„ბარსელონასა” და „ლივერპულის” ნახევარფინალური შეხვედრის წინ მსოფლიო გაგიჟდა. პირზე ყველას ლეო მესი აკერია. ერთ-ერთი მათგანი თვით „ლივერპულის” მწვრთნელი იურგენ კლოპიცაა. მან თქვა: „იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც მე მინახავს, მესი საუკეთესოა. ამას 100 პროცენტით ვამბობ. კრიშტიანუც სადღაც იქვეა. გარდა ამისა, მე თავად გამიწვრთნია ბევრი კარგი ფეხბურთელი, მაგრამ მათ კარიერა ჯერ არ დაუსრულებიათ და მესის სიმაღლემდე ბევრი...
ჭდე: ლივერპული
სუარესი ლივერპულს არ დაინდობს
ლუის სუარესი ამბობს, რომ ოდნავი შესაძლებლობა თუ მიეცემა, თავის ყოფილ გუნდს „ლივერპულს” არ დაინდობს — ხვალ, „კამპ ნოუზე” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია. იმავდროულად, ურუგვაელი დარწმუნებულია, რომ მერსისაიდელებს მის ახლანდელ გუნდთან, „ბარსელონასთან”, რა ბედიც გინდა ეწიოს, „ენფილდზე” ახალი ეპოქა დადგება. 31 წლის თავდამსხმელმა „ლივერპულში” ოთხი წელიწადი ითამაშა და იფიცება, რომ კლუბმა მის გულში მარადიული ადგილი დაიმკვიდრა. —...
პერსონალური მეურვეობა საჭირო არ არის
ოთხშაბათს, „ლივერპული”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სტუმრად ეთამაშება „ბარსელონას”. 1980-იანი წლების შოტლანდიელი მცველი, მერსისაიდელთა ერთ-ერთი ლეგენდა სტივ ნიკოლი ამბობს, რომ იურგენ კლოპი ამ შეხვედრაში ლეო მესის პერსონალურ მეურვეობას არ დაუწესებს. „საამისოდ ორი მიზეზი არსებობს, — თქვა ნიკოლმა, — ჯერ ერთი, ეს კლოპის სტილი არ არის. კლოპი ერთ მოთამაშეზე, თუნდაც ეს ერთი მოთამაშე ლეო მესი იყოს, მთელ...
ლივერპული?
მოდგა მაისი და მორიგი პრემიერლიგის ბოლოც. ჩემპიონობისთვის ჭიდაობაა, ოცდაათი წლის დამშეული ლივერპული ერთი ქულით ჩამორჩება მოქმედ ჩემპიონ სიტის, რომელმაც დერბი მოუგო „იუნაიტედს“ „ოლდ ტრეფორდზე“ და პირველ სტირქონზე დარჩა. შობის შემდეგ „ლივერპული“ ხუთი ქულით წინ გაიჭრა, მაგრამ ეს ქულები ზამთარშივე დაკარგა. ასეთ დროს დარჩენილ თამაშებს ჩამოწერენ ხოლმე და სავარაუდო ხინჯებსაც ამ სიაში ეძებ. ბოლო ტური ერთ...
სიტი საუკეთესო გუნდია პრემიერლიგის ისტორიაში?
პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდი უწოდა. შეგახსენებთ, რომ „სიტიმ” ოთხშაბათს მანჩესტერულ დერბიში 2:0 მოიგო, ხოლო მანამდე „ტოტენჰემს” აჯობა 1:0. კატალონიელ მწვრთნელს თავისი ბიჭებისთვის სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედთან” გამარჯვების შემდეგ უთქვამს: „აი, ამიტომაც ხართ საუკეთესო გუნდი, რომელიც კი ამ ლიგას ოდესმე უნახავს”. ამ სიტყვების შემდეგ ფეხბურთელებს ლეროი სანეს სადიდებელი სიმღერა დაუცხიათ. სანემ, როგორც იცით, დერბიში...
