ჭდე: მაურისიო პოჩეტინო

Home მაურისიო პოჩეტინო
მისტერ პოჩეტინო მხოლოდ რეგრესია
ჩანაწერი

მისტერ პოჩეტინო მხოლოდ რეგრესია

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ყოფილ წევრ ჟერომ როტენს გუნდის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ აზრის გამოთქმა სთხოვეს და მან სხვა ექსპერტებისგან განსხვავებით, მაურისიო პოჩეტინოს კრიტიკის ქარიშხალი დაატეხა: „ბოლო რვა მატჩში პსჟ მთელი 90 წუთის განმავლობაში ერთხელაც არ ვარგოდა. ხან მხოლოდ კარგი ტაიმი გამოსდიოდა და ხანაც 20-30 წუთი. არ შევეხები „სიტისთან“ მატჩს, მაგრამ „ბრიუგესთან“, „ლიონთან“, „რენთან“, „ანჟერთან, „ლაიფციგთან“,...

ოქროს ბურთს მესი მოიგებს!
ჩანაწერი

ოქროს ბურთს მესი მოიგებს!

„მარკა“ წერს, რომ „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლა ფინიშის სწორს გავიდა, მაგრამ  ინტრიგა აღარ არსებობს, რადგან აშკარაა, რომ ჯილდოს ლეო მესი მოიგებს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ერთმანეთს ისეთი ფეხბურთელები ეჯიბრებიან, როგორებიც არიან ქარიმ ბენზემა, რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანუ რონალდუ, ჟორჟინიო და სხვანი. „ფრანს ფუტბოლი“ გამარჯვებულს 29 ნოემბერს დაასახელებს, თავისი მკითხველების გამოკითხვა „მარკამაც“ გამართა. ხმათა 34 პროცენტი სწორედ მესიმ...

ლიგის მოგება ოცნებაა და არა ვალდებულება
ჩანაწერი

ლიგის მოგება ოცნებაა და არა ვალდებულება

ფრანგული პსჟ-ის არგენტინელმა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფავორიტებზე და საკუთარი გუნდის როლზე ისაუბრა: „ჩვენი გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ოცნება უნდა იყოს და არა ვალდებულება. ფეხბურთელი ვალდებულებათა წნეხის ქვეშ ვერ ითამაშებს. მას სურვილი და გამარჯვებაზე ოცნება უნდა ამოძრავებდეს. მიმდინარე გათამაშების ფავორიტი ისევ „ჩელსია“, ჩვენ კი მხოლოდ კონკურენტები ვართ. „ჩელსიმ“ ზაფხულში ტრანსფერებზე დიდი ფული...

მესი — პოჩეტინოს ფავორიტი
ჩანაწერი

მესი — პოჩეტინოს ფავორიტი

29 ნოემბერს „ფრანს ფუტბოლი“ „ოქროს ბურთის“ მფლობელს დაასახელებს. „პარი სენ ჟერმენის“ არგენტინელმა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ ესპანურ რადიო Cadena SER-თან ინტერვიუში პრეტენდენტების შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა. პოჩეტინო: „ვფიქრობ ტიტულს ლეო მესი მოიგებს. რომც არ ვიყო იმ გუნდის მწვრთნელი, რომელშიც მესი თამაშობს, მაინც ამას ვიტყოდი. ორი აზრი არ არსებობს. მეორე ადგილზე კი ლევანდოვსკის დავასახელებდი. მესამეზე, ჩემს ვერსიაში…...

მესის შეცვლა გაუბედეს
ჩანაწერი

მესის შეცვლა გაუბედეს

შეხვედრაში, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა“ „ლიონს“ მოუგო (2:1) მაურისიო პოჩეტინომ ლეო მესი შეცვალა, რამაც არგენტინელი ისე გააღიზიანა, რომ მოედნიდან გასვლისას თანამემამულე მწვრთნელს ხელიც კი არ ჩამოართვა. პოჩეტინომ მესის მაგივრად აშრაფ ჰაკიმი შეიყვანა. პარიზელებმა თამაში თავდამსხმელთა მძლავრი ტრიოთი, მესით, ნეიმარით და კილიან მბაპეთი დაიწყეს. შეტევის საოცნებო ხაზი პოჩეტინომ პირველად ათამაშა, მაგრამ სამეულმა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. თამაშის...

