ინგლისის ტოპ-კლუბებმა პრემიერლიგის შეფებს სუპერაგენტების მოთოკვა სთხოვეს. ფეხბურთი დიდი პრობლემის წინაშე დგას: ტრანსფერებიდან აგენტების წილი განუწყვეტლივ იზრდება, რაც ფეხბურთელების ფასებს არანორმალურად ზრდის. კლუბებს უნდათ, რომ პრემიერლიგამ შუამავალთა როლი და პროცენტი ჩარჩოებში მოაქციოს. 2016 წელს, პოლ პოგბას „იუვენტუსიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” გადაყვანამ აგენტ მინო რაიოლას ჯიბე 46,5 მილიონი ევროთი შეავსო. ამ შოკისმომგვრელმა თანხამ თვით ფიფაც შეაკრთო. დაიწყეს...
ჭდე: პრემიერლიგა
არსენ ვენგერი თავს მოიკლავდა
“არსენალისა” და “ჩელსის” 2:2-ის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე არსენ ვენგერმა თქვა, ეს თამაში რომ წაგვეგო თავს მოვიკლავდიო. “მეთოფეთა” ბოსმა სასაცილო უწოდა პენალტს, რომელიც მსაჯმა ენტონი ტეილორმა ედენ აზარის წაქცევის გამო დაინიშნა. ბელგიელმა თავად გაუტანა თერთმეტმეტრიანი “ლურჯების” ყოფილ მეკარეს პეტრ ჩეხს. ჯობს გოლები თანმიმდევრობით ჩამოვთვალოთ: ანგარიში არსენალელმა ჯეკ უილშირმა გახსნა 63-ე წუთზე; 67-ეზე აზარმა ხსენებული პენალტი...
კარლუშ, ოღონდ არა კეირუშ
„სუონსის“ მწვრთნელად 52 წლის პორტუგალიელი კარლუშ კარვალიალი დანიშნეს. მან ალან კურტისი შეცვალა, რომელმაც გუნდი 20 დეკემბერს დროებით ჩაიბარა პოლ კლემენტისგან. კლემენტი „სუონსის“ იანვრიდან თავკაცობდა და თითქმის გასავარდნად განწირული გუნდი პრემიერლიგაში დატოვა. ამ სეზონში უელსურმა კლუბმა მხოლოდ სამი მატჩი მოიგო და ისევ ბოლო ადგილზეა. 19 დეკემბერს „ევერტონთან“ მარცხის შემდეგ პოლ კლემენტი მოხსნეს. კარლუშ კარვალიალი ორი წელი...
ჰარი კეინი — შირერსა და მესიზე მეტი
39 გოლი ერთ წელიწადში! ეს გახლავთ პრემიერლიგის ახალი რეკორდი, რომელიც “ტოტენჰემ ჰოთსპურის” 24 თავდამსხმელმა ჰარი კეინმა დაამყარა. საამისოდ მან “უემბლიზე” “საუთჰემპტონის” კარში სამი გოლი გაიტანა. შეხვედრა დასრულდა 5:2 “სფურზის” სასარგებლოდ. წინა რეკორდი, 36 გოლი, ალან შირერს ეკუთვნოდა. შირერმა ის 1995 წელს დაამყარა, როდესაც “ბლექბერნში” თამაშობდა. მან კეინს წარმატება “ტვიტერით” მიულოცა: “შენ ბრწყინვალე 2017 წელი გქონდა....
რა მოხდა ასეთი? 101 და 101
შაბათს „ბორნმუთთან“ 4:0 მოგებულ მატჩში სერხიო აგერომ დუბლი შეასრულა და „ეტიჰადზე“ გატანილი მე-100 და 101-ე გოლები იზეიმა. მარადონას ყოფილი სიძე „სიტიში“ 2011 წლიდანაა და პრემიერლიგის 195 შეხვედრაში 134 გაიტანა, ყველა ტურნირში კი 273 მატჩში 184 გოლი მოაგროვა. 2017 წლის 1 იანვრიდან „სიტის“ 101 გოლი აქვს გატანილი და „ლივერპულის“ 1982 წლის შედეგის (106 გოლი კალენდარულ წელში)...




