„ტოტენჰემ ჰოთსპური” უმალ ანტონიო კონტეს დანიშნავს ახალ მწვრთნელად, ვიდრე ყოფილ თავკაც მაურისიო პოჩეტინოს, რომელსაც ვერაფრით მიუდგა, ყრუ კედელს გადააწყდა. „დეზების” თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ, არგენტინელის „პარი სენ ჟერმენისგან” გამოსახსნელად ყველა ღონეს მიმართა, მაგრამ მიხვდა, რომ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, სეზონისწინა შეკრებამდე კი თვეზე ნაკლები დარჩა. შესაბამისად, არჩევანი ანტონიო კონტეზე შეჩერდება. როგორც ინგლისური პრესა იუწყება, აპრილში გაშვებული...
ჭდე: მაურისიო პოჩეტინო
სიტი ხმაურიან ნაბიჯს დგამს
„მანჩესტერ სიტი” „ტოტენჰემს” ჰარი კეინში რაჰიმ სტერლინგსა და გაბრიელ ჟესუსს უცვლის. ეს მხოლოდ ერთს შეიძლება ნიშნავდეს — პრემიერლიგის ჩემპიონს იმდენად სურს თანაქალაქელი მოქიშპის „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჩემპიონთა ლიგის მფლობელის „ჩელსის” ხახამშრალი დატოვება, რომ მზად არის ორი წამყვანი ფეხბურთელი დათმოს. მას მერე, რაც 27 წლის კეინმა „სფურზის” ხელმძღვანელებს გამოუცხადა, რომ სხვა კლუბში სურს გადასვლა, მასთან დაკავშირებით...
ეს პარიზია, გენაცვალე
ბოლო დღეებში, მაურისიო პოჩეტინოზე ბევრს ლაპარაკობენ. მას მერე, რაც ზინედინ ზიდანმა „რეალი” დატოვა, არგენტინელს „სანტიაგო ბერნაბეუსთანაც” აკავშირებენ, მაგრამ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაცი დენიელ ლევი დარწმუნებულია, რომ ყოფილ თანამშრომელს დაიბრუნებს. ინგლისურ პრესაში დაიწერა, თითქოს თავად პოჩსაც სულ მეტად და მეტად უნდა ძველ სამსახურში დაბრუნება. „სანი” წერს, რომ მხარეები უკვე დაუკავშირდნენ კიდეც ერთმანეთს. ლევისთვის პოჩეტინიოს დაბრუნება ერთი გასროლით...
პოჩეტინო ტოტენჰემში დაბრუნდება?
ვერ გეტყვით, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დროს ავსებენ თუ რა ხდება, მაგრამ ინგლისური პრესა წერს, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავმჯდომარე დენიელ ლევი მაურისიო პოჩეტინოს დაუკავშირდა და დაბრუნება სთხოვა. ამბობენ, არგენტინელი ჩრდილოეთ ლონდონში მართლა რომ დაბრუნდეს, ნუ გაგიკვირდებათო. საყვარელი მწვრთნელის ხელმეორედ მიყვანა „სფურზის” თავმჯდომარეს ჰარი კეინის დასატოვებლადაც უნდა. შეგახსენებთ, რომ პოჩეტინო „ტოტენჰემიდან” 2019 წლის ნოემბერში, ხუთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ...
სიტის შეუძლია დინამოს გაასწროს
ისტორიას რიად მაჰრეზის ორი გოლი შემორჩება, ხოლო მეტოქის დარტყმულ ბერთს გადაფარებულ ოლექსანდრ ზინჩენკოსა და რუბენ დიასს აღარავინ გაიხსენებსო, წერს „დეილი მეილი”. მათ მეტოქის ძლიერ დარტყმულს სახე, თავი, სხეული შეუშვირეს. არავინ იცის, რა მოხდებოდა მათი თავგანწირვა რომ არა, გაუტანდა „პარი სენ ჟერმენი” „მანჩესტერ სიტის” გოლებს თუ ვერა. შესაძლოა, გაეტანა და სხვა შედეგი დამდგარიყო, თუმცა შეიძლება არც...
