სერხიო აგუერომ უნდა ილოცოს, ვინსენტ კომპანიმ რომ არ დაუჯერა და კარში დაარტყა. ბელგიელმა ულამაზესი გოლი შეაგდო (ვიდეომიმოხილვაში 1:40-დან) და ამ გოლის წყალობით „მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგის ჩემპიონობამდე ერთი მოგებაღა აკლია. ახლა, ყველაფერი ბოლო ტურში, ბრაიტონში გადაწყდება. „სიტის” კონკურენტი „ლივერპული” კი „ვულვერჰემპტონს” უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა კვირას, 12 მაისს, საქართველოს დროით 18 საათზე გაიმართება. „ქალაქელები” „ლესტერთან” შეხვედრის წინ...
ჭდე: პეპ გვარდიოლა
ოქროს მატჩი ინგლისში
იურგენ კლოპს ჰკითხეს, როგორ უყურებს „სიტისთან“ საჩემპიონო „ოქროს მატჩის“ გამართვის იდეას. „განა ეს შესაძლებელია? დიდებული იქნებოდა „სიტისთან“ ასეთ მატჩში დაპირისპირება,“ – იყო გერმანელის პასუხი. პრემიერლიგის დებულება ამგვარ მატჩს თეორიულად კი ითვალისწინებს, მაგრამ არასოდეს გამართულა. იმისათვის, რომ „ოქროს მატჩი“ დაინიშნოს, გუნდებს არამხოლოდ ქულები, გატანილი და გაშვებული ბურთებიც თანაბარი უნდა ჰქონდეს. ამ დროს, რეგლამენტში საერთოდ არ არის...
პეპის ვალენტობა კამპ ნოუზე
თავისი ყოფილი გუნდის, „ბარსელონასა” და „ლივერპულის” ნახევარფინალური შეხვედრა (3:0)„ბლაუგრანას” ყოფილმა და მის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „კამპ ნოუს” ტრიბუნიდან ნახა. მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ გვარდიოლა „ბარსას” ყოფილი თავკაცია, დღეს ის „მანჩესტერ სიტის” უდგას სათავეში და სწორედ „ლივერპულს” ებრძვის პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულისათვის. „მარკა” წერს, რომ პეპმა თამაში თავისი ჩვეული ადგილიდან, მამასთან, ვალენტი გვარდიოლასთან ერთად...
მოურინიუ: იურგენს საერთოდ არაფერი მოუგია
ჟოზე მოურინიუმ beIN Sports-თან ინტერვიუში დაიჩივლა, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედში” ისე არ ეპყრობოდნენ, როგორც იურგენ კლოპს „ლივერპულში” ან პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიში”. შეგახსენებთ, რომ „განსაკუთრებული” „ოლდ ტრეფორდიდან” 2018 წლის დეკემბერში დაიფრინეს. „იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა ეს იმით ახსნა, რომ პორტუგალიელის ფილოსოფია მანჩესტერული კლუბისას არ ერგებოდა. და ახლა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ლივერპულმა” ბარსელონაში...
სიტი რეკორდს ემუქრება
„მანჩესტერ სიტი” მზად არის „ატლეტიკოს” ერთი ფეხბურთელის გამო დაამხოს თავისი სატრანსფერო რეკორდი და თუ საჭიროა 70 მილიონი ევროც კი გადაიხადოს. ევროპული პრესა წერს, რომ მართალია პეპ გვარდიოლა დღეს „ლივერპულთან” საჩემპიონო რბოლით არის დაკავებული, მაგრამ „ქალაქელები” არც სატრანსფერო ფრონტზე არიან უქმად. ესპანური რადიო Cadena SER იუწყება, რომ პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონს 22 წლის ნახევარმცველის როდრის ყიდვა უნდა....
სიტი საუკეთესო გუნდია პრემიერლიგის ისტორიაში?
პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდი უწოდა. შეგახსენებთ, რომ „სიტიმ” ოთხშაბათს მანჩესტერულ დერბიში 2:0 მოიგო, ხოლო მანამდე „ტოტენჰემს” აჯობა 1:0. კატალონიელ მწვრთნელს თავისი ბიჭებისთვის სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედთან” გამარჯვების შემდეგ უთქვამს: „აი, ამიტომაც ხართ საუკეთესო გუნდი, რომელიც კი ამ ლიგას ოდესმე უნახავს”. ამ სიტყვების შემდეგ ფეხბურთელებს ლეროი სანეს სადიდებელი სიმღერა დაუცხიათ. სანემ, როგორც იცით, დერბიში...
სიტიმ ახალ მესის დაუმიზნა
„მანჩესტერ სიტი” 20 მილიონ გირვანქად არგენტინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ყიდვას აპირებს. ლაპარაკია ტიაგო ალმადაზე, რომელსაც ახალ მესის ეძახიან. ალმადა „ველეს სარსფილდში” თამაშობს, „სიტის” კი პრობლემა აქვს — ფიფამ შეიძლება სატრანსფერო ბაზრიდან დროებით მოკვეთოს. ასეთ შემთხვევაში მანკუნიანელები ალმადას ესპანეთში თავიანთ პარტნიორ კლუბს, „ჟირონას” აყიდინებენ. ალმადა ჯერ მხოლოდ 18 წლის არის, მაგრამ სკაუტებმა პეპ გვარდიოლას უთხრეს, რომ...
68 წამიანი სიგიჟე და არანორმალური თამაში
„ეტიჰედი” 68 წამის განმავლობაში ვულკანივით აფრქვევდა სიხარულს. ყველას ეგონა, რომ რაჰიმ სტერლინგმა „ტოტენჰემ ჰოთსპურს” გამარჯვების გოლი გაუტანა და „მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. უკვე მსაჯის დამატებული წუთები მიმდინარეობდა — 2 წუთი და 22 წამი იყო გასული. „ტოტენჰემის” ხალხი კი განადგურებული ჩანდა. დელე ალი მოედანზე ეგდო, პოჩეტინიო ზეცას შეჰყურებდა, უგო ლორისი სასოწარკვეთილი იდგა… მაგრამ, როგორც...
ორფანჯრიანი ისტორია
რამდენიმე დღეში „მანჩესტერ სიტის” დასჯიან — ორი სატრანსფერო ფანჯრის გამოტოვება მოუწევს. ეს ცნობა ინგლისურმა პრესამ გაავრცელა. ფიფამ გამოიძია და დარწმუნდა, რომ „ქალაქელთა” კლუბი, ისევე როგორც სხვა ადრე მხილებული კლუბები, წესებს არღვევდა და არასრულწლოვანების გადაბირებას ეწეოდა. სავარაუდოდ, „სიტი” ისევე დაისჯება, როგორც თებერვალში დაისაჯა „ჩელსი”. ფიფას მავანმა თანამშრომელმა „სანს” უთხრა: „ჩვენ „მანჩესტერ სიტის” საქმიანობას დიდი ხანია ვიძიებთ. ახლა...
პრემიერლიგაში ლიდერი შეიცვალა
ორი გოლი და ორივე დამატებით დროში, ოღონდ აიმერიკ ლაპორტესი პირველი ტაიმის მიწურულს, ხოლო გაბრიელ ჟესუსისა მატჩის საფინალო სასტვენის წინ — „მანჩესტერ სიტიმ” „ევერტონს” სტუმრად 2:0 მოუგო, 3 ქულა ჩაიწერა და ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. რასაკვირველია, „ქალაქელებს” „ლივერპულზე” ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ცოტა ხნის წინ ყველა ლივერპულის შვიდქულიან დაწინაურებას ელოდა, რეალურად...




