როლან გაროსზე სენსაციები გრძელდება. დანილ მედვედევისა და იანიკ სინერის შემდეგ ტურნირს ნოვაკ ჯოკოვიჩიც დაემშვიდობა. სერბი ჩოგბურთელი 1/16 ფინალში ბრაზილიელ ჟოაო ფონსეკასთან დამარცხდა – 6:4; 6:4; 3:6; 5:7; 5:7. მატჩი 4 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა და ჯოკოვიჩი გამარჯვებასთან ახლოს იყო. 39 წლის ჩოგბურთელმა საწყისი ორი სეტი მოიგო და თითქოს შემდეგ ეტაპზე გასვლა არ უნდა გასჭირვებოდა,...
ჭდე: ნოვაკ ჯოკოვიჩი
კარლოს ავსტრალიელი
კარლოს ალკარასმა ავსტრალიის ღია პირველობა პირველად მოიგო. გადამწტვეტ მატჩში ესპანელმა ამ ტურნირის 10-გზის გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2:6; 6:2: 6:3; 7:5 დაამარცხა. პირველი სეტი ჯოკოვიჩმა წაიღო. კორტზე ძველი, დიდებული ნოვაკი იდგა, მაგრამ საქმეში ახალგაზრდული ენერგია და შემართება ჩაერთო და 22 წლის ესპანელმა 38 წლის სერბს სამი სეტი ზედიზედ მოუგო და მელბურნში პირველად იმარჯვა. მსოფლიო რეიტინგის...
ნოლემ ტრადიცია ჩაშალა
ავსტრალიის ღია პირველობის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. კაცთა შორის ორივე ნახევარფინალში მაგარი ბრძოლა იყო და ორივე ხუთსეტიანი გამოდგა; ქალთა შორის კი გამარჯვებულები მარტივად გამოვლინდა. ესპანელმა კარლოს ალკარასმა გერმანელი ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა – 6:4; 7:6; 6:7; 6:7; 7:5. მატჩი ხუთ საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ავსტრალიური სლემის ისტორიაში მესამე ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა აღმოჩნდა. არადა, ზვერევი ახლოს...
ოთხეულები შეივსო
ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალისტები სრულად შეივსო. მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი გაუმართლა. სერბი ლორენცო მუზეტისთან სეტებში 0:2 ჩამორჩა, მაგრამ იტალიელმა ტრავმა მიიღო და ტურნირს გამოეთიშა, თუმც ჯოკოვიჩი ნახევარფინალში იტალიელს მაინც ვერ აცდა – მისი მეტოქე იანიკ სინერი იქნება. რეიტინგის მეორე ნომერმა ამერიკელი ბენ შელტონი ისე დამარცხება, რომ ყველა სეტში თითო ჩაწოდება წაართვა – 6:3; 6:4; 6:4. ნახევარფინალისტები...
უსენსაციო ავსტრალია
ავსტრალიის ღია პირველობა სენსაციების გარეშე მიმდინარეობს. წლის პირველი დიდ მუზარადის მეოთხედფინალში თითქმის ყველა განთესილი ჩოგბურთელი გავიდა. კაცთა შორის მეოთხედფინალში რვა განთესილიდან შვიდია, მერვედ 20 წლის ამერიკელი ლერნერ ტიენი (25-ე რეიტინგში) ჩაემატა. მეოტხედფინალური წყვილები ასეთაი: კარლოს ალკარასი – ალექს დე მინორი; ალექსანდერ ზვერევი – ლერნერ ტიენი; ლორენცო მუზეტი – ნოვაკ ჯოკოვიჩი; ბენ შელტონი – იანიკ სინერი....
ნოლემ უარი თქვა…
ტურინში რვა საუკეთესო ჩოგბურთელს შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო. თუმცა, მოხდა ერთი ჩანაცვლება – რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურინში თამაშზე უარი თქვა და მის ნაცვლად საქმეში ლორენცო მუზეტი დღეს ჩაერთვება. გუშინ უკვე ითამაშა ორმა წყვილმა: ჯერ კორტზე პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს ალკარასი და ავსტრალიელი დე მინაური გავიდნენ. კარლიტომ პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე 7:6 მოიგო,...
მოსალოდნელი ნახევარფინალები
„უიმბლდონზე“ ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. კარლოს ალკარასმა და ტეილორ ფრიცმა გუშინ იმარჯვეს, დღეს კი მათ იანიკ სინერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი შეუერთდნენ. ესეც მოსალოდნელი ნახევარფინალი იყო და ფავორიტებს ძალიან არ უწვალიათ. სინერმა ამერიკელი ბენ შელტონი 7:6; 6:4; 6:4 დაამარცხა. იტალიელს მხოლოდ პირველ სეტში გაუჭირდა, რომელიც ტაი ბრეიკზე მოიგო. შემდეგ კი, კლასში უპირატესობას ხელიდან არ უშვებდა. ნოლემ ერთი...
პირველი ტრავმამ გადაარჩინა
„უიმბლდონზე“ მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო და უნდა ითქვას, რომ მაინცდამაინც ხმაურიანი სენსაცია არ მოხდარა. ამის ერთადერთი შანსი პირველი ჩოგნის, იანიკ სინერის გავარდნა იქნებოდა, მაგრამ გრიგორი დიმიტროვთან 0:2 ჩამორჩენის შემდეგ გაუმართლა, ბულგარელმა მეტოქემ ტრავმა მიიღო და იტალიელი მეოთხედფინალში ასე გავიდა. სინერს ქვემოთ დავუბრუნდებით, მანამდე კი დღევანდელ მატჩებზე ვთქვათ: კარლოს ალკარასმა კამერონ ნორის სამ სეტში მარტივად მოუგო და...
ბასილაშვილი მუსეტიზე გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონზე“ ძირითად ბადეში ითამაშებს. ჩვენიანმა კვალიფიკაციის ფინალში არგენტინელ ხუან პაბლო ფიცოვიჩს 1:6; 7:5; 6:2; 6:1 მოუგო. თამაში საინტერესო გამოდგა. ჯერ არგენტინელმა მოიგო მარტივად, შემდეგ ბასილაშვილმა ბრძოლაში გაათანაბრა, თუმცა მერე ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე უშანსოდ დატოვა. შეგახსენებთ, მანამდე ბასილაშვილმა ესპანელ პაბლო ლამას რუიზსა (6:3; 4:6; 6:3) და ჰონგ კონგელი ჩაკ ლამ კოლმან ვონგს (7:6; 7:6)...
ერთი, ორი – ჩოგბურთელებმა საფრანგეთში გაითვალეს
„როლან გაროსზე“ ყველაფერი დალაგდა – ორივე ერთეულთა ფინალში ფავორიტები ითამაშებენ. კაცებში ამის უფლება იანიკ სინერმა და კარლოს ალკარასმა მიიღეს. სინერმა მძიმე ბრძოლაში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა – 6:4; 7:5; 7:6. ყველა სეტში მაგარი ბრძოლა იყო. პირველში საქმე ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, მეორეში ჯოკოვიჩმაც მოახერხა იტალიელისთვის ჩაწოდების წართმევა, მაგრამ სინერმა ეს ორჯერ მოახერხა. მესამეში საკუთარი ჩაწოდება არც ერთს...