დონარუმა იტალიაში ბრუნდებაო
ჩანაწერი

დონარუმა იტალიაში ბრუნდებაო

არ გაგიკვირდეთ, თუ ჯანლუიჯი დონარუმა უკვე ამ ზამთარს იტალიაში დაბრუნდეს, მაგრამ არა „მილანში“, არამედ „იუვენტუსში“. დონარუმა პსჟ-ში ამ ზაფხულს გადაბარგდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. 22 წლის გოლკიპერს დიდი მიზნები ჰქონდა, მაგრამ პარიზელთა მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო სრულად ენდობა კეილორ ნავასს. შესაბამისად, ჯანლუიჯი დონარუმას სათადარიგოთა სკამის ხეხვა უწევს, რაც იტალიელის სანაკრებო კარიერას ნამდვილად ვერ წაადგება. ასეთ პირობებში...

ლეოს კეთილი დებიუტი
ჩანაწერი

ლეოს კეთილი დებიუტი

ლეო მესიმ „რეიმსის“ პატარა გულშემატკივარი გაახარა. არა მარტო იმით, რომ მამამისს გოლი ვერ გაუტანა, არამედ იმითაც რომ მასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ფრანგულ ფეხბურთში მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის დებიუტი ჯაბა კანკავას ყოფილ გუნდთან შედგა. მესი მოედანზე ნეიმარის ნაცვლად 66-ე წუთზე შევიდა. ასე დაიწყო უდიდესი ფეხბურთელის ახალი ცხოვრება „ბარსელონას“ მიღმა. „პარი სენ ჟერმენმა“ „რეიმსს“ სტუმრად 2:0 მოუგო....

ამბიცია მოთოკე, სერხიო
ჩანაწერი

ამბიცია მოთოკე, სერხიო

„პარი სენ ჟერმენში“ ძალიან ბევრმა სუპერვარსკვლავმა მოიყარა თავი საიმისოდ, რომ კულუარებში დიდ-პატარა სკანდალები არ მოხდეს და მედიის განხილვის თემა არ გახდეს. ამჯერად პროგრამაში გუნდის ახალწვეული სერხიო რამოსია. ამბობენ, რომ ესპანელი მეტისმეტად ამპარტავნულად ექცევა კლუბის პერსონალს. არადა, ის არც გუნდის კაპიტანია და არც უპირველესი ვარსკვლავი, რომ მსგავსი საქციელი ეპატიოს. Cadena SER-ის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურისიო...

მე, მესი და ეტო’ო
ჩანაწერი

მე, მესი და ეტო’ო

დღეს, ახლო წარსულის დიდ ფრანგ თავდამსხმელს ტიერი ანრის 44 წელი შეუსრულდა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს Amazon Prime Video-ზე სხვადასხვა თემებთან ერთად ერთად ლეო მესის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლის შესახებაც გაესაუბრნენ. „არსენალის“ ლეგენდამ და „ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა უპასუხა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ დააბალანსებს გუნდის თამაშს მაურისიო პოჩეტინო. „ყველაზე მნიშვნელოვანი ბალანსი გახლავთ. ჩვენ ყველას გვიყვარს...

ზლატანს უარი უთხრეს
ჩანაწერი

ზლატანს უარი უთხრეს

საოცარი კაცია ზლატან იბრაჰიმოვიჩი. გაირკვა, რომ ამ ზაფხულს „მილანის“ დატოვება და თავის ერთ-ერთ ძველ კლუბში „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა სდომებია. ეს ამბავი ფრანგულმა გაზეთმა „ლე პარიზიენმა“ დაწერა. გაზეთის თანახმად იბრას აგენტმა, საქვეყნოდ ცნობილმა მინო რაიოლამ წამოიწყო კიდეც პარიზელებთან მოლაპარაკებები, მაგრამ… პასუხად ზრდილობიანი, ოღონდ ცივი უარი მიიღო. პსჟ-ს სპორტულ დირექტორ ლეონარდოს რაიოლასთვის შეუთვლია, რომ მის კლუბს...