სერხიო აგუეროს ჰეთ-თრიკის წყალობით „მანჩესტერ სიტიმ” „არსენალს” 3:1 მოუგო და ლიდერს „ლივერპულს” მიუახლოვდა. „ქალაქელთა” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გასული კვირის შუაში „ნიუკასლთან” 1:2 დამარცხების შემდეგ ფიქრობდა, რომ მისი გუნდი საჩემპიონო ბრძოლას ფაქტობრივად გამოეთიშა, მაგრამ დღეს ინგლისის მოქმედი ჩემპიონი მერსისაიდელებს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ვაზუსტებთ: „ლივერპულს” თამაშით ნაკლები აქვს და ხვალ ლონდონში „ვესტ ჰემს” ხვდება, „სიტის” კი...
ჭდე: პეპ გვარდიოლა
რაფამ ლივერპულს გზა გაუკაფა
„მანჩესტერ სიტიმ” სერიოზული საჩემპიონო დარტყმა მიიღო — „ნიუკასლმა” 2:1 მოუგო, მაგრამ პეპ გვარდიოლა კაპიტულაციას არ აპირებს. ნიუკასლელთა თავკაცმა რაფა ბენიტესმა კი თავის ყოფილ კლუბს „ლივერპულს” დიდი საქმე გაუკეთა. ახლა მერსისაიდელებს უნიკალური შანსი აქვთ 29 წლის შემდეგ პირველად გახდნენ ინგლისის ჩემპიონები. არადა, „ნიუკასლისა” და „სიტის” შეხვედრაში „კაჭკაჭებმა” გოლი პირველივე წუთზე გაუშვეს — სრხიო აგუერომ 24-ე წამზე შეაგდო....
სამი საუკეთესო გუნდი გვარდიოლას აზრით
„ბიჭებო, ვიცი რომ ძალიან გულუხვი ხალხი ხართ, „მანჩესტერ სიტისთვის” არაფერი გენანებათ, მაგრამ ყოველთვის, როდესაც თქვენ ასეთ რამეს წერთ, ჩვენ თამაშს ვაგებთ ან ვბრკოლდებით”, — უთხრა ჟურნალისტებს პეპ გვარდიოლამ, როდესაც მისმა გუნდმა „ბარნლისთან” 5:0 მოგების შემდეგ ფეხბურთის ასოციაციის თასზე კიდევ ერთი ეტაპით წაიწია წინ. „ასეთი რამ” კი გახლდათ კითხვა, შეძლებს თუ არა „სიტი” მიმდინარე სეზონში ოთხივე...
კაილი უოქერის პრობლემა
ბოლო პერიოდში „მანჩესტერ სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდისა და ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველი, 28 წლის კაილი უოქერი თითქოსდა ამოიჩემა. ზოგადად ფეხბურთის მოყვარულს შეიძლებოდა გამორჩენოდა, მაგრამ „სიტის” ფანებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, რომ მან უოქერი დეკემბერში „ბორნმუთთან” და „ჰოფენჰაიმთან” არ ათამაშა, შემდეგ კი „კრისტალ პალასთან” ენდო და… ვაგლახ, უოქერმა უხეში შეცდომები დაუშვა. მას შემდეგ მცველი ისევ...
გვარდიოლა არ გააგდეს
პრემიერლიგის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, რომელშიც ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ” „ლივერპულს” 2:1 მოუგო, „ქალაქელთა” მწვრთნელს პეპ გვარდიოლას გაუმართლა მოედნიდან რომ არ გააგდეს. შეხვედრა დაძაბული გახლდათ. ანგარიში პირველ ტაიმში სერხიო აგუერომ გახსნა, მეორეში ლივერპულელმა რობერტო ფირმინომ გაქვითა და გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა, რომ მერსისაიდელები პრემიერლიგაში კვლავ დაუმარცხებლები დარჩებოდნენ, მაგრამ ლეროი სანემ მაინც „სიტის” გამარჯვება გამოჭედა. თამაშის მიწურულს სტუმრები მთელი ძალებით ცდილობდნენ...
