„მანჩესტერ სიტის” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ კორონავირუსთან ბრძოლას 1 მილიონი ევრო შესწირა. მან ფული ბარსელონის ანხელ სოლერ დანიელის ფონდს ჩაურიცხა. ეს ფონდი ბარსელონელ ექიმთა ოფიციალურ კოლეჯთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. ფონდმა, რომელიც უკვე საუკუნეა რაც არსებობს, ოფიციალური განცხადებით დაადასტურა „ბარსელონასა” და „ბაიერნის” ყოფილი მწვრთნელის ქველმოქმედების ფაქტი. გვარდიოლას გულუხვმა შენატანმა ახალი ძალა შესძინა კომპანიას, რომლის ფარგლებშიც უკვე აგროვებული...
ჭდე: პეპ გვარდიოლა
გვარდიოლა ამისთვის ათი დღე ემზადებოდა
პეპ გვარდიოლამ თქვა, „რეალთან” სათამაშო ტაქტიკას ათი დღე ვამუშავებდიო. შედეგად, იმ დღეს, როდესაც „მანჩესტერ სიტიმ” ორწლიანი ევროდისკვალიფიკაციის წინააღმდეგ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაცია შეიტანა, კევინ დე ბრუინის შთაგონებულმა ქალაქელებმა „სანტიაგო ბერნაბეუზე” 2:1 მოიგეს. ბელგიელმა პირველი გოლის დროს გაბრიელ ჟესუსს გაუწია საუცხოო ასისტენტობა (იხ. ვიდეო), მეორე კი თავად შეაგდო პენალტით. ანგარიში მადრიდელმა ისკომ გახსნა. ინგლისური პრესა წერს,...
არავითარი სხვა გზა არ გააჩნია!
„იუვენტუსის” ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო ამბობს, რომ პეპ გვარდიოლას ხვედრი იტალიური გუნდის გაწვრთნაა. მეორე მხრივ, გუშინ დაირხა ხმა, თითქოს გვარდიოლამ თავის ესპანელ მეგობრებს უთხრა, რომ აუკრძალავენ „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაში თამაშს თუ არა, მომდევნო სეზონში ის მაინც „ეტიჰედზე” იმუშავებს. პარასკევს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უეფა ინგლისის მოქმედ ჩემპიონს სჯის და ორი წლით უკრძალავს ჩემპიონთა ლიგაში...
მერე რა რომ სასჯელია…
ორივე ტოპ კატეგორიის მწვრთნელია და გვეეჭვება, ხედვებში თუ რაიმე პრინციპული შეუთავსებლობა არ არსებობს, რომელიმე ევროპულმა გრანდმა მათთან თანამშრომლობაზე უარი თქვას. ერთი, 2019 წლის ნოემბრის შემდეგ უმუშევარია და ეს მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში მისმა გუნდმა ევროსარბიელზე დამაჯერებლად ითამაშა და ფურორამდე სულ ცოტა დააკლდა. მეორეს კი ისეთი გამოცდილება უმაგრებს ზურგს თქვენი მოწონებული, ამჟამინდელ სამსახურშიც თავს მშვენივრად...
ნადირობის სეზონი გაიხსნა!
როგორც კი ხმა გავარდა, რომ „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაში ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, იმწუთასვე ცნობილი გახდა, რომ „რეალს” რაჰიმ სტერლინგის გადაბირება უნდა. „იუვენტუსს” კი პეპ გვარდიოლას მწვრთნელად მიყვანა სურს, თუმცა ეს ხომ მანამდეც ცნობილი იყო. პრინციპში, არც სტერლინგი მონდომებია „ლოს ბლანკოსს” უეფას ვერდიქტის შემდეგ. გარემარბის სანაცვლოდ მადრიდის კლუბი „ქალაქელებს” ისედაც უმზადებდა 180 მილიონ გირვანქას, მაგრამ ახლა იმედი...
რას ამბობდა „სიტი”, რას ამბობს, რას მოიგებს და მერე რა, რომ მოიგებს?
პეპ გვარდიოლა ყოველთვის ამბობდა, რომ ეს დღე არ დადგებოდა. უეფას „ფეარ ფლეის” გამომძიებელთა 15 თვიანი ჩხრეკის განმავლობაში კატალონიელს „პარტიული ხაზი” ეჭირა: მთელი ძალ-ღონით იცავდა შეიხ მანსურისა და აბუ დაბის რეჟიმის პატიოსნებას. ვისაც რა უნდა ეთქვა, ის იმეორებდა, რომ „სიტის” დისკვალიფიკაცია არ ემუქრებოდა. „გაიგეთ, ჩვენ არავინ არსაიდან მოგვკვეთავს. მე მჯერა ჩვენი თავმჯდომარის, ჩვენი აღმასრულებელი შეფის და...
უეფამ სიტის ევროპა დაუხურა
სენსაციური ცნობა უეფასგან: მომდევნო ორი სეზონში „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგაში ვეღარ ითამაშებს. ფინანსური ფიერ ფლეის დარღვევისთვის უეფამ „სიტი“ ლიგიდან 2020 -2021 და 2021 -2022 წლით მოკვეთა. ასევე, პეპ გვარდიოლას ბოსები ჯარიმის სახით 30 მილიონ ევროს გადახდიან. ეს ყველაფერი მომავალი სეზონიდან, წლეულს კი „სიტი“ მერვედფინალშია და მეტოქედ 2016-2018 წლებში ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგები მადრიდის „რეალი” ჰყავს....
ან რეალს მოვუგებ, ან…
პეპ გვარდიოლა ფიქრობს, რომ თუ „მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგაში „რეალს” ვერ დაამარცხებს, მას მოხსნიან. კატალონიელმა მწვრთნელმა, შარშან, „ქალაქელებს” ზედიზედ მეორედ მოაგებინა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული და ზედ ფეხბურთის ასოციაციისა და ლიგის (კარაბაოს) თასებიც დააყოლა, მაგრამ წლეულს ასე კარგად ვეღარ აქვს საქმე. 25 ტურის შემდეგ, საუცხოო ფორმაში მყოფი „ლივერპული” მანჩესტერელებს 22 ქულით უსწრებს. „სიტი” ჯერ კიდევ აგრძელებს...
ორჯერ მეტი დიეგო…
ფრანგული ეკიპის ცნობით დიეგო სიმეონე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. 49 წლის არგენტინელს მადრიდის „ატლეტიკო“ წელიწადში 43,6 მილიონ ევროს უხდის… ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე „სიტის“ თავკაც პეპ გვარდიოლას მონაგარი (23,4 მილიონი). შემდეგ მოდიან ლივერპულელი იურგენ კლოპი და „ტოტენჰემის“ თავკაცი ჟოზე მოურინიუ 17,5 მილიონით. მეხუთეზე „რეალის“ ზინედინ ზიდანია „სულ რაღაც“ 16,8 მილიონით. ცოტა არ იყოს, უცნაურად...
გვარდიოლა და იმედი
„ტოტენჰემთან“ წაგებული მატჩის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თავის ფეხბურთელებს გასახდელში 45 წუთი ესაუბრა და საპასუხოდ მათი პრეტენზიები მოისმინა. მწვრთნელს მიუმართავს, რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება „ლივერპულთან“ ჩამორჩენის შემცირებაო… შეგრდებმა მიუგეს, კარგი იქნება თუ გუნდში როტაცია შემცირდება და შედრებით სტაბილური შემადგენლობით ვითამაშებთო… საინტერესოა, რომ „მან.სიტის“ ამ სეზონში ერთი შემადგენლობით ზედიზედ ორი მატჩიც არ ჩაუტარებია, მიკელ...









