როგორც ჩანს ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი „ხმაურიან მეზობლებს” უკვე პატივისცემით უყურებს — „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სადილად დაპატიჟა. ეს მოხდა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც მისმა ყოფილმა გუნდმა შინ წააგო „ვესტ ბრომვიჩთან” 1:0 და ამ წაგების წყალობით „სიტი” მიუწვდომელი ანუ ჩემპიონი გახდა. გახსოვთ საიდან მოდის ეს გამოთქმა— „ხმაურიანი მეზობლები”? 2009...
ჭდე: პეპ გვარდიოლა
როცა ფული ჯიბეს გიმძიმებს
ამ ცნობაში ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ის არის, რომ „მანჩესტერ სიტიში” მცველს, რომელსაც თავის პოზიციაზე მეოთხე კაცად მიიჩნევენ კვირაში 100 ათასი გირვანქა აქვს ხელფასი. საუბარია ჯონ სტოუნზზე, რომელსაც პეპ გვარდიოლა ამ ზაფხულზე გაყიდვას უპირებს. სტოუნზი 28 მაისს 24 წლის ხდება; „სიტიში” 2016 წლიდან თამაშობს. მას მერე, რაც ზამთარში „ქალაქელებმა” ფრანგი ემერიკ ლაპორტი შეიძინეს, დაცვის ცენტრში...
ჰამანი: გვარდიოლა დიდი მწვრთნელი არ არის
მართალია, პეპ გვარდიოლას და მის „მანჩესტერ სიტის” ინგლისის ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა აკლიათ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას გამოეთხოვნენ — „ქალაქელები” მეოთხედფინალში „ლივერპულთან” ორი მატჩის ჯამში დიდი ანგარიშით, 1:5 დამარცხდნენ. ამის გამო „სქაის” მესვეტემ, წარსულში ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა დიტმარ ჰამანმა, რომელიც 1999-2006 წლებში „ლივერპულში”, ხლო 2006-2009 წლებში „მანჩესტერ სიტიში” თამაშობდა, კატალონიელს მევალე უწოდა — იმდენი აქეს, რომ მეხოტბეთა...
პეპს ყოველთვის ჩემზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავდა
იურგენ კლოპი ამბობს, რომ პეპ გვარდიოლას წარმატებებში სასაწაულებრივი არაფერია. მიზეზი მარტივია: უკეთესი ფეხბურთელები. ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კლოპის „ლივერპული” გვარდიოლას „სიტის” მასპინძლობს. ნუ იფიქრებთ, რომ გერმანელს დამარცხებული კაცის ბოღმა ალაპარაკებს. პირად შეხვედრებში მას გვარდიოლასთვის 12 თამაშიდან 6 აქვს მოგებული. გვარდიოლამ მოიგო 5. ერთი მატჩი ფრედ დამთავრდა. ასეთი შედეგით ბარე ორი ვერ დაიკვეხნის. სტატისტიკა, რომელიც წინა...
ანტიგვარდიოლა
ამ ბოლო დროს, ევროპულ მას-მედიაში პეპ გვარდიოლას პიროვნული კრიტიკა მოხშირდა. ჯერ იყო და პიკემ მოიგონა თუ როგორ გაურთულდა მწვრთნელთან ურთიერთობა 2012 წელს, ლამის „ბარსელონადანაც” კი წავიდა; შემდეგ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ ამჟამად „მანჩესტერ სიტის” თავკაცს სულ ლაჩარი და ძაღლი უწოდა. და აი, მესამე შეტევა: „ბაიერნის” ექიმი, ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტი ტელეკომპანია ZDF-ის თოქ-შოუში, რომელიც მარკუს ლანცს მიჰყავს, მისი...
