„მანჩესტერ სიტი” ყველა ღონეს იხმარს ლეო მესი რომ შეიძინოს; რასაკვირველია, თუ თავად მესი ინებებს „ეტიჰედზე” გადაბარგებას. „სიტიმ” გასულ წლებში ორჯერ სცადა არგენტინელის ყიდვა და ორივეჯერ გაწბილდა. პრემიერლიგის ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბს მესამე ფიასკო არ ეპიტნავება. გუშინ, არგენტინულმა გაზეთმა „ლა ნასიონმა” დაწერა, თითქოს მესის მეგობრებისთვის ასე ეთქვას: „პეპთან ვაპირებ დალაპარაკებას „მანჩესტერ სიტიში” ჩემი გადასვლის საქმე რომ მოაგვაროს....
ჭდე: მანჩესტერ სიტი
მანჩესტერ სიტის ვარიანტები
თუკი პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიში” აღარ დარჩება, „ქალაქელები” მის ადგილზე მაურისიო პოჩეტინოს მიყვანას შეეცდებიან. იმავდროულად, არგენტინელი მწვრთნელის სამსახურში აყვანა „ბარსელონასაც” სურს. კატალონიის დედაქალაქში კიკე სეტიენის თანამდებობიდან მოხსნა მომწიფდა და ახალი თავკაცის საკითხი დგას. და რა უნდა თავად პოჩეტინოს? მას, როგორც ამბობენ, ყველაფერს, ინგლისში მუშაობა და ცხოვრება ურჩევნია. აქამდე ხომ „ტოტენჰემ ჰოთსპურს” წვრთნიდა და პრემიერლიგას კარგად...
გარეთ დარჩა ბეილი
როგორც გაირკვა, „რეალის” უელსელ თავდამსხმელ გარეთ ბეილს თავად უთქვამს უარი დღეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „მანჩესტერ სიტისთან” თამაშზე. გუნდების პირველი შეხვედრა 27 თებერვალს, მადრიდში, „სიტიმ” მოიგო 2:1. ბეილის უარი შესაძლოა პროტესტია იმის გამო, რომ ის, ლა ლიგის ბოლო შვიდ შეხვედრაში, ზინედინ ზიდანმა არ ათამაშა. შეგახსენებთ, რომ „რეალი” ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ესპანური მას-მედია წერს, ზიდანსა და ბეილს შორის...
მანჩესტერ იუნაიტედში ახალი 7 ნომერი მიდის
ვითარება შეიცვალა: „მანჩესტერ იუნაიტედი” ჯეიდონ სანჩოს ყიდვასთან ახლოს არის. თანხა სარეკორდოა – 110 მილიონი გირვანქა (122,254 მილიონი ევრო). და რაც ყველაზე საინტერესოა, „იუნაიტედის” შეფებს „დორტმუნდის” მიერ დათქმული ბოლო ვადის, ორშაბათის დადგომისა არ ეშინიათ, რადგან გერმანელები თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე დაიყოლიეს. კერძოდ, „ოლდ ტრეფორდიდან” „სიგნალ იდუნა პარკზე” თავიდან 70 მილიონი გირვანქა გადაირიცხება — როგორც ინგლისური პრესა წერს,...
ტორესი უკვე ქალაქელია
„მანჩესტერ სიტიმ” სულ მცირე ლეროი სანეს შემცვლელი იპოვა — „ვალენსიასგან” 20 წლის ფერან ტორესი გადაიბირა. სატრანსფერო თანხა არის ნაღდ 20,9 მილიონ გირვანქას პლუს მთელი რიგი წანამატები ანუ ის სავარაუდოდ 31,8 მილიონ გირვანქამდე (35 მილიონ ევრომდე) გაიზრდება. კონტრაქტი ხუთწლიანია. ტორესს „ვალენსიაში” ერთი წელიწადი ჰქონდა დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ ვალენსიელები ახალგაზრდაში თავიდან 39 მილიონ გირვანქას ითხოვდნენ, მაგრამ კორონაკრიზისმა...
