ინგლისური პრესა წერს, რომ „რეალი“ მზად არის მაურისიო პოჩეტინოსთვის ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ კონკურენცია გაუწიოს. „დეილი მეილის“ ცნობით მადრიდელები, ისევე როგორც „ტოტენჰემ ჰოთსპური“, გასულ ზაფხულშიც ცდილობდნენ არგენტინელის მოთაფვლას, მაგრამ მაშინ „პარი სენ ჟერმენი“ კბილებით ჩაებღაუჭა თავის მწვრთნელს, ამ ზაფხულს კი ასე აღარ მოხდება. კი მაგრამ, „რეალის“ ახლანდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი? თუ ინგლისში გავრცელებული ხმები მართალია, „სანტიაგო...
ჭდე: მაურისიო პოჩეტინო
ბიჭებს პოჩი უნდათ
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებს უნდათ, რომ მომდევნო სეზონიდან მათი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო გახდეს. ახლა, როდესაც კლუბს ახალი აღმასრულებელი შეფი ჰყავს — 1 თებერვლიდან ედ ვუდვორდის კაბინეტი რიჩარდ არნოლდმა დაიკავა — რალფ რანგნიკის შემცვლელის ძიება აქტიურ ფაზაში გადავა. ცნობილი გახდა, რომ გუნდს „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ყოფილი თავკაცი მოსწონს, თუმცა არის სხვა მოსაზრებაც —ხელმძღვანელობის სიმპათია „აიაქსის“ თავკაცის ერიკ ტენ...
არ ყოფილა რანგნიკი ცუდი
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახალი მწვრთნელის ძიებაზე ხელი აიღოო, წერენ ინგლისში. კლუბის ხელმძღვანელები რალფ რანგნიკით კმაყოფილები ყოფილან. გერმანელმა სპეციალისტმა პრემიერლიგის რვა შეხვედრიდან ხუთი მოიგო, წააგო მხოლოდ ერთი და ფეხბურთის ასოციაციის თასზეც გუნდი მეოთხე რაუნდში გაიყვანა, სადაც მომავალ კვირაში „მიდლსბროს“ უნდა შეხვდეს. მაშ, რა პრეტენზია აქვს გულშემატკივარს? საყვედური უპირველეს ყოვლისა თამაშის ხარისხს და სანახაობრივ მხარეს ეხება, მაგრამ „იუნაიტედის“...
სიტიმ დიდი ვარსკვლავების გუნდს მოუგო
ოლე გუნარ სულშერმა, რომელიც კვირას „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გააგდეს, „მანჩესტერ სიტის“ „ეტიჰედზე“ ანუ მის მოედანზე, ბოლო სამი თამაში მოუგო. წუხელ კი „ეტიჰედზე“ თამაშობდა „პარი სენ ჟერმენი“, რომელსაც მაურისიო პოჩეტინო წვრთნის — კაცი, რომელზეც ამბობენ, რომ „იუნაიტედში“ სულშერის შეცვლა უნდა და რომელმაც მესით, მბაპეთი, ნეიმარით და სხვა უძვირესი ვარსკვლავებით… წააგო — 1:2. პსჟ-ს პეპ გვარდიოლას „სიტიმ“ აჯობა...
პოჩეტინო მანჩესტერში ჩავიდა
მესი თუ რონალდუ? ჰკითხეს „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს, ანუ სად უფრო სურს, მანჩესტერში კრიშტიანუსთან თუ პარიზში – ლეოსთან? „მე ვცხოვრობ ფეხბურთით, ადრე თავად ვთამაშობდი და აგერ, უკვე 12 წელიწადია რაც მწვრთნელი ვარ. ვთამაშობდი პსჟ-ში და მიყვარს ეს გუნდი. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, კონტრაქტი 2023 წლამდე მაქვს გაფორმებული. პირადად ჩემთვის არავის დაურეკავს და...
