შაბათ საღამოს პარიზის გარეუბან ბოჟივალეში მდებარე ვილაში, რომელიც ნეიმარს ეკუთვნის, მავანი 26 წლის ახალგაზრდა შეიპარა.
ანგოლური ფესვების მქონე ემიგრანტმა თითქმის ვილის შესასვლელ კარამდე მიაღწია, მაგრამ დაცვის სამსახურმა რეაგირება მოაწრო და დააკავა.
დაუპატიჟებელი სტუმარი პოლიციას გადასცეს. მას თან აღმოაჩნდა ზურგჩანთა, რომელშიც რამდენიმე „ბიბლია“ იდო. როგორც დაკავებულმა განაცხადა, ნეიმარისთვის „ღმერთის სიტყვის“ გადაცემა სურდა.
ღამის საათებში საღვთო სჯულის იძულებით გამავრცელებელი ახალგაზრდა ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
