წუხელ, სევილიაში, ბელგიის ნაკრებმა პორტუგალიას 1:0 მოუგო და ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იტალიას შეხვდება. თამაში პარასკევსაა და ბელგიელთა ესპანელ მწვრთნელს რობერტო მარტინესს იმედი აქვს, რომ მანამდე ექიმებისგან პორტუგალიელების მიერ დაშავებული კევინ დე ბრუინისა და ედენ აზარის შესახებ სასიკეთო ამბებს გაიგებს. „ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როგორ არის ერთი ან მეორე, — მოჰყავს „ა...
ჭდე: პორტუგალიის ნაკრები
ბოთლი ესროლეს, კაცი შეუვარდა, ლუდით გაწუწეს
კრიშტიანუ რონალდუს ბუდაპეშტში, საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრის დროს ჯერ ტრიბუნიდან „კოკა-კოლას” ბოთლი ესროლეს, შემდეგ კი მოედანზე მაყურებელი შევარდა და დაცვას მოუხდა მისი დაკავება. რონალდუს აგრეთვე დააყარეს პლასტიკატის ჭიქები, როდესაც მან „ლურჯებს” მეორე პენალტი გაუტანა — პორტუგალიისა და საფრანგეთის შეხვედრა დასრულდა 2:2. ორივე გუნდი მერვედფინალში გავიდა. პორტუგალიის ნაკრები კვირას, 27 ივნისს, სევილიაში ბელგიას ეთამაშება, საფრანგეთი კი ორშაბათს,...
უემბლიზე ტოფიკ ბახრამოვის აჩრდილმა ჩამოიარა
ჩეხეთის ნაკრებთან 1:0 გამარჯვების შემდეგ, ინგლისური პრესა საგონებელშია — მერვედფინალში გერმანიას, საფრანგეთს, პორტუგალიას ან უნგრეთს შევხვდებითო. ინგლისი D ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილი მოიპოვა ხორვატიამ, მესამე ჩეხეთმა, შოტლანდია კი ბოლოზე დარჩა. D ჯგუფში პრიველ ადგილზე გასვლა იმას ნიშნავს, რომ ფლეი-ოფის ეტაპზე ინგლისელებს F ჯგუფში მეორე ადგილზე გასულთან მოუწევს თამაში. აქ ორი პლუსია, ერთი რეალური,...
თუ ფინალში გერმანიას შევხვდებით, მოვუგებთ!
პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ფერნანდო სანტუში ამბობს, რომ მიუნხენში, გერმანიის ნაკრებთან მძიმე მარცხს (2:4) მისი ფეხბურთელები ძალიან განიცდიან, მაგრამ დარწმუნებულია, რომ გუნდი ფლეი-ოფში გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. „თამაშის შემდეგ, ჩვენს გუნდში სრული იმედგაცრუება და მოწყენილობა სუფევდა. შეხვედრის დამთავრების მერე ლამის დღემდე ხმა არავის ამოუღია. მე გუნდში ისეთი ფეხბურთელები მყავს, რომლებსაც დიდი ჯილდოები აქვთ მოგებული, მაგრამ...
ლუის ენრიკე: მისტვინონ, ჩემთვის სულერთია
ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებებმა მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” 0:0 ითამაშეს. მატჩის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის ენრიკემ თქვა, რომ ფრის მიუხედავად ის თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია. მწვრთნელმა აგრეთვე თქვა, რომ 18 წლის ნახევარმცველი პედრი „ბარსელონაში” ჩატარებული დამქანცველი სეზონის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ მზად არის. პედრი წარმოშობით კანარის კუნძულებიდან, კერძოდ ტენერიფედანაა, მაგრამ 2019 წლიდან „ბარსაშია”. ლუის ენრიკემ...
ასეთია რონალდუს ხასიათი!
პორტუგალიელმა ვეტერანმა პეპემ ბრაზილიურ TNT Sports–ს მისცა ინტერვიუ, სადაც კრიშტიანუ რონალდუს მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატა. „მე კრიშტიანუს ვეთაყვანები და როდესაც „რეალში” ერთად ვთამაშობდით, ამას ყველა ხედავდა. ჩემთვის ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, ვინაიდან მან გააკეთა ის, რაც არავის გაუკეთებია — გახდა ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონი, პლუს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩვენ...
მსოფლიო ევროპაზე მეტია
„ესტადიო და ლუჟზე”, რომელიც ლისაბონში მდებარეობს, მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონ პორტუგალიის ნაკრებს ერთა ლიგის A დონის მესამე ჯგუფის შეხვედრაში 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა ფეხბურთელმა, რომლისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ — „ჩელსის” ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ. ეს გახლდათ კანტეს მეორე გოლი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. კანტემ პორტუგალიელი მეკარის რუი პატრისიუს მოგერიებულ ბურთს დაამატა, მანამდე...
მაღლა-მაღლა რომ დაფრინავ…
პორტუგალიამ ანდორას ამხანაგურ შეხვედრაში 7:0 მოუგო და ეს ამბავი აღსანიშნავი არ იქნებოდა, რომ არა 85-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს თავური გოლი. 35 წლის მეგავარსკვლავი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და სანაკრებო კარიერაში 102-ე გოლი გაიტანა, თუმცა ამჯერად სტატისტიკაზე არ ვამახვილებთ ყურადღებას. მსოფლიო მას-მედიამ ყურადღება მის ნახტომს და ჰაერში „დაკიდებას” მიაქცია, რაც შენელებულ კადრში კიდევ უფრო ეფექტურად გამოჩნდა....
რონალდუ: ჩამსვით კარანტინში
თუკი ჯანდაცვის ორგანოები ნებას დართავენ, კრიშტიანუ რონალდუ უკვე ხვალ ჩაფრინდება იტალიაში და გადავა კარანტინში ტურინის „იუვენტუსის“ ბაზაზე. მოგეხსენებათ, ფეხბურთელმა სკანდალით დატოვა კლუბის ბაზა და ნაკრების დასახმარებლად გაფრინდა. ამის შემდეგ პორტუგალიელის კოვიდ-ტესტმა დადებითი პასუხი უჩვენა, მაგრამ ეს განაჩენი არ არის. პორტუგალიური 14-დღიანისგან განსხვავებით, იტალიური სამედიცინო პროტოკოლი 10-დღიან კარანტინს ითვალისწინებს. ასეთ პირობებში კრიშტიანუ მოასწრებს მატჩამდე 72 საათით...
რონალდუს კორონა დაუდასტურდა
პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ შემტევ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფეხბურთელს დაავადება უსიმპტომოდ გადააქვს და თავს კარგად გრძნობს, თუმცა ოთხშაბათს, შვედეთის ნაკრებთან გასამართ ერთა ლიგის შეხვედრას გამოტოვებს. ირკვევა ისიც, რომ კრიშტიანუს კონტაქტი ჰქონდა პორტუგალიის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელთან. გუშინ რონალდუმ გუნდის საერთო ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – ერთად მოედანზე და მის გარეთ. რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში 167...