ზიდანს პარიზში ურჩევნია
BBC-ს თანახმად, ზინედინ ზიდანს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის თანამდებობა არ აინტერესებს. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ცნობას, რომ ოლე გუნარ სულშერის თანამდებობიდან გაშვების შემდეგ ფრანგს „ოლდ ტრეფორდიდან“ დაურეკეს და პასუხად უარი მიიღეს. მანჩესტერელებს იმედი ჰქონდათ, რომ „რეალის“ ყოფილი თავკაცი მათთან გადაბარგებას თავისი ყოფილი ფეხბურთელების, კრიშტიანუ რონალდუსა და რაფაელ ვარანის ხათრით მაინც დათანხმდებოდა — ფორვარდიცა და ცენტრალური მცველიც...
პოჩეტინო მზად არის დღესვე გაიქცეს მანჩესტერში
თუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დაურეკავენ, მაურისიო პოჩენიტო მზად არის „პარი სენ ჟერმენის“ წვრთნას დღესვე დაანებოს თავი და „ოლდ ტრეფორდზე“ გადაბარგდეს. ეს ინფორმაცია „დეილი მეილმა“ გაავრცელა. „იუნაიტედმა“ გუნდის გაძღოლა ჯერჯერობით მაიკლ ქერიკს დაავალა, თუმცა, პარალელურად დროებით მწვრთნელს ეძებს. ამ წინადადებამ რომ არ დაგვაბნიოს, განვმარტოთ: ქერიკი „იუნაიტედს“ ორიოდ თამაშში გაუძღვება, დროებითი მწვრთნელი კი დაერქმევა მას, ვინც მის მერე,...
დროებითი ლორან ბლანი
„მანჩესტერ იუნაიტედში“ ოლე გუნარ სულშერის ბედი უკვე გადაწყვეტილია და სრული სვლით მიდის მუშაობა მისი შემცვლელის მოსაძებნად. აქამდე უკვე ნახსენები იყვნენ მაურისიო პოჩეტინო (პსჟ), ბრენდან როჯერსი (ლესტერი) და ზინედინ ზიდანი. ამ ჩამონათვალს „სევილიას“ თავკაცი ხულენ ლოპეტეგიც დაემატა. შუა სეზონში სხვა გუნდიდან მწვრთნელის წამოყვანა სერიოზული პრობლემა იქნება და „მანჩესტერში“ სათადარიგო ვარიანტსაც განიხილავენ: ლორან ბლანს პსჟ-ში მწვრთნელობის გამოცდილება...
ზლატანი მბაპეს ჭკუას ასწავლის
„პარი სენ ჟერმენის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, 40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდის ახლანდელი ვარსკვლავი კილიან მბაპე გააკრიტიკა და რჩევაც უწყალობა. რჩევა ფაქტობრივად თავად გახლდათ კრიტიკა: „გარშემო ის ხალხი შემოიკრიბე, ვინც გეტყვის, რომ საკმარისად ძლიერი არ ხარ. ასეთ შემთხვევაში უფრო ძლიერი გახდები“. იბრაჰიმოვიჩმა „პარკ დე პრენსზე“ 2012-16 წლები გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 156 გოლი გაიტანა. „მბაპე ჩემს...
რა მოუვიდა მესის?
„პარი სენ ჟერმენისა“ და „ლილის“ შეხვედრაში მაურისიო პოჩეტნომ ლეო მესი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა. მწვრთნელის ასეთი საქციელი თავისთავად ხომ გასაკვირი იყო, მაგრამ ორმაგად გასაკვირი გახდა იმ მიზეზის გამო, რომ ჯონათან დევიდის გოლით „ლილი“ იგებდა 1:0-ს. გამოდის, რომ გუნდმა, რომელიც აგებდა, მოედნიდან მესი გაიყვანა. ამ შეხვედრაში არც კილიან მბაპე მონაწილეობდა, რადგან ახალგაზრდა ფრანგ ვარსკვლავს ყელ-ყურ-ცხვირის ინფექცია...









