მაურისიო პოჩეტინომ მწვრთნელის კარიერა მეტად იღბლიანად განაგრძო. არგენტინელი „პარი სენ ჟერმენში” სულ სამი თამაშია რაც მივიდა და უკვე ჯილდო მოიგო — პარიზელებმა ლანსში მთავარი მოქიშპე, „მარსელი”, 2:1 დაამარცხეს და საფრანგეთის სუპერთასს დაეპატრონენ. არადა, როდესაც „ტოტენჰემ ჰოთსპურს” წვრთნიდა, პოჩეტინომ, რომელიც ახლა 48 წლისაა, ინგლისის ლიგის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალები წააგო. „მარსელთან” შეხვედრაში ანგარიში პსჟ-ს ახალი მწვრთნელის...
ჭდე: ნეიმარი
პარიზელთა არგენტინული ამბავი
მაურისიო პოჩეტინოს პსჟ-ში ორი თანამემამულის – „სიტის“ სერხიო აგუეროს და „ბარსას“ ლეო მესის ხილვა რომ სურს, უვნე ცნობილი ამბავია. თუმც, ეს იმდენად ძვრადღირებული ოცნებაა, პსჟ-ის ბოსების ჯიბე რომც გაწვდეს, ფეარ-ფლეის პრინციპები დაირღვევა. შესაბამისად, პოჩეტინომ რომელიმე სუპერვარსკვლავზე უარი უნდა თქვას. არგენტინელს ნეიმარი უფრო ეძვირფასება და, შეიძლება, კილიან მბაპე დათმოს. არადა, მბაპემ ამ სეზონის 20 შეხვედრაში 14...
მესი შემადგენლობაში ვერ მოხვდა
ამასაც მოვესწარით: ვიღაცამ გაბედა და ლეო მესი შემადგენლობის მიღმა დატოვა. ეს „ვიღაც“ არც მეტი, არც ნაკლები, ფრანგული გამოცემა L’Eguipe გახლავთ. ფრანგებმა 2020 წლის სიმბოლური ნაკრები 4-4-2 სისტემით შეადგინეს და მასში მესის ადგილი ვერ ნახეს. საუკეთესო 11-ეული ასე გამოიყურება:
მესი: გასული ზაფხული რომ დაბრუნდეს, კვლავ წასვლას მოვითხოვდი
ლეო მესი ესპანური ტელეკომპანია La Sexta-ს წამყვან ჯორდი ევოლეს გადაცემაში ესტუმრა და თქვა, რომ არ იცის მიმდინარე სეზონის დამთავრების შემდეგ დარჩება „ბარსელონაში” თუ არა. ყველა ვარიანტში შევეცდები ისე მოვიქე, რომ ჩემთვისაც კარგი გამოვიდეს და კლუბისთვისაცო, თქვა „ბლაუგრანას” კაპიტანმა. უამრავჯერ დაიწერა, რომ „ბარსას” არგენტინელ ვარსკვლავს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურება. იყო წინაისტორიაც:...
რონალდუს მეოთხე, მესის მეხუთე
Forbes-მა 2020 წელი შეაჯამა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ტოპ 5-ში მესამე ადგილზე მოხვდა ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი (106,3 მილიონი დოლარი წელიწადში), მეოთხე ადგილზე გავიდა ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი კრიშტიანუ რონალდუ (105 მილიონი), ხოლო მეხუთეზე „ბარსელონას“ არგენტინელი კაპიტანი ლეო მესი (104 მილიონი). ათეულში შევიდა კიდევ ორი სპორტსმენი: პსჟ ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი (მეშვიდე ადგილი,...
ნეიმარი ბრაზილიელმა დაამტვრია
„პარი სენ ჟერმენმა” წუხელ „ლიონთან” 0:1 წააგო, მაგრამ ეს ამბავი დაჩრდილა თამაშის მიწურულს, მსაჯის წამატებულ მე-6 წუთზე, ნეიმარის ტრავმამ, რომელიც სერიოზული ჩანდა. დანარჩენი კლინიკაში გამოჩნდება. შეხვედრის მსვლელობისას ბრაზილიელის წინააღმდეგ მეტოქეებმა ექვსჯერ დაარღვიეს თამაშის წესი. მეექვსედ და ყველაზე მეტად ნეიმარის თანამემამულემ და თანატოლმა, 28 წლის ტიაგო მენდეშმა იუხეშა. მსაჯმა ბენუა ბასტიანმა მენდეშს თავიდან ყვითელი ბარათი ამოუღო,...
სად აპირებს ნეიმარი მესის თანაგუნდელობას?
„პარი სენ ჟერმენმა” „მანჩესტერ იუნაიტედს” სტუმრად მოუგო 3:1. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა ორი გოლი გაიტანა. მატჩის შემდეგ, ჩინებულ გუნებაზე მყოფ ნეიმარს სხვადასხვა კითხვასთან ერთად, მის ყოფილ კლუბთან „ბარსელონასთან” და მის ყოფილ თანაგუნდელთან ლეო მესისთან დაკავშირებული კითხვებიც დაუსვეს. 28 წლის თავდამსხმელმა თქვა: „ყველაზე მეტად მინდა კვლავ მესის მხარდამხარ ვითამაშო,...
პელე და დიდები ერთ წიგნში
წიგნი ბრაზილიური ფეხბურთის წარსულზე, აწყმოსა და მომავალზეა! თქვენ არაერთ საინტერესო ამბავს შეიტყობთ – „სანტოსის“, „ფლამენგოს“, „სან პაულუს“ და სხვა ბრაზილიურ კლუბთა შესახებ… წიგნში ვრცელი მასალებია პელესა და მისი ეპოქის მოთამაშეებზე. ზიკო, ფალკაო, კარეკა, რომარიო, ბებეტო, რონალდო, რივალდო, რონალდინიო, ნეიმარი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მთავარი როლის შემსრულებელნი არიან. თუმცა წიგნში ყველა და ყველაფერი პელესა და ბრაზილიის...
ნეიმარის მე-13 ატირება
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში „ბაშაკშეჰირსა“ და პსჟ-ს შორის, პირველი ტაიმი მეტისმეტად უღიმღამო გამოდგა. ერთადერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ნეიმარის ტრავმა იყო. მან მოედანი კოჭლობით დატოვა და მარცხენა ფეხის გადახვევის შემდეგ რამდენიმე წუთით მოედანზეც დაბრუნდა, მაგრამ ამაოდ – მალევე შეცვლა ითხოვა. 26-ე წუთზე მისი ადგილი პაბლო სარაბიამ დაიკავა. ნეიმარმა, რა თქმა უნდა, იტირა – ეს ხომ მისი...
იფრინე პატარავ
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიამ 4:2 მოუგო პერუს. 28 წლის ნეიმარმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლეთა შორის მეორე ადგილზე აინაცვლა. ახლა მის ანგარიშზე 64 გოლია. ნეიმარმა უკან რონალდო (62) მოიტოვა. წინ კი მხოლოდ ფეხბურთი მეფე პელეა (77). რონალდომ ნეიმარს მიღწევა საკუთარ ინსტაგრამზე მიულოცა. – ნეიმარ, ყველა მხრივ გაფასებ. შენ ბევრს...




