ჭდე: ლივერპული

Home ლივერპული
ჩანაწერი

სალაჰი საეჭვოა, ფირმინო-დაკარგული

„ლივერპულის” სამწვრთნელო შტაბს მოცდა მოუწევს რათა დადგინდეს მოჰამედ სალაჰის ტრავმის სირთულე. ეს ტრავმა სალაჰმა გუშინ, „ნიუკასლთან” დაპირისპირების ბოლოსკენ მიიღო. ეგვიპტელი მასპინძელთა მეკარე მარტინ დუბრავკასთან შეჯახებისას უგონოდ დაეცა მოედანზე. ნამატჩევს ლივერპულელთა თავკაცმა, იურგენ კლოპმა განაცხადა: ,,ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ამ ფაქტზე არის ის რომ, დუბრავკა მას თეძოთი დაეჯახა, გადაწვეტილება ექიმს უნდა მიეღო და მისი რჩევით მო შევცვალეთ....

ჩანაწერი

ოქროს მატჩი ინგლისში

იურგენ კლოპს ჰკითხეს, როგორ უყურებს „სიტისთან“ საჩემპიონო „ოქროს მატჩის“ გამართვის იდეას. „განა ეს შესაძლებელია? დიდებული იქნებოდა „სიტისთან“ ასეთ მატჩში დაპირისპირება,“ – იყო გერმანელის პასუხი. პრემიერლიგის დებულება ამგვარ მატჩს თეორიულად კი ითვალისწინებს, მაგრამ არასოდეს გამართულა. იმისათვის, რომ „ოქროს მატჩი“ დაინიშნოს, გუნდებს არამხოლოდ ქულები, გატანილი და გაშვებული ბურთებიც თანაბარი უნდა ჰქონდეს. ამ დროს, რეგლამენტში საერთოდ არ არის...

ამ საქმის ვერ გავიგე
ჩანაწერი

ამ საქმის ვერ გავიგე

საკვირველია საფეხბურთო მწვრთნელის ხელობა. ძალიან გაგიჭირდება გაიგო, რატომ გახდა ესა თუ ის კაცი კარგი მწვრთნელი. ამისთვის რომ დიპლომი არ არის საკმარისი, ცხადია, მაგრამ ისიც ხომ ნათელია, რომ ხშირად უდიპლომო მწვრთნელებიც არ ვარგანან მწვრთნელებად. მწვრთნელის ხელობა დიდი საიდუმლოა. არსებობს აზრი, რომ დიდი ფეხბურთელები კარგი მწვრთნელები ვერ გამოდიან და ამის მაგალითად ალფრედო და სტეფანო მოჰყავთ ხოლმე. არსებობს...

ჩანაწერი

გვარდიოლა და სამი ლივერპულელი

ბედის ირონიაა, მაგრამ ბრენდან როჯერსს შანსი აქვს, სამუდამოდ შევიდეს „ლივერპულის“ ისტორიაში. მოგეხსენებათ, მისტერ როჯერსი ამჟამად „ლესტერს“ წვრთნის და ორშაბათს მისი გუნდი „სიტის“ ხვდება. მისტერ როჯერსი 2012-2015 წლებში თავად თავკაცობდა „ლივერპულს“ და ოდნავ სამაგათოდ კი უნდა უძგერდეს გული. ჰოდა, თუ მან ორშაბათს „სიტის“ ქულები დააკარგინა, „ლივერპულმა“ კი არ წაიფორხილა… თუმცა, მოდით, ნუ ვიჩქარებთ, რადგან უკვე შაბათს...

ჩანაწერი

მოურინიუმ ღმერთი იწამა

ჟოზე მოურინიუმ მესიზე თქვა ფეხბურთის ღმერთიაო. ბევრისთვის „რეალის” ყოფილი მწვრთნელისგან მესის ასეთი ქება ალბათ მოულოდნელია. გეხსომებათ, რა დაძაბული იყო ურთიერთობა „რეალსა” და „ბარსელონას” შორის სწორედ მოურინიუს პერიოდში, რაშიც პორტუგალიელს დიდი წვლილი მიუძღოდა. მოურინიუმ, რომელმაც „ჩელსიში” მუშაობის დროს თავს „განსაკუთრებული” უწოდა, არგენტინელი ვარსკვლავი „ბარსელონასა” და „ლივერპულის” (3:0) ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ აქო. მოგეხსენებათ, იმ შეხვედრაში მესიმ ორი გოლი...

