შაბათ საღამოს პარიზის გარეუბან ბოჟივალეში მდებარე ვილაში, რომელიც ნეიმარს ეკუთვნის, მავანი 26 წლის ახალგაზრდა შეიპარა. ანგოლური ფესვების მქონე ემიგრანტმა თითქმის ვილის შესასვლელ კარამდე მიაღწია, მაგრამ დაცვის სამსახურმა რეაგირება მოაწრო და დააკავა. დაუპატიჟებელი სტუმარი პოლიციას გადასცეს. მას თან აღმოაჩნდა ზურგჩანთა, რომელშიც რამდენიმე „ბიბლია“ იდო. როგორც დაკავებულმა განაცხადა, ნეიმარისთვის „ღმერთის სიტყვის“ გადაცემა სურდა. ღამის საათებში საღვთო სჯულის...
ჭდე: ნეიმარი
ეკიპი: ნეიმარი პარიზში რჩება
დღეს, წესითა და რიგით, „პარი სენ ჟერმენი” ნეიმართან კონტრაქტს განაახლებს. ბრაზილიელი, ფრანგულ კლუბთან თანამშრომლობას 2026 წლამდე დაყაბულებულა. აქამდე, ნეიმარის კონტრაქტი, კილიან მბაპეს ხელშეკრულების მსგავსად, ძალაში 2021-22 წლების სეზონის დასრულებამდე იყო. დადიოდა ხმები, თითქოს ზაფხულში ნეიმარი „ბარსელონაში” დაბრუნდებოდა, მაგრამ ამას ხომ 2017 წლის შემდეგ, ყოველ ზაფხულს ამბობდნენ. ერთი წლის წინ, ნეიმარის მოსათაფლად კატალონიიდან პარიზში „ბარსას” წარმომადგენლებიც...
როგორ დამარცხდა გამარჯვებული ბაიერნი…
ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებული „ბაიერნი” შეჯიბრებას გამოეთიშა — „პარი სენ ჟერმენს” მისთვის მიუნხენში 3:2 ჰქონდა მოგებული და, მართალია, პარიზში 0:1 წააგო, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში, ნახევარფინალში გავიდა. მოკლე მიმოხილვა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, გერმანული „შპორტ ბილდიდანაა” ნასესხები. გერმანული ჟურნალი თავის საიტზე წერს, რომ ასეთი მწარე მარცხი „რეკორდმაისტერის” 56 წლის მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ჯერ არ უწვნევია....
ნეიმარი ისევ გააძევეს.
ნეიმარი მოედნიდან გააძევეს. „პარი სენ ჟერმენი” შინ დამარცხდა „ლილთან” (0:1) და გამარჯვებულს ცხრილში ლიდერობა დაუთმო. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პირველი ყვითელი ბარათი 48-ე წუთზე მიიღო, 90-ე წუთზე კი 20 წლის პორტუგალიელ მეტოქეს, ტიაგო ჯალოს ხელი ჰკრა, აუტის ხაზს გადაღმა გადავარდნილი ბურთის აღების საშუალება არ მისცა და მეორე ყვითლითაც დაისაჯა. ეს გახლდათ ნეიმარის მესამე გაძევება საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო...
კური… ოზული განცხადება
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ ანდრე კური ბრაზილიურ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ადრე ის „ბარსელონას” სკაუტი იყო. მან აღმოაჩინა ნეიმარი, გახდა მისი აგენტი, ახლა კი არგენტინულ გაზეთ El Litoral-თან ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით ნეი ისევ ლეო მესის თანაგუნდელი გახდება, ოღონდ… „პარი სენ ჟერმენში” კი არა, „ბარსელონაში”. კორონაკრიზისის პირობებში ეს როგორ უნდა მოხდეს ჯერ არ...
ნეიმარი: პენალტი კი არა, მასხარობა იყო
„პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელმა ვარსკვვლავმა ნეიმარმა ტვიტერში დაწერა ეს პენალტი კი არა, მასხარობა იყოო, მაგრამ თავისი ტვიტი მალევე წაშალა — საქმე ეხებოდა „ბარსელონასა” და პსჟ-ს წუხანდელი შეხვედრის იმ ეპიზოდს, როდესაც ჰოლანდიელმა მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა სტუმრების კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი ლეო მესიმ გაიტანა. მიმდინარეობდა პირველი ტაიმის 27-ე წუთი. „ბარსა” დაწინაურდა. ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში...
დიდი რემონტიდან ოთხი წლის შემდეგ
დღეს, 1440 დღის შემდეგ, „პარი სენ ჟერმენი” ბრუნდება „კამპ ნოუზე” ანუ იქ, სადაც 50 წლიანი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კოშმარული საღამო დაატყდა თავს. მაშინ, პარიზელები ბარსელონაში ამაყად ჩავიდნენ, შინ 4:0 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ… 1:6 წააგეს და გავარდნენ. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წლების გათამაშების მერვედფინალი. ის შეხვედრა „ლა რემონტადას” ანუ დაბრუნების სახელით შევიდა ისტორიაში, თუმცა, შემდეგ,...
ნეიმარის ემოციური პოსტი
ნეიმარი ტრავმის გამო, მომდევნო კვირაში, „ბარსელონასთან”, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებას გამოტოვებს. „პარი სენ ჟერმენის” გულნატკენმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა თავის განცდები ინსტაგრამში გამოხატა. ფორვარდმა „კაენთან” საფრანგეთის თასის შეხვედრაში საზარდული იტკინა. ვიდეო შეგიძლიათ ქვემოთ ნახოთ. „ძალიან დავდარდიანდი. გულისტკივილი აუტანელია, მუდმივად ვტირი. კიდევ ერთხელ მომიწევს რაღაც ხნით იმის შეწყვეტა, რაც ასე ძალიან მიყვარს — ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებ. ხანდახან, ჩემი...
ათწლეულის ათეული
ფეხბურთის ისტორიისა და სტსტისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 150 ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა და გასული ათწლეულის საიკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. ბუნებრივია, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მიღებული სურათი მეტნაკლებად ობიექტური გამოვიდა. ათწლეულის საუკეთესო ათეულში შემდეგი ვარსკვლავები მოხვდნენ: 1. ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა) 2. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი, პორტუგალია) 3. ანდრეს ინიესტა (ვისელ კობე, ესპანეთი) 4. ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია) 5. სერხიო...
ნეიმარი: იმედია, მბაპეც
ფრანგულ მედიასთან საუბრისას პსჟ-ის ლიდერმა ირიბად მიანიშნა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგი არ არის: „ბოლო პერიოდში კლუბში ბევრი რამ შეიცვალა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. შემიძლია გითხრათ, რომ სულ მცირე მომავალ სეზონს პსჟ-ში გავატარებ. იმედი მაქვს, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს კილიან მბაპეც. ერთად სერიოზული წარმატების მიღწევა შეგვიძლია.“ შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა 2022 წელს ეწურება....









