პეპ გვარდიოლა გაბრაზდა, რადგან „მანჩესტერ სიტისა” და „კარდიფ სიტის” პრემიერლიგური შეხვედრა კალენდარში „ბრაიტონთან” ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალზე სულ რაღაც სამი დღით ადრე ჩაუსვეს. თავდაპირველი გეგმით ასე იყო: „სიტის” უელსელებთან 6 აპრილს უნდა ეთამაშა. ეს მატჩი ინგლისის ჩემპიონისთვის იოლი გასეირნება ნამდვილად არ იქნებოდა (და არც იქნება), რადგან „კარდიფ სიტი” პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ამასობაში მოხდა ისე, რომ...
ჭდე: ლივერპული
ორი შეპარვის ამბავი…
სოციალური ქსელი აჭრელებულია მავანი ინგლისელი ფანის, ენდრიუ სვიფტის ისტორიით, ვინაც დამლაგებლის ფორმაში გადაცმული შეიპარა ბაიერნი – ლივერპულის ჩემპიონთა ლიგის მატჩის არენაზე… ჩვენ კი „ალიანც არენაზე“ შეღწევის უფრო თამამ და ერთი შეხედვით დაუჯერებელ ამბავს მოგიყვებით, რომლის მთავარი გმირიც ამსტერდამში მცხოვრები ჩვენებური ჯეელი გახლავთ. ფაქტია, ენდრიუს და ქართველის საქციელები შექმნილი ვითარებით იყო გამოწვეული, ორივე მათგანი სასურველ მატჩზე...
ვან დიიკის ყვირილი
ინგლისურმა „მირორმა” მიაქცია ყურადღება, რომ მიუნხენის „ალიანს არენაზე” „ბაიერნის” და „ლივერპულის” მატჩის დამთავრების შემდეგ („ლივერპულმა” 3:1 მოიგო) მერსისაიდელთა ჰოლანდიელმა მცველმა ვირჯილ ვან დიიკმა თანაგუნდელ ენდი რობერტსონს უყვირა. რაზე შეიძლებოდა გასწყრომოდა იმ დღეს „ბაიერნის” კარში მეორე გოლის ავტორი თანაგუნდელს? მეოთხედფინალში გასულ 8 გუნდს შორის (რომელთაგან 4 ინგლისურია) „ლივერპული” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ამბიციური გახლავთ, ბოლოს და...
კოუტინიუ მანჩესტერში რეკავს
ფილიპე კოუტინიუ შეიძლება პრემიერლიგაში დაბრუნდეს, თან „ლივერპულის” დიდი მოქიშპის, „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში. ბრაზილიელი „ლივერპულიდან” „ბარსელონაში” 2018 წლის იანვარში 164,5 მილიონ ევროდ გადაბარგდა, მაგრამ „კამპ ნოუზე” ფეხი ვერ მოიკიდა. გუშინ, „ბარსასა” და „რაიო ვალეკანოს” შეხვედრაში (3:1) „ბლაუგრანას” გულშემატკივარმა მას უსტვინა კიდეც. „ბარსელონაში” პიკე, მესი და სუარესი გამოირჩნენ, კოუტინიუ კი თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე რაკიტიჩმა შეცვალა....
ლივერპულის უცნაური ფეხბურთი
წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამსხმელის ალან შირერის ბლოგში „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ლივერპულის” პრემიერლიგური შეხვედრის (0:0) შემდეგ მერსისაიდური გუნდი გვარიანდ გახლავთ გაკრიტიკებული. შირერი წერს: „თუ „ლივერპული” ვერც ამჯერად გახდება პრემიერლიგის ჩემპიონი, მას გაახსენდება „მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩატარებული ეს შეხვედრა და გული დაწყდება. შემადგენლობა, რომელიც იურგენ კლოპმა მოედანზე გაუშვა, შინაარსობრივად 0:0-ის გამკეთებელი იყო. მერსისაიდელები უკნიდან თამაშობდნენ და არ ეტყობოდთ,...
