16-22 მაისს ბელგრადი WTA-ს ტურს უმასპინძლებს. ტურნირის დირექტორი ნოვაკ ჯოკოვიჩის ძმა, ჯორჯ ჯოკოვიჩია, რომელმაც საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა. საქმე ის არის, რომ ჯოკოვიჩს სურვილი აქვს ტურნირში მონაწილეობა მიიღოს კიდევ ერთმა სერბმა ვარსკვლავმა – ანა ივანოვიჩმა. თუ სერბული მედიაში გავრცელებულ ცნობებს ვენდობით ივანოვიჩი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კორტზე ისევ გავა. 33 წლის ივანოვიჩმა კარიერა 2016 წელს დაასრულა, როდესაც...
ჭდე: ნოვაკ ჯოკოვიჩი
ბასილაშვილის მაიამური ბადე
ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე კვირაში მაიამის პრესტიჟულ ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 4.299.205 დოლარია, ხოლო გამარჯვებული 1.000 ქულას მიიღებს. ბასილაშვილი, რომელიც გასულ კვირაში ორი ადგილით დაქვეითდა და ახლა რეიტინგში 38-ე ჩოგანია, ტურნირზე 27-ე ნომრადაა განთესილი. ეს იმის გამო, რომ რამდენიმე წამყვანმა ჩოგბურთელმა მაიამიში თამაშზე უარი თქვა, მათ შორის დიდმა სამეულმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რაფა ნადალმა და...
პრეზიდენტმა ჯოკოვიჩს ავსტრალია მიულოცა
სერბეთის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ვუჩარიჩმა ნოვაკ ჯოკოვიჩის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვება მიულოცა. „ძალიან გულითადი მილოცვა ჩემგან. მეცხრედ ავსტრალიის ღია პირველობის მოგება დიდი საქმეა. მორიგი შედევრალური და დიდებული გამარჯვება. ეს სერბი ხალხის კიდევ ერთი დიდი სიხარულია და არამარტო ჩოგბურთის მოყვარულების. მადლობა ნოლე! დიდება სერბეთს!, – დაწერა ვუჩიჩიმა საკუთარ ტვიტერზე. შეგახსენებთ, ნოლემ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რუსი დანილ...
ქალებმა გაარკვიეს, ჯოკოვიჩი ელის
რუსი ასლან კარაცევისთვის ავსტრალიური ზღაპარი დასრულდა. 114-ე ჩოგანმა იმდენი კი მოახერხა, რომ „დიდი მუზარადის“ ნახევარფინალში გასულიყო, მაგრამ იქ ნოვაკ ჯოკოვიჩთან უშანსოდ დამარცხდა – 3:6, 4:6, 2:6. სერბმა მარტივად მოიგო, ფინალში გავიდა და მორიგი ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ჯოკოვიჩი ფინალში რუს დანილ მედვედევსა და ბერძენ სტეფანოს ციციპასს შორის უმჯობესს შეხვდება, რომლებიც ურთიერთობას ერთმანეთში ხვალ გაარკვევენ....
ნადალმა პირველობა გადადო
რაფა ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალში უდიდესი უპირატესობა გაანიავა და „დიდი მუზარადის“ ტურნირების მოგების 21-ე შანსი გადადო. არადა, ესპანელს ეს ტურნირი რომ მოეგო, მეიჯორის ტიტულებით ერთპიროვნულად დაწინაურდებოდა და როჯერ ფედერერთან გასაყოფი არაფერი ექნებოდა. ნადალი ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა – 6:3, 6:2, 6:7, 4:6, 5:7. როგორც ხედავთ, ესპანელი ორი სეტის შემდეგ ისე იგებდა, საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი...
შემაჯამებელი შვარცმანმა შეკრა
15-22 ნოემბერს, ლონდონში, წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება, სადაც ყოველთვის ის საუკეთესო 8 სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებიც ATP-ს რეიტინგის სათავეში არიან, თუმც გადანაცვლებაც ხდება – წლეულს, მაგალითად, ლონდონში არ ითამაშებს ლეგენდარული როჯერ ფედერერი. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელი სუპერვარსკვლავი 2020 წლის 7 თებერვლის მერე აღარ გასულა კორტზე – 39 წლის ვეტერანი ტურნირებზე გამოსვლისგან თავს კორონავირუსის პანდემიის გამო იკავებს....
ნოვაკი სამპრასს გაუსწორდა
ვენაში მიმდინარე ტურნირის მეორე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხორვატი ბორნა ჩორიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა. ამით მან გაინაღდა კალენდარული წლის შედეგებით მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი. ეს მისი მეექვსე მსგავსი წარმატებაა. მანამდე ნოვაკი საუკეთესო 2011, 2012, 2014, 2015 და 2018 წლებში გახდა. ამ შედეგით სერბმა უკან მოიტოვა რაფა ნადალი და როჯერ ფედერერი, რომლებსაც პირველ საფეხურზე წელიწადი 5-5-ჯერ აქვთ...
100:2
ფანტასტიურია! ესპანელმა რაფა ნადალმა „როლან გაროსის“ ფინალში სამ სეტში „ჩამოალაბორანტა“ ნოვაკ ჯოკოვიჩი და საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული მეცამეტედ გახდა. რაფას ამ ტურნირზე სულ 15-ჯერ აქვს ნათამაშევი და სულ ორი მარცხი განიცადა, ნოვაკთან მოგება კი მე-100 იყო. ჯამში მისი სლემტიტულების ოდენობა 20 გახდა, რითაც როჯერ ფედერერს გაუტოლდა. საფრანგეთში 13 ტიტულიდან 4 ესპანელს სეტის დაუთმობლად აქვს მოგებული...
ჯოკოვიჩი პირველობით მეორეა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ს რეიტინგის სიის სათავეში უკვე 287 კვირაა იმყოფება. ამ მონაცემებით სერბმა ამერიკელ პიტ სამპრასს გადაასწრო, რომელმაც რეიტინგის სიის თავში ყოფნა „მხოლოდ“ 286 კვირა შესძლო. შედეგად, „ნოლემ“ მეორე ადგილზე გადავიდა რეიტინგის თავში ყოფნით. პირველი როჯერ ფედერერია, რომელიც 310 კვირის მანძილზე არავის უთმობდა პირველობას. TOP 5-ში ასევე შედიან ჩეხი ივან ლენდლი...
ნოლეს სურს და რაფას არ მოსწონს…
სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ის მოთამაშეთა საბჭოს თავმჯდომარედ ითვლება, მაგრამ გადაწყვიტა ორგანიზაცია დატოვოს და ახალი, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია ჩამოაყალიბოს. ამ საქმეში ჯოკოვიჩს თანამოაზრეებიც ჰყავს – ამერიკელი ჯო ისნერი და კანადელი ვაშეკ პოსპიშილი. ჩოგბურთელებმა უკვე დაიწყეს აქტიური მოქმედებები და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ხელმოწერებს აგროვებენ, რომ ახალმა ორგანიზაციამ მალე დაიწყოს ფუნქციონირება. ახალ ინიციატივას გამოეხმაურა ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი: „კარგად...









