ცხრილში ყურებას თავი დაანებეთო, უთხრა პეპ გვარდიოლამ „ვულვერჰემპტონთან” შინ დამარცხებულ „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებს. ადამა ტრაორეს მიერ მე-80 და 94-ე წუთებზე გატანილმა ორმა გოლმა „მგლებს” ინგლისის ჩემპიონთან დამსახურებული გამარჯვება მოაპოვებინა, რისი წყალობითაც „ლივერპული” პრემიერლიგაში 8 ქულით ლიდერობს. ცნობისათვის: რაც პრემიერლიგა არსებობს, 8 ტურის შემდეგ ასეთი უპირატესობა არავის ჰქონია. „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა თქვა: „ცუდი დღე იყო. წინა...
ჭდე: პეპ გვარდიოლა
ლივერპულის ტაიმი ოთხით
პარასკევ საღამოს პრემიერლიგა დაიწყო. მაგალითად, ბუნდესლიგისგან განსხვავებით, ინგლისში სეზონს ჩემპიონი არ ხსნის. გუშინ გაგვიმართლა და ისეთი გუნდი ვნახეთ, პირველივე ტურიდან რომ იტყვი – ნამდვილი ფავორიტი იქნებაო. ამას მხოლოდ „ნორვიჩის“ გაცამტვერება არ გვალაპარაკებს, არამედ ისტორიული ფონი და მონდომება. „ლივერპულის“ ფეხბურთელები უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ მათთვის პრემიერლიგაში პირველობა უმთავრესი ამოცანაა. ფანებიც ამას მოითხოვენ. გუნდსაც შეეტყო, პირველ ტაიმში...
კლოპი და სხვისი ჯიბე
იურგენ კლოპმა „მანჩესტერ სიტის” სიმდიდრეზე და სატრანსფერო ხარჯებზე გაამახვილა ყურადღება — აბა, ჩვენ, „ლივერპულს” მაგდენი სად გვაქვსო. „სიტიმ” გერმანელი მწვრთნელის ეს განცხადება მის ავტოგოლად მიიჩნია — თურმე, ბოლო ორი წელიწადია, „ლივერპული” მეტს ხარჯავს. კვირას ინგლისში „ქომუნითი შილდია” ანუ სუპერთასი. ერთმანეთს სწორედ „სიტი” და „ლივერპული” ხვდებიან და კლოპმა ამ შეხვედრის წინ მანჩესტერელთა სიმდიდრის თემა თითზე დაიხვია;...
ამბავი, როცა ენას კბილი უნდა დააჭირო
„ბაიერნი“ „სიტისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, სანეს გერმანიაში დაბრუნება სურდა, თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, სანამ ნიკო კოვაჩმა ჟურნალისტებთან ენის ჭარტალი არ დაიწყო – ხორვატმა მწვრთნელმა ფეხბურთელი, რომელსაც ჯერ კიდევ სხვა კლუბთან აკავშირებს კონტრაქტი, „ბაიერნის“ წევრად მოიხსენია. კარლ-ჰაინც რუმენიგე მაშინვე ადგილზე გაჩნდა და სიტუაციის გამოსწორება სცადა, კოვაჩს ეს არ უნდა ეთქვაო, თუმცა ეს მცდელობა უკვე დაგვიანებული იყო. გვარდიოლამ...
რა რიბერი, რის გვარდიოლა…
„ფრანს ფუტბოლთან” ინტერვიუში 67 წლის გადამდგარმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ჩვეული პირდაპირობით ილაპარაკა იმ ფეხბურთელებზე, რომლებთანაც ცხოვრებაში შეხება ჰქონია და მისი გული ვერ მოუგიათ. ვან გაალისთვის მთავარი გუნდია. მას სწამს, რომ ყველა ფეხბურთელი გუნდისთვის უნდა თამაშობდეს და ცალკეულ მოთამაშეზე ერთი კოლექტივიც კი არ უნდა იყოს აწყობილი. „მე გუნდის მწამს, ინდივიდუმის კი არა, — თქვა 1995...