რაიოლა: გვარდიოლა ლაჩარი და ძაღლია
„გვარდიოლა ლაჩარი და ძაღლია” — თქვა საჯაროდ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ. თანამედროვე ფეხბურთის ორ გავლენიან ფიგურას შორის რომ ცუდი ურთიერთობაა, დიდი ხანია ცნობილია. მდგომარეობა პერიოდულად მწვავდება ხოლმე. რაიოლა ამბობს, რომ თავის ფეხბურთელებს ნებისმიერ გუნდში მოაწყობს, ოღონდ გვარდიოლასა და მის კლუბს (ამჯერად „მანჩესტერ სიტის”) სარგებელს არ ანახებს. „პეპ გვარდიოლა როგორც მწვრთნელი ფანტასტიკურია, მაგრამ როგორც ადამიანი ნულია, ლაჩარი...
პიკე: პეპი რომ ბარსაში დარჩენილიყო, მე ახლა სხვაგან ვითამაშებდი
ჟერარდ პიკემ 2012 წელი და პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობა ინტერნეტ პორტალ The Players Tribune-ში მოიგონა. უფრო სწორედ, ის, რასაც ხსენებულ პორტალში ვკითხულობთ, უფრო 31 წლის მცველის მემუარული ჟანრის ნაშრომია სახელწოდებით The long story (გრძელი ამბავი), სადაც „ბარსას” ლეგენდარულ მწვრთნელთან დაკავშირებული ნაწილი ცოტა არ იყოს გაკვირვებას იწვევს. ჟერარდ პიკე 2012 წლის სეზონს კარიერაში ყველაზე ცუდს უწოდებს. თითქოს...
ხელები შორს ანტონიო კონტესგან
პეპ გვარდიოლა ანტონიო კონტეს გამოესარჩლა — არადა ხვალ „მანჩესტერ სიტი” „ჩელსის” მასპინძლობს. ლონდონელებისთვის სამკვდრო-საციცოცხლო თამაშია. წაგების შემთხვევაში მათი ოთხეულში შესვლა ძალიან სათუო გახდება. მნიშვნელოვნად გაიზრდება ზეწოლა კონტეზეც. იტალიელს ზაფხულში სავარაუდოდ მოხსნიან. „არასდროს მესმის იმ მწვრთნელების, რომლებიც კოლეგებს აკრიტიკებენ, — თქვა გვარდიოლამ, — როდესაც მდგომარეობა ცუდდება, ჩვენ ყველანი მარტონი ვრჩებით. ამიტომაც, როგორც კი შესაძლებლობა მეძლევა, ვცდილობ...
ჯერ ადამიანი და მერე მწვრთნელი
პეპ გვარდიოლა მკერდიდან ყვითელ ლენტს არ მოიშორებს. ის მხარს უჭერდა და უჭერს დაპატიმრებულ კატალონიელ პოლიტიკოსებს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ კი როგორც უნდა ისე დასაჯოს. ადრეც გაუწყეთ, რომ ყვითელი ლენტის ტარებისთვის ასოციაციამ „მანჩესტერ სიტის” თავკაცს ბრალი წაუყენა, მაგრამ მან ყურიც არ შეიბერტყა და კვირას, „კარაბაოს თასის” ფინალში ისევ ლენტით გამოეცხადა საზოგადოებას. მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე გვარდიოლამ თქვა: „ფეხბურთის...
სეპარატისტი
„მანჩესტერ სიტის” კატალონიელი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თხემით ტერფამდე სეპარატისტია — კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას ემხრობა. მეტიც, რამდენადაც შეუძლია იბრძვის კიდეც ამისთვის. შემოდგომიდან მოყოლებული, ინგლისში, „სიტის” თამაშებზე, მას მკერდზე ყვითელი ლენტი უკეთია. ამით გვარდიოლა ბელგიაში გადასახლებაში მყოფ პოლიტიკოსებს, კატალონიური სეპარატიზმის ლიდერებს, კარლეს პუჯდემონს და მის თანამებრძოლებს უჭერს მხარს. გვარდიოლას პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს, მართალია თუ არა, რომ გასულ კვირაში,...








