩავიდეს. ამ სატრანსფერო გარიგებაში ძირითადი თანხა 60 მილიონი გირვანქა, ხოლო კიდევ 20 მილიონი სხვადასხვა დამატება ყოფილა. შედეგად გამოდის, რომ...
კლოპს ნორვიჩი თუ გააჩემპიონებს
პრემიერლიგის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია. ჩემპიონატს ვიცე-ჩემპიონ „ლივერპულის“ და პრემიერლიგაში დაბრუნებული „ნორვიჩის“ მატჩი გახსნის. საინტერესო სტატისტიკა: ბოლოს, როცა მერსისაიდელებმა ინგლისის ჩემპიონატი „ნორვიჩთან“ შეხვედრით დაიწყეს, ჩემპიონობაც იზეიმეს. 1976 წელს ბილ შენკლის „ლივერპულმა“ სეზონის პირველ მატჩში „ნორვიჩს“ 1:0 სძლია და… მაშინ „ლივერპული“ პირველი დივიზიონის გამარჯვებული მეათედ გახდა. უცნაური დამთხვევაა, იმ სეზონში შენკლის გუნდმა ჩემპიონატი 1 ქულით მოიგო,...
ამდენ ჭამას, ამდენ სმას, ვახ, როგორ გაუძელი
ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადასასვლელად 3-6 ადგილზე გასული გუნდების ფლეი-ოფის ფინალში „ასტონ ვილა” და „დერბი” გავიდნენ. ისინი „უემბლიზე” 27 მაისს შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალში გასასვლელად „დერბის” „ლიდსთან” გადახდა დრამატული დაპირისპირება. პირველი შეხვედრა დერბიში „ლიდსის” გამარჯვებით დასრულდა — 1:0, საპასუხო თამაში კი უკვე „დერბიმ” მოიგო — 4:2. შეხვედრა დრამატული გამოდგა, ვინაიდან ანგარიში „ლიდსმა” გახსნა, მაგრამ სტუმრებმა სამი გოლით უპასუხეს....
ჩემპიონატი ლანძღვით დამთავრდა
იმ დღეს, როდესაც „მანჩესტერ სიტიმ” ბრაიტონში ლამაზ-ლამაზი გოლებით 4:1 მოიგო და ზედიზედ მეორედ გახდა ინგლისის ჩემპიონი, „მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ, ლეგენდარულ „ოლდ ტრეფორდზე” „კარდიფ სიტისთან” 0:2 წააგო და პრემიერლიგის საბოლოო ცხრილში მე-6 ადგილზე დამკვიდრდა. ორ მანჩესტერულ გუნდს შორის 32 ქულიანი განსხვავება ჩაიწერა, რაც „სიტისადმი” ტრადიციულად ირონიული „იუნაიტედისთვის” იოლი შესაგუებელი არ უნდა იყოს. „კარდიფთან” მწარე მარცხის შემდეგ მანჩესტერელთა...
ფასი რაფასი
„ნიუკასლ იუნაიტედის” მეპატრონე მაიკ ეშლი მზად არის რაფა ბენიტესს მხოლოდ ერთი სეზონით დარჩენის სანაცვლოდ 15 მილიონი გირვანქა გადაუხადოს. ეშლის უნდა, რომ ესპანელი კიდევ ერთი ჩემპიონატით გაუძღვეს მის გუნდს და ამაში უზარმაზარ თანხას, ხელფასად კვირაში 240 000 გირვანქას და ზედაც პრემიალურებს ჰპირდება. ისმის კითხვა: რატომ არ სთავაზობს ეშლი ბენიტესს უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობას? თურმე ბიზნესმენს ეშინია, რომ...
გეგმა მითხარით, თორემ წავალ!
მაურისიო პოჩეტინო მზად არის „ტოტენჰემ ჰოთსპური” ამ ზაფხულსვე დატოვოს, თუკი კლუბის თავმჯდომარე დენიელი ლევი გუნდის გაძლიერებასთან დაკავშირებულ სამომავლო გარანტიებს არ მისცემს. აი, ასე: გაიყვანა კაცმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და 48 საათიც არ იყო გასული, რომ ყუმბარა გახეთქა. ამის გაგონებაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ აპირებს ის სეზონის დამთავრების შემდეგ ერთი წლით ყოველგვარი საქმეებისგან ჩამოშორებას. ამაზე...
კალამი ედენ აზარისთვის
„ჩელსიმ” ედენ აზარს ერთბაშად ორი ჯილდო გადასცა: სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო გოლის ავტორის. 28 წლის ბელგიელი რასაკვირველია ორივეს იმსახურებდა, მაგრამ ახლა, როდესაც სატრანსფერო ციებ-ცხელება ახლოვდება, ბევრმა კლუბის გადაწყვეტილება მოთამაშის მოთაფვლის ხერხადაც აღიქვა. ყველასთვის ხომ კარგად არის ცნობილი, რომ „რეალს” აზარის შესაძენად 100 მილიონი გირვანქა აქვს გადადებული, დასავლეთ ლონდონელებს კი თავიანთ ვარსკვლავთან განშორება არ უნდათ....
გაისად ჩემპიონები ვერ გავხდებით
ოლე გუნარ სულშერმა თქვა, „მანჩესტერ იუნაიტედმა” მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის რომ იბრძოლოს, სასწაული იქნებაო. ნორვეგიელი მწვრთნელის აზრით, ის 29 ქულა, რომელიც დღეს მის გუნდს „მანჩესტერ სიტისგან” აშორებს, ერთ წელიწადში ვერაფრით გაბათილდება. ამრიგად, შემდეგი სეზონი საძირკვლის ჩაყრისა იქნება, წარმატებებზე კი „ოლდ ტრეფორდის” საზოგადოებამ მომდევნო წლებში უნდა იფიქროს. სულშერმა თქვა: „ვფიქრობ, გულწრფელი არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ მომავალ...
არ დაარტყაო, უყვიროდნენ კომპანის!
სერხიო აგუერომ უნდა ილოცოს, ვინსენტ კომპანიმ რომ არ დაუჯერა და კარში დაარტყა. ბელგიელმა ულამაზესი გოლი შეაგდო (ვიდეომიმოხილვაში 1:40-დან) და ამ გოლის წყალობით „მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგის ჩემპიონობამდე ერთი მოგებაღა აკლია. ახლა, ყველაფერი ბოლო ტურში, ბრაიტონში გადაწყდება. „სიტის” კონკურენტი „ლივერპული” კი „ვულვერჰემპტონს” უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა კვირას, 12 მაისს, საქართველოს დროით 18 საათზე გაიმართება. „ქალაქელები” „ლესტერთან” შეხვედრის წინ...