გიჟმაჟი პოგბა და დიდი ჯახი
„მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის აზრით პოლ პოგბამ თავი კრიტიკოსების სამიზნედ თავისი ცხოვრების წესის გამო აქცია. ჟოზე მოურინიუს დროს, როდესაც ფრანგი მოედანზეც ვეღარ ბრწყინავდა, მისი ექსტრავაგანტური ცხოვრება ფანების, მიმომხილველების და თავად პორტუგალიელი მწვრთნელის დაუსრულებელი განხილვის საკითხი გახლდათ. ის წარამარა იცვლიდა ვარცხნილობას, ხმამაღალი განცხადებებით აქტიურობდა სოციალურ ქსელებში და ამ ყველაფერთან ერთად, როგორც უკვე ვთქვით, ვერც...
რა მუხასავით დამაყენე, ბიჭო?!
ჩოჩქოლი იყო „ლივერპულისა” და „ბაიერნის” 0:0 დამთავრებული მატჩის შემდეგ — ბავარიელთა მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ლივერპულელთა თავკაცისთვის იურგენ კლოპისთვის ხელის ჩამორთმევას ლამობდა, ის კი რაღაცას უმტკიცებდა, ხელებს შლიდა, თითქოს გაურბოდა, თითქოს საყვედურობდა. მომხდარს ნათელი მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მოეფინა. კლოპმა, რომლის გუნდიც 13 მარტს მიუნხენში საპასუხო შეხვედრისთვის უნდა ჩავიდეს, თქვა: „მე მინდოდა ნიკოსთვის ხელი თამაშის დამთავრებისთანავე ჩამომერთმია, ის...
თანამსაჯი საშოპინგოდ გაუშვეს
„ვესტ ჰემისა” და „ლივერპულის” შეხვედრაში თანამსაჯმა საიმონ ბეკმა თამაშგარე მდგომარეობა ვერ შეამჩნია, რისი წყალობითაც მერსისაიდელებმა გოლი გაიტანეს (1:1) და დღეს „მანჩესტერ სიტისთან” ერთად პრემიერლიგის ცხრილში ლიდერობენ. ორივე გუნდს 62 ქულა აქვს, ოღონდ „ლივერპულის” მდგომარეობა მაინც უფრო ხელსაყრელია, რადგან ერთი მატჩი აქვს მარაგში. უფრო კარგად გავიხსენოთ: ბეკის შეცდომამ გამოიწვია ის, რომ თამაშგარედ მყოფმა ჯეიმს მილნერმა ბურთი...
პრემიერლიგაში ლიდერი შეიცვალა
ორი გოლი და ორივე დამატებით დროში, ოღონდ აიმერიკ ლაპორტესი პირველი ტაიმის მიწურულს, ხოლო გაბრიელ ჟესუსისა მატჩის საფინალო სასტვენის წინ — „მანჩესტერ სიტიმ” „ევერტონს” სტუმრად 2:0 მოუგო, 3 ქულა ჩაიწერა და ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. რასაკვირველია, „ქალაქელებს” „ლივერპულზე” ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ცოტა ხნის წინ ყველა ლივერპულის შვიდქულიან დაწინაურებას ელოდა, რეალურად...
პელეგრინი: კლოპი ოფსაიდებით მიგებს ხოლმე
მოგეხსენებათ, „ვესტ ჰემისა” და „ლივერპულის” ლონდონური 1:1-ის შემდეგ მერსისაიდელებს ზურგში მდევრის „მანჩესტერ სიტის” ფეხის ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა მოესმათ. შეხვედრა აღსანიშნავი გახლდათ იმითაც, რომ მისი დამთავრების შემდეგ „წითლების” თავკაცმა იურგენ კლოპმა თავი ვერ მოთოკა, ჯერ იყო და მსაჯთან და მეტოქის მწვრთნელ მანუელ პელეგრინისთან იკამათა, შემდეგ კი პრესკონფერენციაზე თქვა: „ჩვენ გოლი თამაშგარედან გავიტანეთ, რაც შესვენებისას მსაჯმა...







