„უიმბლდონზე“ ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. კარლოს ალკარასმა და ტეილორ ფრიცმა გუშინ იმარჯვეს, დღეს კი მათ იანიკ სინერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი შეუერთდნენ. ესეც მოსალოდნელი ნახევარფინალი იყო და ფავორიტებს ძალიან არ უწვალიათ.
სინერმა ამერიკელი ბენ შელტონი 7:6; 6:4; 6:4 დაამარცხა. იტალიელს მხოლოდ პირველ სეტში გაუჭირდა, რომელიც ტაი ბრეიკზე მოიგო. შემდეგ კი, კლასში უპირატესობას ხელიდან არ უშვებდა.
ნოლემ ერთი სეტი წააგო და იტალიელ ფლავიო კობოლის 6:7; 6:2; 7:5; 6:4 მოუგო. ცუდად არც აპენინელი გამოიყურებოდა, მაგრამ ჯოკოვიჩი ტემპს სწორედ მაშინ უმატებდა, როდესაც საჭირო იყო.
ნახევარფინალისტები გაირკვა ქალთა შორისაც. მეორე წყვილი იგა შვიონტეკმა და ბელინდა ბეჩიჩმა შეავსეს. პოლონელმა ბარიერი უპრობლემოდ გადალახა. ლუდმულა სამსონოვასთან დაპირისპირებაში წყვილის უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა და – 6:2; 7:5.
შვეიცარიელმა კი პირიქით – ფავორიტ მეტოქეს მოუგო და მირა ანდრეევას დასამარცხებლად დიდი ჯახი გადაიტანა – 7:6, 7:6.
აღსანიშნავია, რომ ბენჩიჩი 2019 წლის ამერიკის ღია პირველობის შემდეგ საუკეთესო ოთხეულში პირველად გავიდა. შეგახსენებთ, ნახევარფინალში ერთმანეთს არინა საბალენკა-ამანდა ანისიმოვასაც ითამაშებენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
