განრისხებული ოლე გუნარ სულშერი იმ ხულიგნებს მოსდგა, რომლებმაც „მანჩესტერ იუნაიტედის” სახელს ჩირქი მოსცხეს, „ეტიჰედზე” სკამები აგლიჯეს და მეტოქე გუნდის სექტორს დაუშინეს — „კარაბაოს თასის” ნახევარფინალში მანჩესტერული დერბი შედგა, „სიტის” „იუნაიტედმა” სტუმრად 1:0 მოუგო, მაგრამ პირველ შეხვედრაში 1:3 ჰქონდა წაგებული და გავარდა. ფინალში „სიტი” „ასტონ ვილას” შეხვდება. უპირველეს ყოვლისა კი ნორვეგიელმა იმ რადიკალური გჯუფის წევრები გაკიცხა,...
ჭდე: პეპ გვარდიოლა
გვარდიოლა იუნაიტედის და რეალის მწვრთნელი არასდროს გახდება
პეპ გვარდიოლამ „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის წინ განაცხადა, ცხოვრებაში სხვა არჩევანი რომ აღარ მქონდეს, „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი მაინც არ გავხდებიო. შუაღამისას, „ოლდ ტრეფორდზე” მანჩესტერული დერბია. „მათ არასდროს გავწვრთნი, — თქვა კატალონიელმა, — ზუსტად ისე, როგორც არასდროს გავწვრთნი „რეალს”. თუ სხვა ვარიანტი აღარ მექნება, მალდივებზე წავალ ან გოლფის თამაშით შევიქცევ თავს”. შემდეგ, „ბარსელონას”...
გიჟური თამაში და გვარდიოლას კაპიტულაცია
დრამატული თამაში გამოუვიდათ „ვულვერჰემპტონსა” და „მანჩესტერ სიტის”. „ვულვზმა” მოიგო 3:2, არადა 0:2-ს აგებდა. ეს ჯერ კიდევ არაფერი. შეხვედრა იმით დაიწყო, რომ მე-12 წუთზე მსაჯმა მარტინ ატკინსონმა „სიტის” მეკარე ედერსონი გააძევა. მიზეზი: პორტუგალიელი დიოგო ჟოტა მასთან პირისპირ შევიდა, ბურთი თავზე გადაუგდო და… შთამბეჭდავად წაიქცა. თავდამსხმელსა და გოლკიპერს შორის მცირე კონტაქტი ნამდვილად იყო, მაგრამ კაცმა არ იცის,...
არსენალის გვარდიოლა
„არსენალის” ახალი მწვრთნელი მიკელ არტეტა ბორნმუთში, „დინ კორტზე”, გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში თავის პირველ შეხვედრაზე, ზუსტად პეპ გვარდიოლასავით ჩაცმული მივიდა. არტეტა „მეთოფეთა” მწვრთნელად გასულ კვირას დაასახელეს, მანამდე კი „მანჩესტერ სიტიში” გვარდიოლას თანაშემწე იყო. ეს ამბავი ყველაზე ადრე ფანებმა შეამჩნიეს და ატყდა დიდი პოსტვა სოციალურ ქსელებში. „ხალხო, ზუსტად გვარდიოლასავით ჩაცმა რასაც უნდა ნიშნავდეს, ალბათ გასაგებია… ეტყობა...
გვარდიოლა ქეიფში მარტო წავიდა
შარშან ამ დროს პეპ გვარდიოლა გაბრაზდა. მიზეზი: „სიტის” მანჩესტერის Great Northern Warehouse-ში (ჩრდილოეთის დიდი საწყობი — თბილისური „ფაბრიკის” ტიპის გასართობი ცენტრი, რომელიც ადრე მართლა საწყობი იყო) საკლუბო ქეიფი ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელებმა იქ რომ მოათავეს, ახლომახლო ბარებს მოედნენ და გადააბეს. ამას მოჰყვა მეორე დღეს, ვარჯიშზე, ნაბახუსევ მოთამაშეთა დასიებული სახეები და ორი მარცხი — მალევე „კრისტალ პალასთან”,...
