შაბათს „მანჩესტერ სიტიმ” პრემიერშიფში „ლესტერს” 5:1 რომ მოუგო, სამი საგოლე პასი 26 წლის ბელგიელმა მაესტრომ, კევინ დე ბრუინმა ჩააწოდა. ამ მოგების შემდეგ პეპ გვარდიოლას გუნდი ცხრილს 16 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, მაგრამ ახლა ამაზე არ შევჩერდებით. არც კუნ აგუეროზე გავაგრძელებთ სიტყვას მიუხედავად იმისა, რომ ოთხი გოლი გაიტანა, რადგან ფეხბურთელი, რომელმაც თავისი გადაადგილებებითა და მოედნის ხედვით მეტოქის...
ჭდე: პეპ გვარდიოლა
ალექსის სანჩესი ჟოპეა
თუკი თანამედროვე ფეხბურთში რამე თვალშისაცემია, ეს მწვრთნელების ჟოზე მოურინიუსა და პეპ გვარდიოლას ქიშპი გახლავთ. ტიტულების რაოდენობით კატალონიელი პორტუგალიელს აღემატება, მაგრამ ჩილელი ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში „განსაკუთრებულმა” იძალა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სანჩესი გვარდიოლას ფეხბურთელი იყო და თან სადმე სხვა კლუბში კი არა, თვით „ბარსელონაში” — პეპის დროს „ბარსელონა” განსაკუთრებით რომ „ბარსელონობდა”, მაშინ. აქამდე, როგორც ჟოზეს ისე პეპის...
გვარდიოლა: ფავორიტი ის გუნდია სადაც მესი თამაშობს
“მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის ციდან ვარსკვლავების წყვეტას განაგრძობს. გუშინ, “ქალაქელებმა” ნიუკასლში გაიმარჯვეს 1:0. “მეტოქეს ვაჯობეთ. მართალია, გოლის გატანა მასაც შეეძლო, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ შევინარჩუნოთ ყურადღება. შეხვედრა იმით იყო რთული, რომ უჩვეულო დროს ჩატარდა. ყველა გუნდმა წინა დღეს ითამაშა, თან შობა-ახალი წლის პერიოდია, მთელი ინგლისი ისვენებს გარშემო განწყობაც შესაბამისია და ჩვენს წინაშე უფრო ფსიქოლოგიური ამოცანა იდგა....
მადრიდის პოლიცია სეპარატისტი გვარდიოლას წინააღმდეგ
კატალონიურ პრესაში ალიაქოთი ატყდა: ესპანეთის პოლიციაში პეპ გვარდიოლას წინააღმდეგ საქმე აღძრესო. მიზეზი ოქტომბრის ცნობილი, უნებართვო რეფერენდუმის დროს წამქეზებლობა და მოჯანყეობა ყოფილა. შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმზე მისულმა მოსახლეობამ ხმა კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფას მისცა, მაგრამ კატალონიაში კიდევ ბევრი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც გამოყოფა არ უნდა. გვარდიოლას პოლიტიკური შეხედულება ცნობილია, ის გამოყოფის მომხრეა. ამასწინათ, კატალონიის მთავრობის რვა წევრის დაკავებას “მანჩესტერ...
აბსოლუტური პროდუქტი
„დორტმუნდმა“ ჰოლანდიელი მწვრთნელი პეტერ ბოში თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ბოლო დროს ჩრდილო რაინ-ვესფალიელები საშინლად გამოიყურებიან. მე-15 ტურში „ვერდერთან“ საშინაო 1:2 საბოლოო წვეთი აღმოჩნდა კლუბის ხელმძღვანელობისთვის. ხუმრობა ხომ არ არის, დორტმუნდელებს ბუნდესლიგაში 30 სექტემბრის შემდეგ აღარ მოუგიათ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ორჯერ ფრედ ითამაშეს კვიპროსულ “აპოელთან”. „ტოტენჰემთან“ და მადრიდის „რეალთან“ კი საერთოდ უქულოდ დარჩნენ. სასწაული...




