იურგენ კლოპს ჰკითხეს, როგორ უყურებს „სიტისთან“ საჩემპიონო „ოქროს მატჩის“ გამართვის იდეას. „განა ეს შესაძლებელია? დიდებული იქნებოდა „სიტისთან“ ასეთ მატჩში დაპირისპირება,“ – იყო გერმანელის პასუხი. პრემიერლიგის დებულება ამგვარ მატჩს თეორიულად კი ითვალისწინებს, მაგრამ არასოდეს გამართულა. იმისათვის, რომ „ოქროს მატჩი“ დაინიშნოს, გუნდებს არამხოლოდ ქულები, გატანილი და გაშვებული ბურთებიც თანაბარი უნდა ჰქონდეს. ამ დროს, რეგლამენტში საერთოდ არ არის...
ჭდე: პრემიერლიგა
ნავასის კურსი
კეილორ ნავასმა გავლენიანი პორტუგალიელი აგენტი ჟორჟი მენდისი დაიქირავა და, როგორც ამბობენ, „რეალიდან” წასვლას გეგმავს. კოსტა რიკელს კარიერის გაგრძელება პრემიერლიგაში სურს, ხოლო „სანტიაგო ბერნაბეუზე” მთავარ მეკარეობას ტიბო კურტუას უთმობს. AS წერს, თითქოს ნავასს „რეალში” უთხრეს, რომ მომავალი სეზონიდან პირველი გოლკიპერი ის აღარ იქნება და ძირითად შემადგენლობაში ადგილს „ჩელსისგან” 37 მილიონ ევროდ ნაყიდ ბელგიელს ანდობენ. ამბობენ, რომ ინგლისური...
გუშინ იყო ჩემპიონატი
ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები ქერინგტონის ბაზაზე პრემიერლიგის ბოლო ტურის მეორე დღეს დაიბარა. მიზეზი: მათ უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ რამ განაპირობა სეზონის წარუმატებლობა. პრემიერლიგის ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურიღაა დარჩენილი. ამ უქმეებზე მანჩესტერელები სტუმრად თამაშობენ „ჰადერსფილდთან”, ხოლო 12 მაისს, ბოლო დღეს, „კარდიფ სიტის” მასპინძლობენ. სეზონის დამთავრების მეორე დღეს თათბირის დანიშვნა ინგლისში უჩვეულო რამ არის. კლუბები,...
ახალი ლიგა რვა უცნობით
ანდრეა ანიელი ის კაცია, რასაც გულში ამოიჭრის, აუცილებლად აღწევს. „იუვენტუსის“ ბოსი იმავდროულად ECA (ევროპულ კლუბთა გაერთიანება) თავმჯდომარეც არის, ამ გაერთიანებაში კი 232 კლუბი შედის. ანიელიმ უკლებლივ ყველა კლუბს დაუგზავნა დოკუმენტი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის რეფორმას ეხება. ანიელიმ კლუბებს სთხოვა, 6 ივნისამდე განიხილონ დოკუმენტი და ჩამოყალიბდნენ. ამ დღეს 232 კლუბის წარმომადგენელი მალტაზე შეიკრიბება და სავარაუდოდ, რევოლუციასაც დააანონსებს....
გვარდიოლას საშინელი აპრილი
პეპ გვარდიოლა გაბრაზდა, რადგან „მანჩესტერ სიტისა” და „კარდიფ სიტის” პრემიერლიგური შეხვედრა კალენდარში „ბრაიტონთან” ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალზე სულ რაღაც სამი დღით ადრე ჩაუსვეს. თავდაპირველი გეგმით ასე იყო: „სიტის” უელსელებთან 6 აპრილს უნდა ეთამაშა. ეს მატჩი ინგლისის ჩემპიონისთვის იოლი გასეირნება ნამდვილად არ იქნებოდა (და არც იქნება), რადგან „კარდიფ სიტი” პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ამასობაში მოხდა ისე, რომ...