მოურინიუ და ბევრი ფული
ინგლისი „ტოტენჰემის” ამბებზე გადაირია. ჩრდილო ლონდონელების თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ მრავალი დამსახურების მქონე მაურისიო პოჩეტინო გაუშვა და მის ადგილას ჟოზე მოურინიუ მიიყვანა. ბრიტანული მას-მედია ამ ამბავს ათასი კუთხით აშუქებს. ასე მაგალითად, წერენ, რომ მოურინიუ პოჩეტინოზე ორჯერ მეტ ხელფასს მიიღებს — წელიწადში 15 მილიონ გირვანქას. 56 წლის პორტუგალიელმა „სფურზთან” სამწელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გააფორმა. „დეილი მეილი” ამბობს, რომ ეს...
ორი პენალტი ლივერპულის კარში
პეპ გვარდიოლა გაცხარდა. კატალონიელის აზრით „ლივერპულისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 3:1 მოიგეს, მისი გუნდის სასარგებლოდ ორი პენალტი არ დანიშნეს. თან, პენალტის არდანიშვნა ერთია და ვიდეორეფერი მათ გადამოწმებასაც რომ არ ინებებს, მეორე. ამიტომაც, საფინალო სასტვენის შემდეგ გვარდიოლა მსაჯ მაიკლ ოლივერს ირონიული მადლობებით მივარდა. „სიტის” მწვრთნელისა და გულშემატკივრებისთვის ძნელი გადასატანი გამოდგა პირველი საეჭვო ეპიზოდი, როდესაც არბიტრმა...
შიშიანობა მანჩესტერში
კვირას „ლივერპული” – „სიტია” ანუ არსებობს საშიშროება, რომ მერსის პირას ჩასულ მანჩესტერელებს ადგილობრივი ცხელთავიანები ავტობუსს დაუმტვრევენ. თუმცა, ავტობუსს ვინ ჩივის… შესაბამისად, ინგლისის ჩემპიონი პოლიციისგან განსაკუთრებულ დაცვას ითხოვს. „ქალაქელებს” სიფრთხილის საბაბი ნამდვილად აქვთ: სოციალურ მედიაში უკვე დაიპოსტა მუქარის არაერთი წერილი. „სიტის” ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ კიდეც ლივერპულელ კოლეგებს — კარგად მოიფიქრეთ, როგორ უნდა დაგვიცვათო. შეგახსენებთ წინაისტორიას: 2018 წლის აპრილში...
სიტყვათა ომი ლივერპული-სიტის წინ
პეპ გვარდიოლამ ლივერპულელ სადიო მანეზე თქვა „მყვინთავი” არისო, რაზეც კოლეგას იურგენ კლოპმა უპასუხა. თავის მხრივ, მერსისაიდელთა გერმანელმა თავკაცმა „მანჩესტერ სიტი” ტაქტიკურ ფოლებში დაადანაშაულა. „ის ხანდახან ყვინთავს”, — ასე თქვა მანეს შესახებ „ქალაქელების” კატალონიელმა მწვრთნელმა შაბათს, მას მერე რაც „ლივერპულმა” ბირმინგემში „ასტონ ვილას” 2:1 მოუგო. კონკურენტი გუნდის ფეხბურთელზე კრიტიკულად ლაპარაკი გამოწვევას ჰგავდა, მითუფრო, რომ ახლა კვირას,...
სავსეა ცრემლთა შურისძიებით…
ყოველთვის თავჩახრილი, მშრომელი, პოზიტიური, ხმის არ ამწევი და ფეხბურთის თამაშზე უზომოდ შეყვარებული – ესაა ხავი მარტინესი. ბასკს ყველა ენდობოდა, იუპ ჰაინკესმა მის გადასაყვანად ყველაფერი გააკეთა, გვარდიოლას სადაც უჭირდა, მას ყველა პოზიციაზე ათამაშებდა, ისევე როგორც ანჩელოტი. გუნდიდან წასვლამდე, რაიფინიამაც ასე თქვა, ჰაინკესი და გვარდიოლა მენდობოდნენ, ნიკო კოვაჩი ვინ არის ძირითადში რომ არ მათამაშებსო. ხორვატს სხვა ხედვა...