მოურინიუ ტოტენჰემიდან გაუშვეს!
„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” ჟოზე მოურინიუ მოხსნა. მიზეზი: გუნდი ჩემპიონთა ლიგის მორიგ გათამაშებაში ვერ ხვდება. მოურინიუმ, რომელიც ახლა 58 წლისაა, „სფურზის” თავკაცის თანამდებობაზე მაურისიო პიჩეტინო 2019 წლის ნოემბერში შეცვალა. ახლა პორტუგალიელს თავადაც უწევს წასვლა. მისი ხელმძღვანელობით, „ტოტენჰემი” პრემიერლიგაშიც უხეიროდ თამაშობს და ევროლიგიდანაც გავარდა. უცნაურია, რომ „დეზების” ხელმძღვანელობა არ დაელოდა 25 აპრილს, როდესაც გუნდი „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის...
ოპერაცია მბაპე
„პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია გააფორმოს კლუბთან ახალი კონტრაქტი თუ არა. 22 წლის ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან თანამშრომლობის 18 თვე დარჩა, „რეალი” და „ლივერპული” კი უკვე კალთებს ახევენ, ჩვენთან გადმოდიო. „რეალის” ინტერესის შესახებ ადრეც ბევრს წერდნენ. ცნობილია, რომ მადრიდელთა მწვრთნელი, მბაპეს თანამემამულე ზინედინ ზიდანი მის გადაბირებაზე ოცნებობს, მაგრამ ვერაფერს...
მივიდა, ნახა, გაიმარჯვა!
მაურისიო პოჩეტინომ მწვრთნელის კარიერა მეტად იღბლიანად განაგრძო. არგენტინელი „პარი სენ ჟერმენში” სულ სამი თამაშია რაც მივიდა და უკვე ჯილდო მოიგო — პარიზელებმა ლანსში მთავარი მოქიშპე, „მარსელი”, 2:1 დაამარცხეს და საფრანგეთის სუპერთასს დაეპატრონენ. არადა, როდესაც „ტოტენჰემ ჰოთსპურს” წვრთნიდა, პოჩეტინომ, რომელიც ახლა 48 წლისაა, ინგლისის ლიგის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალები წააგო. „მარსელთან” შეხვედრაში ანგარიში პსჟ-ს ახალი მწვრთნელის...
პარიზელთა არგენტინული ამბავი
მაურისიო პოჩეტინოს პსჟ-ში ორი თანამემამულის – „სიტის“ სერხიო აგუეროს და „ბარსას“ ლეო მესის ხილვა რომ სურს, უვნე ცნობილი ამბავია. თუმც, ეს იმდენად ძვრადღირებული ოცნებაა, პსჟ-ის ბოსების ჯიბე რომც გაწვდეს, ფეარ-ფლეის პრინციპები დაირღვევა. შესაბამისად, პოჩეტინომ რომელიმე სუპერვარსკვლავზე უარი უნდა თქვას. არგენტინელს ნეიმარი უფრო ეძვირფასება და, შეიძლება, კილიან მბაპე დათმოს. არადა, მბაპემ ამ სეზონის 20 შეხვედრაში 14...
სანამ აგუერო თვითიზოლაციაშია
ინგლისური „სანი” წერს, რომ მისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი „ბარსელონას” სურვილის შესახებ, შეიძინოს სერხიო აგუერო. 32 წლის არგენტინელს, ზაფხულში, „მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტის ვადა ეწურება და შეუძლია ყოველგვარი სატრანსფერო საფასურის გარეშე გადავიდეს მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში. ამ ამბავმა, თურმე „ბარსა” დააინტერესა. კატალონიურ კლუბს იდეა მოუვიდა — მადრიდის „ატლეტიკოს” ყოფილი თავდამსხმელი ესპანეთის ლა ლიგაში დააბრუნოს. ცხადია, ძლიერი ფორვარდის დამატების...