დიდი მატჩი ხვალ ანუ ზეგ
პეპ გვარდიოლა ამბობს, რომ „ლივერპული” ცხრილში უპირატესობის შემნარჩუნებელი არ არის. მოგეხსენებათ, სადღეისოდ პრემიერლიგას მერსისაიდელები ლიდერობენ. ისინი მოქმედ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის” 7 ქულით უსწრებენ და ხვალ „ეტიჰედზე” ხვდებიან. უფრო სწორად, საქართველოსთვის ეს შეხვედრა ზეგ გაიმართება, რადგან ის ჩვენი დროით შუაღამისას იწყება. „ლივერპული” 1990 წლის შემდეგ არ ყოფილა ინგლისის ჩემპიონი. „სიტის” მწვრთნელმა გვარდიოლამ თავის ფეხბურთელებს უთხრა, რომ...
ჩვენ გვიყვარს ინტრიგა…
წლევანდელი პრემიერლიგა უკვე ისტორიულია. თამაშის ხარისხზე მოგვიანებით ვთქვათ და ჯერ ციფრები გავიოცოთ. – ეს სეზონი საუკეთესოა ლივერპულის ისტორიაში: 14 მოგება, 3 ფრე და 0 მარცხი. ეგ კი არა, ლივერპულმა ზედიზედ სამი მატჩიც რომ წააგოს, მიმდინარე სტარტი მაინც საუკეთესო იქნება მისთვის პრემიერლიგაში. – სიტის დღეისთვის 44 ქულა აქვს და ისტორიაში უკეთესი სტარტი მხოლოდ შარშან ჰქონდა. –...
ისკო ქალაქზე ფიქრობს
როგორც ესპანური AS იტყობინება, ისკო სერიოზულად განიხილავს „რეალის” დატოვებისა და „მანჩესტერ სიტიში” გადასვლის ვარიანტს. ინტერესი „ქალაქელთა” კატალონიელი თავკაცისგან პეპ გვარდიოლასგან მოდის. ისკოსაც ძალიან აწყობს „ეტიჰედზე” გადაბარგების ვარიანტი. ეს ყველაფერი ჭორი და ზერელე ლაპარაკი არ გეგონოთ. რამდენიმე დღის წინ ინგლისიდან მადრიდს აგენტი ჩაფრინდა, რომელიც „რეალის” წარმომადგენლებს შეხვდა და პრემიერლიგის ჩემპიონის ინტერესზე დაუწყო ლაპარაკი. მალაგელი გამთამაშებელი „რეალში”...
თქვენ მე თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებთ
ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ ინგლისში არც ერთ უცხოელ მწვრთნელს ისე არ აკვირდებიან და აკრიტიკებენ, როგორც მას. პორტუგალიელის აზრით მისი კოლეგები პეპ გვარდიოლა, მაურიციო სარი და იურგენ კლოპი გაცილებით იოლ პირობებში არიან. „მითხარით ერთი, რატომ ტყდება ყოველთვის ერთი ამბავი, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ამა თუ იმ ფეხბურთელს ვერ დაინახავენ? თან მიზეზს ყოველთვის დისციპლინის დარღვევაში ან მწვრთნელში...
გვარდიოლას ოცნება
პეპ გვარდიოლა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. ის გახლავთ ესპანეთის, გერმანიისა და ინგლისის ჩემპიონი, „ბარსელონას” თავკაცობის წლებში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოც აღუმართავს, მაგრამ თურმე ნუ იტყვით და კიდევ დარჩენია ერთი დიდი ოცნება. „მინდა ნაკრებ გუნდს ჩავუდგე სათავეში და ვიცი, ადრე თუ გვიან ასეც მოხდება, — თქვა გვარდიოლამ ლივერპულის უნივერსიტეტში შეხვედრის...