ჩანაწერი

კაცია სუარესი?

პატარა კაცები იქცევიან ისე, როგორც ლუის სუარესი მოიქცა ბარსელონა-ლივერპულის მატჩისას… ექსლივერპულელმა ბევრისთვის მოულოდნელად ხმაურიანად აღნიშნა ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი. სუარესის საქციელი მით უფრო გამაღიზიანებელი ჩანს იმ ფონზე, რომ ურუგვაელს ლივერპულში  დღემდე აღმერთებენ. ალბათ ბევრს ახსოვს, როგორი მხარდაჭერა ჰქონდა სუარესს ლივერპულში ევრასა და კიელინისთან დაკავშირებული სკანდალური ეპიზოდებისას. მაშინ ლამის მთელი დაფეხბურთო სამყარო განუდგა სუარესს, კლუბმა...

ჩანაწერი

პეპის ვალენტობა კამპ ნოუზე

თავისი ყოფილი გუნდის, „ბარსელონასა” და „ლივერპულის” ნახევარფინალური შეხვედრა (3:0)„ბლაუგრანას” ყოფილმა და მის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „კამპ ნოუს” ტრიბუნიდან ნახა. მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ გვარდიოლა „ბარსას” ყოფილი თავკაცია, დღეს ის „მანჩესტერ სიტის” უდგას სათავეში და სწორედ „ლივერპულს” ებრძვის პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულისათვის. „მარკა” წერს, რომ პეპმა თამაში თავისი ჩვეული ადგილიდან, მამასთან, ვალენტი გვარდიოლასთან ერთად...

ჩანაწერი

ლივერპული, ციფრები და ინტრიგა

ვერაფერს იტყვი – დიდებული იყო „ბარსელონა“ „ლივერპულთან“ და თითქმის ფინალშია. სხვა შემთხვევაში „თითქმის“ სრულიად ზედმეტი იქნებოდა, მაგრამ ისიც გვახსოვს, კატალონიელები პირველი მატჩის სამი ბურთით მოგების შემდეგაც გავარდნილან და ისიც, როგორ შემოატრიალა „ლივერპულმა“ 0:3 სულაც ერთ ტაიმში. იქნებ ამ ყველაფერს სულაც იმიტომ ვიხსენებთ, რომ სამეორემატჩოდ ინტრიგის შენარჩუნება გვინდა? ნაწილობრივ კი, მაგრამ დავეკითხოთ სტატისტიკას, იყო კი „ბარსას“...

ჩანაწერი

მოურინიუ: იურგენს საერთოდ არაფერი მოუგია

ჟოზე მოურინიუმ beIN Sports-თან ინტერვიუში დაიჩივლა, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედში” ისე არ ეპყრობოდნენ, როგორც იურგენ კლოპს „ლივერპულში” ან პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიში”. შეგახსენებთ, რომ „განსაკუთრებული” „ოლდ ტრეფორდიდან” 2018 წლის დეკემბერში დაიფრინეს. „იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა ეს იმით ახსნა, რომ პორტუგალიელის ფილოსოფია მანჩესტერული კლუბისას არ ერგებოდა. და ახლა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ლივერპულმა” ბარსელონაში...

ჩანაწერი

ვან დიიკის დანაშაულებრივი შეცდომა

არსენ ვენგერმა და რიო ფერდინანდმა ვირჯილ ვან დიიკის შეცდომას დანაშაულებრივი უწოდეს — ლაპარაკია ლუის სუარესის გოლზე „ლივერპულის” კარში. „კამპ ნოუზე”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ბარსელონამ” „ლივერპულს” 3:0 მოუგო. სუარესის გოლი სამიდან პირველი იყო. ეპიზოდი ალბათ ყველას ახსოვს: ჟორდი ალბამ მარცხენა ფრთიდან ბურთი მერსისაიდელთა საჯარმოში ჩააწოდა, სადაც ყოფილმა ლივერპულელმა ვან დიიკის „ჩაძინებით” ისარგებლა და ის კარში შეაგდო....