ქართულ მას-მედიაში, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, სათაური უცხო ენაზე არ უნდა იწერებოდეს. მიზეზი მარტივია: ქართულ მას-მედიას წილად ხვდა პატივი გამოდიოდეს ისეთ უნიკალურ ენაზე, როგორიც ქართულია და უცხოური ასოები, მითუმეტეს სასათაურე ზომის, თან სტატიის, პოსტის თუ ბლოგის თავში, უბრალოდ რომ ვთქვათ, უხერხულია. განსაკუთრებულიც არაფერი მომხდარა. ლისაბონში ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც პორტუგალიის და ესპანეთის ნაკრებებმა 0:0 ითამაშეს და...
ჭდე: პორტუგალიის ნაკრები
ასი, ასლამაზი!
კრიშტიანუ რონალდუმ ნაკრების მაისურით მეასე და ასმეერთე გოლები გაიტანა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ შეასრულა მან ეს — პორტუგალიელმა შვედეთში ორი წარმოდგენა დადგა. პორტუგალიამ მასპინძლები დაამარცხა 2:0. ახლა, კრიშტიანუ და მისი ეროვნული გუნდი ერთა ლიგის A ლიგის მესამე ჯგუფს ფრანგებთან ერთად ლიდერობენ. ამ ორ ნაკრებს 6 ქულა აქვს. 35 წლის და მაინც ფენომენალური რონალდუ...
რონალდუს ბოლო ჩემპიონატი
კრიშტიანუ რონალდუ ვერაფერს გახდა — პორტუგალიის ნაკრები მერვედფინალში ურუგვაისთან დამარცხდა (1:2) და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა. ამრიგად „რუსეთი-2018″ 33 წლის ვარსკვლავისთვის მესამე და სავარაუდოდ ბოლო მონდიალი იყო. საეჭვოა კრიშტიანუმ კვლავ მოინდომოს სანაკრებო ტურნირებში მონაწილეობა. დამთავრდა თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატი პორტუგალიელთათვის, ნაკრების მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა დაუყოვნებლივ გამოთქვა იმედი, რომ რონალდუ სექტემბრიდან ერთა ლიგის შეჯიბრებაში ჩაებმება, მაგრამ თავად...
ცოტა ფეხმძიმე ქალიშვილი
ირანის ნაკრების პორტუგალიელი მწვრთნელი კარლუშ კეირუში განრისხდა, რადგან მისი გუნდისა და მისი სამშობლოს გუნდის შეხვედრაში მსაჯმა კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან არ გააძევა. რომ გაეძევებინა, პორტუგალიის ეროვნული გუნდი, რომელსაც კეირუში როგორც პატრიოტი წესით უნდა გულშემატკივრობდეს, მერვედფინალში მთავარი ვარსკვლავის გარეშე დარჩებოდა, მაგრამ დიდი მატჩის ოხშივარში გახვეული მწვრთნელისთვის ეს, როგორც ჩანს, სულერთი იყო. „როდესაც ფეხბურთელი მეტოქეს იდაყვს ურტყამს, ის...