ჯადოქარი
რაფა ბენიტესი რომ თავისი საქმის ჯადოქარია, ინგლისში აქამდეც იცოდნენ. დასტურად სტამბული-2005 კმარა. ახლა კი მის სხვა გამოვლინებასაც მიაქციეს ყურადღება. „ნიუკასლს“ შარშანდელ და მიმდინარე სეზონში 35 ტურის შემდეგ აბსოლუტურად იდენტური შედეგი აქვს, გატანილი და გაშვებული ბურთების ჩათვლით: 11 მოგება, 8 ფრე, 16 მარცხი, 35 გატანილი და 44 გაშვებული ბურთი, 41 ქულა. იტყვიან, ეს სტაბილურობის ნიშანიაო, მაგრამ...
მანჩესტერს 8 კილომეტრით გადაურბინეს
„ევერტონმა” „მანჩესტერ იუნაიტედი” 4:0 რომ გაანადგურა „ლივერპულს” ძალიან აწყობსო, წერენ ინგლისელი მიმომხილველები. მათი ლოგიკა გასაგებია: ოთხშაბათას „ოლდ ტრეფორდზე” მანჩესტერული დერბია. „იუნაიტედს” 75 ათასი გულშემატკივარი გაამხნევებს, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, სავარაუდოდ, თავად გუნდი არ დაუშვებს ზედიზედ მეორე სირცხვილს, მითუმეტეს დერბიში; ყველა ღონეს იხმარს რომ არ წააგოს. და თუ თავმოყვარეობის აღდგენის მიზნით ყალყზე შემდგარი „იუნაიტედი” „სიტის”...
რა ხეირი ჰქონდა კოუტინიუს გაყიდვას?
2017 წლის დეკემბერში იურგენ კლოპმა საკუთარ თავს სამი კითხვა დაუსვა და დღეს, მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ამ კითხვებზე გაცემულმა სწორმა პასუხებმა „ლივერპული” გააძლიერა — გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია და პრემიერლიგის ტიტულთანაც ხელის ერთ გაწვდენაზე ტრიალებს. საქმე ეხებოდა ბრაზილიელ ფილიპე კოუტინიუს, რომელსაც „ენფილდ როუდზე” აღმერთებდნენ და ჯადოქარს ეძახდნენ. კოუტინიუს, რომელიც „ბარსელონაში” გადასვლაზე ოცნებობდა და რომლის თაობაზეც „ბარსელონამ” სამჯერ...
რეტრო – ლივერპული
ინგლისურ ტაბლოიდებში „ლივერპულის“ საგაისო ახალი ფორმის ფოტოები გამოჩნდა. მართალია, „წითლების“ ქომაგები ამჟამად პრემიერლიგის გამალებულ საჩემპიონო რბოლაში ჩაფლულან, მაგრამ სიახლე არც მათთვის დარჩენილა შეუმჩნეველი. ფორმის დიზაინი რეტრო სტილშია გადაწყვეტილი და ძალიან ჰგავს 1984 წლის ანალოგს, როცა ლეგენდარულმა დალგლიშმა და კომპანიამ ფინალში „რომა“ დაამარცხეს (4:2 პენალტებით) და მეოთხედ აღმართეს ჩემპიონთა თასი. საქმე ის არის, რომ მომავალი სეზონი...
ვიდეორეფერი, სალაჰი და სხვა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულმა” „პორტუს” 2:0 მოუგო. გოლები გაიტანეს კეიტამ და ფირმინომ, მო სალაჰი კი ყველაზე მეტად სადავო ეპიზოდის გამო მოხვდა ყურადღების ცენტრში — მერსისაიდელთა 26 წლის ვარსკვლავი დანილო პერეირასთან ორთაბრძოლის ეპიზოდში გაძევებას გადარჩა. მსაჯმა ეგვიპტელი დაინდო, არადა თავად ინგლისური პრესა წერს, რომ მას მეტოქისთვის ფეხის მოტეხა შეეძლო. ზოგიერთმა საიტმა გულშემატკივართა კომენტარებზე გაამახვილა ყურადღება. თვალში საცემია...








