ფეხბურთის ისტორიისა და სტსტისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 150 ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა და გასული ათწლეულის საიკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. ბუნებრივია, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მიღებული სურათი მეტნაკლებად ობიექტური გამოვიდა.
ათწლეულის საუკეთესო ათეულში შემდეგი ვარსკვლავები მოხვდნენ:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა)
2. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი, პორტუგალია)
3. ანდრეს ინიესტა (ვისელ კობე, ესპანეთი)
4. ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია)
5. სერხიო რამოსი (რეალი, ესპანეთი)
6. მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია)
7. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი)
8. ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, იტალია)
9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი, შვედეთი)
10. ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია).
შეამჩნევდით, რომ ერთბაშად სამ კლუბს (იუვენტუსი, ბაიერნი, რეალი) ათეულში ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავს. ბევრმა მკითხველმა ორგანიზაციის მიმართ უნდობლობაც არ დაფარა: ძირითადად ლუის სუარესის ქომაგები აქტიურობდნენ. მოსალოდნელზე მეტი კრიტიკოსი აღმოაჩნდა ნეიმარს, ვისაც ათწლეულიდან რეალურად სამიოდე სრულფასოვანი მაღალი დონის სეზონი მოუგროვდება.
ნეიმარს მე-4 ადგილის ფონზე მართლაც გასაკვირია მსოფლიო ჩემპიონის, ორგზის ევროპის მედალოსნის, კლუბთან ერთად ყველაფრის მომგები მანუელ ნოიერის მეექვსეობა… თუმც, აკი ვთქვით, რომ გემოვნებაზე არ დავობენ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
