US OPEN-ის ახალი გამარჯვებული ან ავსტრიელი დომინიკ ტიმი იქნება, ანაც გერმანელი ალექსანდრ ზვერევი. ნახევარფინალში ტიმის მეტოქე რუსი დანილ მედვედევი იყო. მიუხედავად იმისა, რომ განთესვით ერთი საფეხურით მაღლა ტიმი იდგა, ბუქმეიკერები ფავორიტად რუს ჩოგბურთელს მიიჩნევდნენ. თუმცა, ავსტრიელმა იმარჯვა. არცთუ იოლად – პირველი სეტი 6:2 კი მოიგო, მაგრამ მომდევნო ორში უკვე ტაი ბრეიქი გახდა საჭირო. აი, ზვერევმა...
ჭდე: ნოვაკ ჯოკოვიჩი
წესი წესია
ესპანელი ჩოგბურთელი პაბლო კარენო-ბუსტა US OPEN-ის ნახევარფინალშია და გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება. მეოთხედფინალში ესპანელმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა დენის შაპოვალოვთან და ხუთსეტიან ჩოგნაობაში დაამარცხა – 3:6, 7:6, 7:6, 0:6, 6:3. თუმცა, მისი მეოთხედფინალში გასვლაც კი, იღბალზე იყო დამოკიდებული. როგორც იცით, შაპოვალოვთან თამაშის უფლება თითქმის უბრძოლველად მოიპოვა – მისი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირიდან დისკვალიფიცირებული იქნა. სერბმა სპორტსმენმა...
ჯოკოვიჩი ამერიკიდან გაუშვეს
US open-ზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი უკანასკნელი მოჰიკანი იყო იმ დიდი ბიჭებიდან, ვისაც „დიდი მუზარადის“ ტურნირი მოგებული ჰქონდა. წუხელ კი ნოლე ტურნირს დაემშვიდობა და გამოვიდა, რომ ჯილდოს ვინმე პირველად მიიღებს. და არ იკითხავთ როგორ გამოეთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ტურნირს მეოთხე წრეში? არასპორტული ქცევის გამო ჯოკოვიჩმა დისკვალიფიკაცია მიიღო. ასეთი სასჯელი კი, მას მერე დაიმსახურა, რაც ბურთი მსაჯისკენ...
ამერიკას მუზარადიანები აკლდებიან
2020 წლის US Open-დან ხორვატი მარინ ჩილიჩიც გავარდა, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის ღია პირველობას ერთადერთი ჩოგბურთელი შემორჩა, რომელსაც „დიდი მუზარადის“ ტურნირი აქვს მოგებული – სადღეისოდ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. ჩილიჩმა US Open 2014 წელს მოიგო, წლეულს კი მესამე ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა, სადაც ავსტრიელ დომენიკ ტიმთან 2:6, 2:6, 6:3, 3:6 დათმო. მანამდე იგივე დაემართა „დიდი მუზარადის“...
ნოლემ ნიუ იორკში მოიწყინა
სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი US OPEN-ის წინ მშვენიერ ხასიათზე დადგა. ნოლემ ცინცინატის მასტერსი კორონავირუსის გამო ნიუ იორკში გადატანილი АТР-ს 1000-იანი ტურნირი მოიგო. გადამწყვეტ მატჩში სერბმა კანადელი მილოშ რაონიჩი დაამარცხა – 1:6, 6:3, 6:4. როგორც ხედავთ, პირველი სეტი ჯოკოვიჩმა უშანსოდ წააგო, მაგრამ, შემდეგ საკუთარი თამაში მოახვია მეტოქეს და… „პირველ სეტში მილოში შესანიშნავი იყო. თავადაც რამდენიმე ორმაგი...
მხოლოდ ნოლე
US Open-ზე დიდი სამეულის ერთ-ერთ წარმომადგენელს მაინც ვიხილავთ – მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობაზე თამაში გადაწყვიტა, თუმც სერბი ჩოგბურთელი იქვე გამოტყდა, რომ ორგანიზატორების მკაცრი მოთხოვნები რთული შესასრულებელი იქნება. „სამედიცინო პროტოკოლითა და უსაფრთხოების წესების დაცვით US Open-ზე თამაში იოლი არ იქნება. ამ ტურნირისთვის ჩემ გუნდთან ერთად ვემზადებოდი და მგონი, კარგ ფორმაში ვარ. მზად...
ამერიკა დიდი სამეულის გარეშე
ამერიკის ღია პირველობა 31 აგვისტოს ნიუ იორკში დაიწყება. გაირკვა, რომ წლეულს ტურნირს ახალი გამარჯვებული ეყოლება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი ამერიკაში არ ითამაშებს. „ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აშშ-ის ღიაზე არ ვითამაშო. მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა, კოვიდ 19-ის შემთხვევები იზრდება და როგორც ჩანს, ჩვენ მას ჯერაც ვერ ვაკონტროლებთ,“ – თქვა ესპანელმა. 34 წლის ნადალი, სავარაუდოდ,...
Adria Tour – ახალი კორონა ბომბი
ჩემპიონთა ლიგის „ატალანტა“ – „ვალენსიას“ მატჩს ეპიდემიოლოგიური ბომბი უწოდეს. მასშტაბებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ არანაკლები მოხდა საჩობურთო ტურნირ Adria Tour-ზე, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ორგანიზებით ჩატარდა. დაავადებულთა რიცხვს ერთ-ერთი ხორვატული ტელევიზიის სპორტული ჟურნალისტი მირნა ზიდარიჩი შეემატა. ზადარში გამართულ ტურნირზე ჟურნალისტმა თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც კორონაზე ტესტი გაიარა და დადებითი პასუხი მიიღო. მოკლედ, Adria...
ნოვაკს ვირუსი დაუდასტურდა
ბალკანური ტურნირების სერიის ჩატარება უცუდესი იდეა აღმოჩნდა. მოწვეულ ჩოგბურთელთა ნაწილის ინფიცირების შემდეგ, კორონავირუსი მასპინძელს – ნოვაკ ჯოკოვიჩსაც დაუდასტურდა. დადებითი პასუხი აჩვენა ნოვაკის ცოლის ტესტმაც. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ამ ამბავს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა: “ტურნირის ორგანიზება იმ მომენტში გადავწყვიტეთ, როდესაც ვირუსი უკან იხევდა. ჩვენ გვჯეროდა, რომ არსებულ პირობებში ტურნირის ჩატარება დასაშვები იყო. სამწუხაროდ, ვირუსი არსად წასულა და...
ჯოკოვიჩის კლასტერი
მსოფლიო ჩოგბურთს ჯოკოვიჩის კლასტერი შეესია. სერბი მეჩოგნის მიერ მოწყობილ Adria Tour-ის შემდეგ კორონავირუსი ვიქტორ ტროიცკისაც დაუდასტურდა. ნოლეს თანამემამულეს სპეციალური ტესტი ჩაუტარდა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა. დაინფიცირებულია ტროიცკის მეუღლეც, ხოლო მის მცირეწლოვან გოგონას ვირუსი არ აღმოაჩნდა. ტროიცკიმ ბელგრადში გამართულ Adria Tour-ში მიიღო მონაწილეობა, გასულ კვირას კი „აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატზეც“ ითამაშა. ორივე ტურნირზე ტროიცკი ჯოკოვიჩს, ალექსანდრ ზვერევს,...