ფართოდ გააღეთ ცირკის კარი
ჟოზე მოურინიუ ამბობს, რომ ფინანსური „ფეარ ფლეის” იდეა მოკვდა, და ამის მიზეზი „მანჩესტერ სიტისთვის” ორწლიანი დისკვალიფიკაციის მოხსნაა. მოკლედ შეგახსენებთ: ფინანსური რეგულაციების დარღვევისთვის უეფამ „სიტის” ჩემპიონთა ლიგაში ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. კლუბმა უეფას წინააღმდეგ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაცია შეიტანა და დისკვალიფიკაციის ნაწილში მოიგო, თუმცა 9 მილიონიანი ჯარიმის გადახდა მაინც მოუხდა. გირვანქებზეა ლაპარაკი. მოურინიუს აღშფოთების საგანიც სწორედ ეს...
გვარდიოლას მათემატიკა
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ ევროთასებიდან ორი წლით მოკვეთა. მიზეზი ფინანსური მაქინაციები იყო. „ქალაქელებმა“ აპელაცია სპორტულ არბიტრაჟში შეიტანეს და სასამართლო ორშაბათს, 13 ივლისს უნდა გაიმართოს, თუმცა უკვე გაჟონა ინფორმაციამ – „სიტი“ გამართლდება. ამის იმედი აქვს მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასაც, რომელმაც „ბრაიტონთან“ სტუმრად 5:0 მოგებული მატჩის შემდეგ: „ჩვენ შევასრულეთ ამოცანა – მათემატიკურად მოვიპოვეთ...
კევინი და მისი ავტორიტეტი
„მანჩესტერ სიტისა” და მისი მწვრთნელისთვის პეპ გვარდიოლასთვის მნიშვნელოვანი დღე ახლოვდება. ორშაბათს, სპორტის საერთაშორისო სასამართლო იტყვის ითამაშებენ „ქალაქელები” მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თუ არა; მოუხსნიან თუ არა ინგლისურ კლუბს სასჯელს. ამ დღეს „სიტისთვის” ძალიან ბევრი რამ უნდა გაირკვეს. თუ სასჯელს ძალაში დატოვებენ, მაშინ „ეტიჰედ სთედიუმის” ალაყაფს გასანგრევად ფეხბურთელების მთელი ჯარი მიაწვება. და არის ერთი მოთამაშე, რომლის...
უეფამ ლიგა დაალაგა
უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების ფლეი ოფის, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი შეწყვეტილი იყო და ჯერ კიდევ გასამართია ოთხი მერვედფინალური მატჩი, მაგრამ უეფამ შესაძლო მეოთხედფინალური წყვილი უკვე დაალაგა: მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: „რეალი“ (ესპანეთი) VS „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი) და „ლიონი“ (საფრანგეთი) VS „იუვენტუსი“ (იტალია) წყვილებში გამარჯვებული (1); „ლაიფციგი“ (გერმანია)–„ატლეტიკო“ (ესპანეთი)...
რას არ გაიგებ კაცი…
გრემ ჰანტერი გახლავთ ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტი, მიმომხილველი, ესპანური ფეხბურთის სპეციალისტი, რომელსაც ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არაერთი წიგნი აქვს დაწერილი „ბარსელონასა” თუ ესპანეთის ნაკრებზე, აღებული აქვს ვრცელი ინტერვიუები იბერიის ნახევარკუნძულზე მოღვაწე მწვრთნელებთან იოჰან კრუიფთან, ბობი რობსონთან, ფაბიო კაპელოსთან, ლუი ვან გაალთან და რადომირ ანტიჩთან. ჰანტერი ესპანური ფეხბურთით 1982 წლიდან მოხიბლა, როდესაც ჯერაც ახალგაზრდა შოტლანდიის ნაკრებს მსოფლიოს...









