საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება. ქართველ წყალბურთელებს ოლიმპიადაზე გამოსვლის შანსი ჯერ კიდევ რომ აქვთ, იმის დამსახურებაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავეს.
ეს რევაზ ჩომახიძის მუშაობის დროს მოხდა. ახლა ეროვნულ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს – სერბი დეიან სტანოევიჩი, ვისაც ზურაბ რურუა და გელა ტუკვაძე ეხმარებიან.

ოლიმპიადაზე მოხვედრა კი, ურთულესი ამოცანა იქნება, რადგან სამი საგზურისთვის 12 გუნდი იბრძვის.
ეს 12 გუნდი 14-21 თებერვალს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში შეიკრიბება და ორ ჯგუფად გადანაწილდება. ჯგუფების საუკეთესო 4-4 გუნდი ფლეი ოფში გავა, თამაშს ოლიმპიური სისტემით გააგრძელებს და, როგორც გითხარით, საუკეთესო 3 ნაკრები ტოკიოში წავა.
გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:
A ჯგუფი: ბრაზილია, კანადა, საქართველო, საბერძნეთი, მონტენეგრო, თურქეთი;
B ჯგუფი: ხორვატია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, რუსეთი, გერმანია, რუმინეთი;
თამაშები ყოველდღეა. ჩვენები ჯერ ბერძნებს ხვდებიან, რომელსაც მიჰყვება თურქეთი, კანადა, ბრაზილია და მონტენეგრო. 19 თებერვალს მეოთხედფინალები გაიმართება, 20-ში – ნახევარფინალები, 21-ში კი – ფინალი და მატჩი მე-3 ადგილისთვის.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა 15 წყალბურთელი შეარჩიეს.
მეკარეები ირაკლი რაზმაძე, ნიკოლოზ შუბლაძე;
მცველები ბექა ქავთარაძე, ვატო დადვანი, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია;
ფორვარდები ბესო ახვლედიანი, ბორის ვაპენსკი, მარკო ელეზი, ნიკოლოზ შუშიაშვილი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე;
ცენტრები ფაბიო ბარალდი, სანდრო ადეიშვილი, ანდრია ბითაძე.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