გვარდიოლას კონტრშეტევა
მოგეხსენებათ, ჩინურმა სახელმწიფო მას-მედიამ „მანჩესტერ სიტი” კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. მიზეზი: მათ ქვეყანაში ამასწინანდელი სტუმრობის დროს „სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა და ფეხბურთელები ადგილობრივ ფანებს ცხვირაწეულები ეპყრობოდნენ… ყოველ შემთხვევაში, სააგენტო „ჟინჰუას” აზრით ასე იყო, ეს სააგენტო კი მსოფლიოში ყველაზე დიდია. „ჟინჰუას” (იმედია, რომ სიტყვა 新華通訊社 სწორედ ასე გამოითქმის) კრიტიკას მანჩესტერელთა მხრიდან გვარდიოლა გამოეხმაურა. კატალონიელმა მწვრთნელმა თქვა: „წერილს არ ვეთანხმები. მეტიც,...
პრემიერლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა?
„ლივერპულის” მწვრთნელი იურგენ კლოპი არ ეთანხმება კოლეგას, „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლას, რომ პრემიერლიგის მოგება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გერმანელი მიიჩნევს, რომ 2018/19 წლების სეზონი მისმა გუნდმა გვარდიოლას გუნდზე უკეთესად ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ „ლივერპული” შაბათს, 1 ივნისს, მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ტოტენჰემ ჰოთსპურს” ხვდება. კლოპმა თქვა: „პრემიერლიგა გვარდიოლასთვის იმიტომ არის უფრო...
ფული სილვასაც ანათებს
დიდი შანსია, რომ დავიდ სილვამ „მანჩესტერ სიტის” სახელით უკანასკნელი მატჩი უკვე ჩაატარა. ყატარელებმა მას ორ წელიწადში 12 მილიონი გირვანქა შესთავაზეს. თან ეს 12 მილიონი დაქვითული თანხაა, მთლიანად სახლში წასაღები. მეტი რაღა ცდუნება უნდა 33 წლის ვეტერანს? „სანისთვის” ცნობილი გახდა ისიც, რომ „სიტი” თავის მხრივ სილვას ჩაბღაუჭებას აღარ აპირებს. „ქალაქელებს” „მონაკოსგან” 22 წლის ბელგიელი იური ტილემანსის ყიდვა...
შეთავაზება პეპს
პეპ გვარდიოლას შეუძლია კიდევ ხუთი წლით დარჩეს „მანჩესტერ სიტიში” და ამ ხნის განმავლობაში 100 მილიონი გირვანქით გამდიდრდეს. კლუბი წლიური ხელფასის თხუთმეტიდან ოც მილიონ გირვანქამდე გაზრდას ჰპირდება. კატალონიელ სუპერ-მწვრთნელს დღეს მოქმედი კონტრაქტის ვადა ორი წლის შემდეგ გასდის. აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ სიტი” უეფას საფინანსო საქმეთა გამომძიებლებმა არასრულწლოვანი ფეხბურთელების დაბევება-გადაბირებაში გამოიჭირეს და დიდი შანსია სატრანსფერო საქმიანობა დროებით აუკრძალონ....
თავზე თმა და გოლი რომელიც იყო, მაგრამ არ იყო
ერთხელ, ჟოზე მოურინიუმ თქვა, როდესაც შენი საქმე გიყვარს, თავიდან ერთი ღერი თმა არ ჩამოგივარდებაო. „განსაკუთრებულმა” ეს სიტყვები პეპ გვარდიოლას მიუძღვნა, მაგრამ ალბათ შეცდა. გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისა” და „უოტფორდის” ფინალის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში ისეთი რამ გააკეთა, რასაც ალბათ უფრო ფეხბურთისადმი გიჟური დამოკიდებულება ჰქვია. შაბათს, „სიტიმ” წლევანდელ მონაგარს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასიც შეჰმატა — „უოტფორდს” 6:0 მოუგო....





