ნოლემ უარი თქვა…

Home კატეგორიის გარეშე ნოლემ უარი თქვა…
ნოლემ უარი თქვა…

ტურინში რვა საუკეთესო ჩოგბურთელს შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო. თუმცა, მოხდა ერთი ჩანაცვლება – რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურინში თამაშზე უარი თქვა და მის ნაცვლად საქმეში ლორენცო მუზეტი დღეს ჩაერთვება.

გუშინ უკვე ითამაშა ორმა წყვილმა: ჯერ კორტზე პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს ალკარასი და ავსტრალიელი დე მინაური გავიდნენ. კარლიტომ პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე 7:6 მოიგო, მეორეში კი მარტივად იმარჯვა – 6:2. შემდეგ კი გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა და ამერიკელმა ბილ შელტონმა ითამაშეს. აქაც თითქმის იგივე ანგარიში დაფიქსირდა – ზვერევმა პირველი სეტი 6:3 მოიგო, მეორეში კი მეტოქეს ტაი-ბრეიკზე აჯობა – 7:6.

დღეს კორტზე მუზეტი-ფრიცი და სინერი-ოჟე ალიასიმი გავლენ.

 

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...