პრემიერლიგა uber alles
წინადადება, რომელიც სათაურში გამოვიტანეთ „სანის” სტატიიდან ავიღეთ. ინგლისური გამოცემა ასე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რვა გუნდიდან ოთხი პრემიერლიგიდანაა. გაზეთი იხსენებს, რომ ბოლო წლების გერმანულ პრესაში ხშირად მეორდებოდა ფრაზა: სულელური ინგლისური ფული. აქ ლაპარაკი იყო რუსულ, არაბულ თუ ამერიკულ ფულში ჩაქცეულ ინგლისურ კლუბებზე, რომლებიც ყიდულობდნენ და ყიდულობდნენ უცხოეთიდან, მათ შორის გერმანიიდან, მწვრთნელებსა და...
ლივერპულის უცნაური ფეხბურთი
წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამსხმელის ალან შირერის ბლოგში „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ლივერპულის” პრემიერლიგური შეხვედრის (0:0) შემდეგ მერსისაიდური გუნდი გვარიანდ გახლავთ გაკრიტიკებული. შირერი წერს: „თუ „ლივერპული” ვერც ამჯერად გახდება პრემიერლიგის ჩემპიონი, მას გაახსენდება „მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩატარებული ეს შეხვედრა და გული დაწყდება. შემადგენლობა, რომელიც იურგენ კლოპმა მოედანზე გაუშვა, შინაარსობრივად 0:0-ის გამკეთებელი იყო. მერსისაიდელები უკნიდან თამაშობდნენ და არ ეტყობოდთ,...
სარივედერჩი
ქართულად „სარბურთად” ვთარგმნოთ? „შენი სარიბოლის ასე და ისე, თვითონ არ იცი რას აკეთებო”, ყვიროდნენ წუხელ „ჩელსის” გულშემატკივრები — დასავლეთ ლონდონელებმა ფეხბურთის ასოციაციის თასზე „მანჩესტერ იუნაიტედთან” 0:2 წააგეს. „ჩელსის” ფანებს მანჩესტერელებიც შეუერთდნენ, რაც რასაკვირველია დაცინვა იყო. მათ კლასიკური „შენ ხვალ დილით მოგხსნიან” შემოსძახეს და ირონიული რჩევაც მიაბეს „მოურინიუ დააბრუნეთო”. „ლურჯების” კარში გოლები პირველ ტაიმში გავიდა. ისინი...
და მას არ უნდა სხვა ნეტარება
მესუთ იოზილი და უნაი ემერი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოზიციის შეცვლა არც ერთს არ უნდა. „არსენალის” თავკაცმა ემერიმ განაცხადა, რომ თურქული წარმოშობის გერმანელი ვეტერანი აღარ სჭირდება და ის „ემირეიტ სთედიუმიდან” უნდა წავიდეს, 30 წლის იოზილს კი ლონდონში აწყობილი ცხოვრება აქვს და კლუბიდან ფეხის მოცვლას არ აპირებს. ნახევარმცველი ამბობს, რომ მზად არის შემდეგი ორი წლის განმავლობაში „არსენალისთვის” თავი...
თანამსაჯი საშოპინგოდ გაუშვეს
„ვესტ ჰემისა” და „ლივერპულის” შეხვედრაში თანამსაჯმა საიმონ ბეკმა თამაშგარე მდგომარეობა ვერ შეამჩნია, რისი წყალობითაც მერსისაიდელებმა გოლი გაიტანეს (1:1) და დღეს „მანჩესტერ სიტისთან” ერთად პრემიერლიგის ცხრილში ლიდერობენ. ორივე გუნდს 62 ქულა აქვს, ოღონდ „ლივერპულის” მდგომარეობა მაინც უფრო ხელსაყრელია, რადგან ერთი მატჩი აქვს მარაგში. უფრო კარგად გავიხსენოთ: ბეკის შეცდომამ გამოიწვია ის, რომ თამაშგარედ მყოფმა ჯეიმს მილნერმა ბურთი...





